„სააკაშვილი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა - დასავლეთი და რუსეთი მართავს სააკაშვილს, საქართველოში ის არეულობის მოსაწყობად ჩამოვიდა“

„სააკაშვილი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა - დასავლეთი და რუსეთი მართავს სააკაშვილს, საქართველოში ის არეულობის მოსაწყობად ჩამოვიდა“

„ცუდია, რომ სააკაშვილმა არ იცის, რა განსაცდელი გამოატარა პატიმრებს, მაგრამ ცივილიზებული საქართველო, როგორი პატიმარიც არ უნდა იჯდეს, უნდა გამოიყურებოდეს ისე, როგორც ქართველ ხალხს ეკადრება. ამიტომ სააკაშვილი სასჯელს ცივილიზებულად, ადამიანური მოპყრობის ქვეშ მოიხდის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

„ნაცმოძრაობამ“ ე.წ. პოლიტპატიმრების მთელ კოჰორტას (მელიას, რურუას) კიდევ ერთი „პოლიტპატიმარი“ მიუმატა - მიხეილ სააკაშვილის სახით, რომელსაც მეტი დრამატიზებისთვის „დევნილ პრეზიდენტად“ მოიხსენიებს. რა „აკლია“ სააკაშვილს იმისთვის, რომ დაიმსახუროს ეს ტიტული? რატომ გაუფასურდა სიტყვა „პოლიტპატიმარი“ „ნაცმოძრაობის“ ხელში?

- სააკაშვილს რა „აკლია“, არ ვიცი, მაგრამ ვინც ამისთანა ტიტულს იშველიებს სააკაშვილთან მიმართებით, მათ რომ ბევრი რამ აკლიათ, ეს ცხადია. იმ ადამიანებს, ვინც სააკაშვილს დევნილ პრეზიდენტად და პოლიტპატიმრად მოიხსენიებს, აკლიათ არა მარტო გონება, არამედ სინდისი, ზნეობა და ყველაფერი, თუკი რაიმე სიკეთე არსებობს ადამიანში. ადამიანი არაფერმა არ უნდა გააბოროტოს ისე, რომ რეალობის და ობიექტურობის განცდა დაკარგოს. გირგვლიანის, რობაქიძის, გამყრელიძის, ვაზაგაშვილის, ადამიანების მთელი პლეადის ტრაგედიის შემდეგ დღეს ამას არ უნდა ლაპარაკობდნენ.

სხვათა შორის, პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ის არასდროს შეიწყალებს სააკაშვილს, რადგან მუდამ ახსოვს ირინა ენუქიძის თვალები. თქვენ იბრძოდით სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მაშინდელ არაერთ დანაშაულს შორის ყველაზე მეტად სააკაშვილის პერიოდის გამოხატულება რა იყო?

- მაშინდელი წლები იმიტომ იყო მძიმე, რომ ეს იყო დახურული ტიპის ფაშიზმი, ანუ ფაშიზმი დახურულ სივრცეში. გერმანული ფაშიზმი მთელ ევროპას, მთელ მსოფლიოს შეეხო და ყველა დააზარალა, ამიტომაც ყველა იყო ჩართული გერმანული ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, გერმანული ფაშიზმი გაცილებით რეალურად მოსარევ პრობლემად გამოიყურებოდა, ვიდრე ის ფაშიზმი, რომელიც სააკაშვილმა საქართველოში დაამკვიდრა, რადგან ის გარდა ქართველი ხალხისა და საქართველოს მოქალაქეებისა, სხვას არავის აწუხებდა და არ ადარდებდა, მათ შორის, არც ის ადარდებდათ, რომ სააკაშვილის დროინდელმა ფაშიზმმა ჩვენი ტერიტორიების 22% გააჩუქა.

იმ პერიოდში ქართველები დასავლეთიდან მიტოვებულად გრძნობდნენ თავს, რადგან დასავლეთი მხოლოდ შეშფოთება-აღშფოთების ტერმინებს იშველიებდა საქართველოსთან მიმართებით პოზიციის გამოსახატად. რატომ ხდებოდა ასე?

- დასავლეთი პასიურობდა იმიტომ, რომ თვითონ მათ ჰქონდათ შეფასებები მიცემული ამ ფაშიზმისთვის - „დემოკრატიის შუქურა“. ეს სახელი სააკაშვილს უწოდეს, რადგან იქ რა მერკანტილური ინტერესები იყო, ამაზე ვერ ვისაუბრებ, საამისო მტკიცებულებები არ მაქვს. გარდა ამისა, 2003 წლამდე ვინც ყველაზე მეტი ნდობით გამოირჩეოდა დასავლეთის თვალში, ანუ არასამთავრობო სექტორი, „თავისუფლების ინსტიტუტის“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თამადობით, ესენი ყველანი უცბად, ერთ მშვენიერ დღეს გადაბარგდნენ პოლიტიკაში, მოვიდნენ ხელისუფლებაში და დასავლეთში არსებული ნდობა ბოროტად გამოყენეს. იქცნენ იმაზე უფრო ბოროტებად და ჯალათებად, ვიდრე ეს შევარდნაძის დროს იყო, არა მხოლოდ შევარდნაძის დროინდელი დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში, არამედ შევარდნაძის საბჭოთა პერიოდშიც რომ იყვნენ ჯალათები, იმათზე ათჯერ უფრო საშინელ ჯალათებად იქცნენ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც რევოლუციის გზით პოლიტიკაში მოვიდნენ. ეს იყო დასავლეთის მხრიდან ერთი ფაქტორი, მეორე ფაქტორი, როგორც გითხარით, პირადი, ფულადი ინტერესები იყო, რომელზეც ვერ ვისაუბრებ. ნდობა ნდობაა, მაგრამ როდესაც დგახარ გვამებზე, როდესაც ჯორჯ ბუში ჩამოდის და იძახის, ეს არის „დემოკრატიის შუქურა“, ეს უკვე ნდობის და მხარდაჭერის მიღმაა, მით უმეტეს, როდესაც ცხვირწინ იყო გაზით გაგუდული პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება დღევანდელობას და დასავლელი პოლიტიკოსების ნეიტრალურ დამოკიდებულებას პატიმარი სააკაშვილის მიმართ, „მავრმა გააკეთა თავისი საქმე და მავრს შეუძლია წავიდეს“, სააკაშვილმა ამოწურა თავისი პროექტი საქართველოში, მე ვფიქრობ, ის მალე უკრაინაში გადაინაცვლებს. დამთავრდა პროექტი „სააკაშვილი“, რომელიც საქართველოსთან მიმართებით იყო ჩაფიქრებული.

ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი არ მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას?

- მოგვთხოვენ, როგორ არა, ვიღაცები, ალბათ, გვეტყვიან, გაათავისუფლეთო, მაგრამ ეს უკვე აღარ იქნება საქართველოსთვის პრობლემა. ვფიქრობ, სააკაშვილი გარკვეულ პერიოდს მაინც საქართველოს ციხეებში დაყოფს, არა იმ ციხეებში, რომელიც მან შესთავაზა საქართველოს 300 ათასზე მეტ მოქალაქეს, არა იმ პირობებში, წამებასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაში, ასეთ პირობებში ის არ იქნება და ცუდია, რომ სააკაშვილმა არ იცის, რა განსაცდელი გამოატარა იმ ადამიანებს, მაგრამ ცივილიზებული საქართველო, როგორი პატიმარიც არ უნდა იჯდეს, უნდა გამოიყურებოდეს ისე, როგორც ქართველ ხალხს ეკადრება. ამიტომ სააკაშვილი სასჯელს ცივილიზებულად, ადამიანური მოპყრობის ქვეშ მოიხდის. ვინაიდან სააკაშვილი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა და არ მოქმედებს დამოუკიდებლად, შემდგომ პროექტს, ალბათ, სხვა რომელიმე ქვეყანაში განახორციელებს. დასავლეთს და რუსეთს მასზე სერიოზული ბერკეტი აქვს, ორივე მართავს სააკაშვილს. საქართველოში ის არეულობის მოსაწყობად ჩამოვიდა.

 

Katana . არ არის საქმე ასე მარტივად!
ჯერ ერთი, როგორც ნიკა გვარამიას აღშფოთებული გამოსვლიდან გავიგეთ, სააკაშვილს საკანში კომპიუტერი არა აქვს, თურმე (და, ბოროტი ენები ამბობენ, ტელეფონიც ჩამოურთმევიათო)... ეს მაშინ, როცა სააკაშვილ-გვარამია-ქარდავას ზეობის ჟამს, მოგეხსენებათ, ყველა პატიმარს ჰქონდა საკანში პერსონალური კომპიუტერი, საუნა და მოსასვენებელი ოთახი.
მეორეც, როგორც კანონისა და სამართლიანობისთვის დამაშვრალმა თაკო ჩარკვიანმა ამცნო მსოფლიოს და სათითაოდ მიმართა საქართველოში აკრედიტირებულ ყველა ქვეყნის ელჩებს... მის ხელთ არსებული, უტყუარი, გადამოწმებული, (სავარაუდოდ, კრემლის ბეჭედდარტყმული) ინფორმაციის თანახმად, ეს ხელისუფლება - პ უ ტ ი ნ ი ს დავალებით! - აპირებს, თურმე, პოლიტპატიმარ სააკაშვილის განადგურებას საპყრობილეში!... ანუ, მის მოკვდინებას!
თაკომ მოუწოდა მსოფლიოს, დაიცვან სააკაშვილის სიცოცხლე ივანიშვილის მტარვალი ხელისუფლებისაგან და ამითი გადაარჩინონ საქართველო!!!
აპაა!..
3 წლის უკან
trampi მაგას ვამტკიცებ მეც---- ეგ არააა თავის ნებით აქ ჩამოსული....... უბრალოდ ცოტა კარტები აერიათ, მაგრამ ეგ დროებით აერიათ ...... ცოტა ხანში ყველაფერს გამოასწორებენ ....უბრალოდ .ცოტაც დააცადეთ
ხომ დაიწყეს ე.წ. დასავლეტიდან უკვე წიოკი----- დემოკრატია ირღვევა, პოლიტპატიმარიაო ....
თქვენ ნოემბერში ნახეთ ეგენი როგორ აყვირდებიან..... საქართველო დედამიწის ჭიპი გახდება
ყველა გამვლელ გამომვლელი და უსაქმური საქარტველოს დაუწყებს ლანძღვა--გინებას
მოკლედ დიდი გაძლება სჭირდება ღარიბაშვილს.....ან არადა საქართველოს დაერხევა......

„სააკაშვილი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა - დასავლეთი და რუსეთი მართავს სააკაშვილს, საქართველოში ის არეულობის მოსაწყობად ჩამოვიდა“


კი მაგრამ ამას მარტო ცოტანი ვხედაავთ
3 წლის უკან
Serapina ტელევიზორი აქვს?
თავისი პრეზიდენტობისდროინდელი კვირის რეპორტაჟები აყურებინონ!(*დასავლეთმა, ვითომ რომ არ იცოდა რა ხდებოდა ჩვენთან და მაგ გადაცემას კი აფინანსებდნენ, ეს როგორ იყო?!)
მოკლედ, მაგის ჩამობლაყუნების ათასი ვერსია შეიძლება იყოს. რეჟისორის შემდგომი იდეებია საინტერესო...

ერთადერთი, ვინც სააკშვილის ჩამობოდიალებით იხეირა, არის გახარია!
(... რომელიც, თანამდებობის დატოვებიდან ძალიან მალე საჭირო ხალხს შეხვდა. ასე რომ, ამ ამბავს გაგრძელება ექნება).
3 წლის უკან
Katana . Serapina :))
ერთ ქალბატონსაც გაუჩნდა მსგავსი "სადისტური" იდეა: ტელევიზორი დაუდგან, "იმედი" ჩაურთონ და პულტი არ მისცენ! (რომ ვერც გამორთოს, ვერც გადართოსო :))
3 წლის უკან
Serapina ქალების სადისტურმა აზრებმა გამახსენა....
ამ, ნათია მეგრელიშვილს და მის სტუდიაში დამძახებელს, მინდა ერთი, ჩემი, მინიმუმ 2 კილოგრამიანი ტაფა ჩავსცხო თავში!
....
ამ გახსენებაზე...
ხათუნა კალმახელიძე, ვერა ქობალია, ნინო კალანდაძე ...იყვნენ უკვე მოსანახულებლად?
3 წლის უკან
DDDzia დორბლიანი არის დამოუკიდებელი, აბსოლუტურად დამოუკიდებელი ფიგურა იმიტომ, რომ გიჟია და თავდებში აღარავინ უდგება.
აქ ჩამოსვლაც მისი გადაწყვეტილია, რადგან სხვა არავითარი გზა და რესურსი აღარ აქვს, რომ სხვანაირად მოიქცეს.
დიდი იმედი ქონდა და აქვს, რომ უგულავასავით და მელიასავით გამოაძრობდნენ ვირის აბანოდან.
ის პერიოდი, რაც აღარ იყო აქ, მოსწყდა რეალობას და თავისი იცნების ოკეანეში ბანაობდა.
აქაურმა დასირებულებმაც შეუწყვეს ხელი მისი გადაწყვეტილების მიღებას და მაგიტომ ჩამოვიდა.
მერე ამას გააფორმებდა როგორც ლენინი რაზლივში ან ლენინის მიერ ფინეთის ყურის ფეხით გადასვლას, მაგრამ დაავიწყდა, რომ ლენინზე რეალურზე დაყრდნობილი ლეგენდები შეიქმნა მას შემდეგ, რაც მან გაიმარჯვა.
ამას კიდევ გამარჯვების შანსი არ ქონდა სხვანაირად.
თუმცა, მას შემდეგ, რაც გახარიამ ამდენი ხმები მიიღო, ჩვენი ამომრჩევლისგან გასაკვირი აღარაფერია.
ოცნებამაც დაღალა ხალხი მოლოდინით.
უკეთესი იმედით.
გაუსაძლისი ყოფით.
დაშლილ-დანგრეული ოჯახებით და გახარიას პროცენტები სწორედ ამის გამოძახილია.
სამწუხაროა, რომ ეს გამოძახილი დორბლიანის რეტიანი ბანდის წისქვილზე ასხავს წყალს, თორე ასეთი ოცნება ცოცხითაა გასაყრელი.
3 წლის უკან
trampi ძია

მე მაინც ჩემ ჩვენებას ვაწვები........................კი... თავის დებილობებით გაება მახეში, მაგრამ ეგ ძირითადად ვალშია გამოგზავნილი...9 წლის ვალში.... აბა თუ არ გამოიყენედნენ, მაშ რას ინახავდნენ ამდენი წლები? ტყუილააად?? მაგას ჯოკერივით თავიაანთი საჭიროებისთვის ინახავდნენ.......
მაგის ამოცანა იყო და არის აქ სიტუაციის არევა და რევოლუციური ამბების დატრიალება.... რომ იმ ევრო მინგრეულებმა ეს ხელისუფლება სათავისო ნაცებით და ვიღაც ლიბერალ--ფანდარასტებიტ შეცვალონ (ეხერხებათ)
ისე მიხო ჩაჯდომას სულაც არა ფიქრობდა
..ვინააააა .... ეგაააა და ჩაჯდომააა?? ეგე ეხლა რა დღეშია---- ფსიქიკურად ირყევა........ანუ არანაირ საქმეზე, ნებით ჩაჯდომაზე ეგ არავითარ შემთხვევაში არ დათანმდებოდა
.მაშ ეგ ჩაჯდომას გარისკავდააა? აბა რას ამბობ??.....უბრალოდ კარტები აერიათ.....
ღარიბაშვილი ბოლო ხანებში ცოტა უსხლტებათ ხელიდან და თუ ესე გაგრძელდა ევროპის აურზაური (ჩემებურად რომ ვთქოთ იქ უკვე ვისი ვისსაშია ვეღარ იგებენ---უკვე რაკ და შუკას ამბები ტრიალებს) ღარიბაშვილი უფრო მეტად გამოიწევს განზე ქართულად».........ამას რათქმა უნდა ისინიც ხედავენ, და საქართველოს ეს ურჩობა არ მოსწონთ.. მით უმეტეს ჩვენნაირი ჩმორი, ვასალი ქვეყნის გათავხედება, აბა ვის მოეწონება?
ჰოოდა ჩერეზ საააკაშვილი მაგათ აქ ყირამალა სიტუაციიის შექმნა უნდათ.................მღვრიე წყალში ხო იცი თევზე ადვილად იჭირება....
შენ ნოემბერში ნახე, ნოემბერში, რამდენი დედინაცვალი გამოგვიჩნდება და რამდენი ,,მეგობარი,, ატეხს ვაი-ვიშს----- საქართველოში დემოკრატია იღუპებაო....
მოკლედ გაძლება ღარიბაშვილს.....
3 წლის უკან
DDDzia პაპა!
არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, რამეთუ არაფერი ისე, უბრალოდ არ ხდება, მაგრამ ამჟამად რასაც ვხედავ და იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ დორბლიანს ვიცნობთ, იმაზე დაყრდნობით ვცდილობ ანალიზის გაკეთებას.
დორბლიანი ხახლისტანში პოლიტიკური გვამია. მას არავითარი შანსი არ აქვს სადმე ღირებულ ადგილზე მოხვდეს, თორე მკვდარზე ვენოკივით კი აქვს რეფორმების გატარების უფროსის თანამდებობა. ეს არაფერს არ აძლევს და ხახლისტანი საქართველო არ არის, რომ მაგან რეფორმები გაატაროს. იქ ისეთი ღლავები დაცურავენ ურეფორმებოდ, რომ დორბლიანს ძვლებიანად შეახრამუნებენ.
პინდოსების აღარ სწყალობენ და ტრამპიდან მოყოლებული აღარავის გახსენებია.
მას შემდეგ, რაც პინდოსებს ძალიან გაუჭირდათ, და მათი ეს ახალი ბიდონი პრეზოდენტი პუწინს შეხვდა, კავკასია საერთოდ აღარაა ნახსენები აშუშუს საინფორმაციო სამსახურების გამოსხვლებში. ფსაკსაც კი აღარ აინტერესებს ეს რეგიონი, რომ აღარაფერი ვთქვა ჭურნალისტებზე. საქართველო გააიმასქნეს პინდოსებმა და თავისი ნაბიჭვარი აღარ ესაჭიროებათ რეგიონში. გარდა ამისა, განა რევოლუციების მოწყობის ტექნოლოგიები მარტო ბოლშევიკებმა იცოდნენ? ლენინმაც რევოლუციოური ტექნოლოგია საფრანგეთის რევოლუციიდან გადმოიღო, შედეგები გაითვალისწინა და კი მიაღწია შედეგს. რევოლუცია წინაპირობის გარეშე არ ხდება, ანუ როდესაც ქვედებს აღარ უნდათ და ზედებს აღარ შეუძლიათ. ამ პირობის გარეშე რევოლუცია არ ხდება. ხოლო საქართველოში ეს პირობა საერთოდ არ დგას.
ხოლო ასეთი ამბიციურს, როგორიც დორბლიანია, რომელმაც ერთხელ უკვე გაუსინჯა გემო ხელისუფლებაში ყოფნას და მისით სრულად ტკბობის შეუზღუდავი საშუალება ქონდა, კიდევ აქვს სურვილი ეს კაიფი გაიგრძელოს ნებისმიერი საშუალებებით. კი ყავს გამოლენჩებული საშუალებები, რომლებიც ამ პირობის შესრულების ილუზიას უქმნიან, და მანაც გარისკა. ის რომ დორბლიანი, კახურად რომ იტყვიან - დედალია, ამ შემთხვევაში ილუზორული გამარჯვების შანსმა გაარისკინა ეს ავანტურა. სხვანაირად ეს აქ არ ჩამოვიდოდა.
იმ ეჭვს, რომ მისმა ყოფილმა ბოსებმა გააბედინეს, ამცირებს დორბლიანის ფსიქოლოგიური ტოპაჟი, რომელიც იმდენად ლაჩარია, რომ პირველივე დაკითხვაზე დაფქვავს ყველაფერს თავისი კურატორების შესახებ. სახელებით, გვარებით, იავკებით, პაროლებით, ანგარიშების ნომრებით და კიდევ ღმერთმა უწყის, რით. უნდათ კი ეს მის კურატორებს? ეს ყველაფერი ხომ პუწინთან მოხვდება დიიდი ალბათობით? მე ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება დორბლიანს წირვა გამოუყვანონ იქ, სადაც ზის. ძალიან ბევრი რამ იცის, და ძალიან ცუდ საქმეებშია ეს რეგვენი გარეული.
ვნახოთ.
ბოლო მალე იქნება.
3 წლის უკან