„დამიჯერეთ, სააკაშვილი ადრე რომ გამოუშვან, პირადად მე არ ვაცოცხლებ! ამიტომ ჯობია, ეგდოს ციხეში და დალპეს იქ, სადაც არის“

„დამიჯერეთ, სააკაშვილი ადრე რომ გამოუშვან, პირადად მე არ ვაცოცხლებ! ამიტომ ჯობია, ეგდოს ციხეში და დალპეს იქ, სადაც არის“

„პირდაპირ ვადებ ხელს, რომ ვალერი გრიგალაშვილი და გიგა ბოკერია უშუალოდ მონაწილეობდნენ ჩემს წამებაში. მივმართავ სამართალდამცველ სტრუქტურებს, დაიწყოს გამოძიება და დაიკითხონ ბოკერია და გრიგალაშვილი“, - ეს განცხადება სულხან მოლაშვილმა for.ge-სთან 2013 წლის 23 დეკემბერს გააკეთა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებას და კრიტიკას კონტროლის პალატის საქმიანობის შესახებ, როგორც მოლაშვილი აცხადებდა, ამის მიზეზი გახდა ის, რომ შეენიღბათ ის, რაც კონტროლის პალატამ გააკეთა. მაშინ მოლაშვილი აცხადებდა, ამ დოკუმეტს არც იურიდიული და არც პოლიტიკური აქტუალობა არ დაუკარგავს.

კერძოდ, ეს იყო კონტროლის პალატის მიერ მოპოვებული დოკუმენტები, სადაც ნათლად ჩანდა იუსტიციის სამინისტროში აღმოჩენილი უამრავი დარღვევა. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ იუსტიციის მინისტრი სააკაშვილი გაფუჭებული კონსერვით კვებავდა პატიმრებს, ხოლო იქ გადარიცხული თანხები მათ ჯიბეში მიდიოდა.

მაშინ, კონტროლის პალატამ მოიპოვა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, ყველა სასჯელაღსრულებით დაწესებულებიდან უამრავი ჯართი გავიდა და უკვალოდ გაქრა.

სააკაშვილის მინისტრობისას, იუსტიციის სამინისტროში, ე.წ. ალაფურშეტებში იხარჯებოდა ასტრონომიული თანხები და სამინისტრო ამ თანხების ჩამოწერას ახდენდა. გარდა ამისა, სააკაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობის დროს, საკრებულოს ბიუჯეტის ხარჯზე ასი ათასობით ლარი გადაირიცხა მხოლოდ იმისთვის, რომ მაშინდელი ოპოზიციური ხუთჯვრიანი დროშები დაემზადებინათ და ის ყველა გამვლელს ჰქონოდა. სწორედ აქედან დაიწყო სულხან მოლაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირება. ხელისუფლების ცვლილებიდან ძალიან მალე, სააკაშვილის ბრძანებით სულხან მოლაშვილი დააკვეს, მას ჩამოართვეს ქონება, პატიმარი კი სასტიკად აწამეს.

for.ge-სთან საუბრისას სულხან მოლაშვილის მამა, თამაზ მოლაშვილი აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტი, რომლის ბრძანებითაც მოხდა მისი შვილის წამება, უნდა გასამართლდეს საქართველოს კანონმდებლობით.

მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს მოთხვნოთ - განთავისუფლდეს „პოლიტპატიმარი“ მიხეილ სააკაშვილი. საინტერესოა, რას ფიქრობთ, სრულად მოიხდის სააკაშვილი სასჯელს ქართულ ციხეში?

თამაზ მოლაშვილი: 2006 წელს, როდესაც სულხანი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო, ყოველდღე მიმქონდა გაზეთები და მერე მივდიოდი სამსახურში. „მოვიდა ფოსტალიონიო“ - ხუმრობდნენ. დიდი ხანი მიწევდა რიგში ყოფნა და მაშინ ვთქვი - სულხანი აქ რომ აღარ იქნება, კიდევ მომიწევს მოსვლა. მიშა სააკაშვილს რომ დაიჭერენ და პატიმარი იქნება, 40 დღის განმავლობაში გაზეთები უნდა მოვუტანა-თქო. ვფიცავარ სულხანის სახელს, კვირაში ერთხელ 40 დღის განმავლობაში, მიშა სააკაშვილს შევუგზავნი გაზეთ „ასავალ-დასავალს“ რომ ისიამოვნოს.

აი, ის პიროვნებები, ვინც სააკაშვილს მხარს უჭერენ - ან მოქრთამულები არიან, ან დეგენერატები. საღად მოაზროვნე ადამიანი როგორ შეიძლება სააკაშვილის გვერდით იდგეს?! ნუთუ არ კითხულობენ გაზეთს? ნუთუ არ იციან ის, რაც მიშა სააკაშვილმა ხალხს მოსწია - როგორ დაახოცინა ადამიანები? როგორ გააუპატიურებინა ქართველი კაცები? როგორ წაართვა ხალხს ქონება?

ასეთი პიროვნების გვერდში რომ დგეხარ, მაშინ შენ იმაზე მეტი გათახსირებული ხარ. ის პიროვნება, ვინც მიშა სააკაშვილს გვერდში დაუდგება, მასზე უარესია. ასეთი ხალხი საქართველოში არ უნდა ცხოვრობდეს. თუ ადამიანს წაკითხული აქვს ამ ადამიანმა რამხელა დანაშაული ჩაიდინა ქვეყნის წინაშე, როგორ შეიძლება მას პოლიტპატიმარი უწოდო?! სააკაშვილი არის ბოროტების მაშხალა, სისხლის მსმელი - როგორ უსამართლოდ ექცეოდა საკუთარ ხალხს!

სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და, როგორ ფიქრობთ, მოხდება მისი ექსტრადირება უკრაინაში? სულხან მოლაშვილი ღიად ამბობდა, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა ორგანიზებული იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ. სულხანი რომ ნაწამები იყო, ეს იცოდა სააკაშვილმა...

- სულხანის ნაწამები სურათები მიჰქონდათ სააკაშვილთან და ტკბებოდა ჩემი შვილის ნაწამები სურათების ყურებით. ადამიანი, რომელიც ძალადობისგან სიამოვნებას იღებს, როგორ შეიძლება ქვეყანაზე დადიოდეს?! ასეთ ადამიანს ექიმიც ვერ უშველის.

მივმართავ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს - ბატონო პრემიერო, ვაჟკაცურად დადექით, სააკაშვილი გაასამართლეთ საქართველოში!

რატომ უნდა გადასცეს უკარაინას, როცა აქ, საქართველოში აქვს დანაშაული ჩადენილი! სულ არ მაინტერესებს, რომ უკარაინის მოქალაქეა. როდესაც საქართველოს მოქალაქე იყო, სისხლის სამართლის მრავალი კოდექსის მიხედვით აქვს დანაშაული ჩადენილი და აქ უნდა გასამართლდეს. მთელმა ევროპამ და ამერიკამ უნდა გაიგოს, რომ მიშა სააკაშვილი უნდა დალპეს ციხეში.

თქვენი შვილის წამების საქმეში იკვეთება სააკაშვილის ბრალეულობა?

- სულხანს ბოკერიამ შემოუთვალა, რომ უნდა დაგიჭიროთო! იმ დღეს სულხანი მივიდა უწმინდესთან და უთხრა რაშიც იყო საქმე. მერე მივიდა გენერალურ პროკურორთან ირაკლი ოქრუაშვილთან და უთხრა - აგერ ვარ და მითხარით რა გინდათო. ოქრუაშვილმა უთხრა, რომ ქალაქის პროკურორთან, ვალერი გრიგალაშვილთან მიდიო. უვიცი ადამიანი დაიჯერებს, მაგრამ იურისტი არა - კონტროლის პალატის თავმჯდომარის დაკავებას გრიგალაშვილი ვერ გადაწყვეტდა.

ეს უნდა გაეკეთებინა ოქრუაშვილს, რომელმაც მოაწერა ხელი გადაწყვეტილებას სულხან მოლაშვილის დაკავების შესახებ. ირაკლი ოქრუაშვილს ადრეც ვუთხარი და ახალაც ვეუბნები - თვალებში შემომხედე და მაჩვენე ის დასკვნა, რაზეც ხელი მოაწერე! იცით რას მოაწერა ხელი? - სულხან მოლაშვილმა 37 ათასი ლარის პრემია დაურიგა თავის თანამშრომლებსო. ამ ბრალდებით დააკავეს. ოქრუაშვილისგან კაცობას არავინ ელოდა, მაგრამ ხომ იცოდა, რომ პრემიის გაცემაზე კონტროლის პალატის თავმჯდომარეს არ იჭერდნენ.

სულხანის დაკავებაზე რომ ხელი არ მოეწერა, კაცად დარჩებოდა, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილი არის ჩვარი, სააკაშვილის მონა-მონრჩილი, რომელმაც გამოიყენა და მერე გააგდო. როდესაც სულხან მოლაშვილს C ჰეპატიტი დაუდგინდა, 11 თვის განმავლობაში არ უმკურნალეს. ექიმმა როდესაც ერთი ამბავი ატეხა, უთხრეს, რომ არ თქვა, თორემ ზემოთ გაბრაზდებიანო და ზემოთ ვინ იყო? - რა თქმა უნდა, სააკაშვილი. სააკაშვილი ამბობდა, რომ არ უნდა ემკურნალათ. სააკაშვილი გასცემდა დავალებას და ბოკერია მოქმედებდა. ნამდვილად ვიცი, როდესაც სულხანის ნაწამები სურათები მიუტანეს, სიამოვნებას განიცდიდა ეგ შობელძაღლი.

სულხან მოლაშვილის წამება მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანებით მოხდა?

- რა თქმა უნდა. სააკაშვილი იყო მთავარი. მისი დავალებით მოქმედებდა ბოკერია, ოქრუაშვილი და ადეიშვილი. პარლამენტის შენობის წინ კარვები იყო გაშლილი, სადაც ეკიდათ სააკაშვილის სურათი. მაშინ მივედი მაჩალიკაშვილთან და ვუთხარი: მე რომ გაგიგებ, სხვა ვერ გაგიგებს. შენც მოგიკლეს შვილი და მეც, ამიტომ შენც უნდა გამიგო. შენი შვილის მკვლელის სურათი ჩამოვიკიდო და ვიძახო, რომ უდანაშაულოა, გაგიხარდება?

სააკაშვილმა, აი, ამ კაცმა შვილი მომიკლა, შენ რომ მაგის სურათს აფრიალებ რუსთაველზე, ეს მე ძალიან მწყინს და მაწუხებს-თქო, - ხმა არ გაუღია, არაფერი არ უთქვია. მიშა სააკაშვილი არის უბოროტესი ადამიანი. სულხანი მან მოკლა! არავითარ შემთხვევაში ხელისუფლებამ ეს მკვლელი არ უნდა გადასცეს უკრაინას. დამიჯერეთ, ეგ რომ ადრე გამოუშვან, პირადად მე არ ვაცოცხლებ, მიუხედავად იმისა, რომ მე პედაგოგი ვარ. ამიტომ, ჯობია ეგდოს ციხეში და დალპეს იქ სადაც არის.

trampi მართლაც და რა ძალიან ბევრი უბედურებები აქვს ამ კაცს ჩადენილი .???.....
რა ეშველება ამ უბედურს?.......................ძააან ძააან უბედურად დააამთავრებს სიცოცხლეს
სუ რო არაფერი, გაგიჟდება მაინც
3 წლის უკან