ჩინეთის საგარეო უწყება: ტაივანი ჩინეთს ეკუთვნის და აშშ-მა უპასუხისმგებლო განცხადებები არ უნდა გააკეთოს

ჩინეთის საგარეო უწყება: ტაივანი ჩინეთს ეკუთვნის და აშშ-მა უპასუხისმგებლო განცხადებები არ უნდა გააკეთოს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰუა ჩუნინმა განაცხადა, რომ ტაივანი ჩინეთს ეკუთვნის და აშშ-მა უპასუხისმგებლო განცხადებები არ უნდა გააკეთოს.

„აშშ-ის მხრიდან შესაბამისი განცხადებები სერიოზულად არღვევს ერთი ჩინეთის პრინციპს და ჩინეთისა და ამერიკის სამი ერთობლივი კომუნიკეს დებულებებს და უკიდურესად მცდარ და უპასუხისმგებლო სიგნალს აგზავნის“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ჰუა ჩუნინის თქმით, ერთი ჩინეთის პრინციპი ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების პოლიტიკური საძირკველია.

„ტაივანის საკითხთან დაკავშირებით, აშშ-მა ერთი ჩინეთის პრინციპი უნდა დაიცვას. „ტაივანის დამოუკიდებლობა“ არსად მიგვიყვანს. ჩინეთი ყველა აუცილებელ ზომას მიღებს „ტაივანის დამოუკიდებლობის“ ყველა მცდელობის მტკიცედ ჩახშობის მიზნით. ჩინეთი მნტკიცედ განწყობილია, ეროვნული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას“, - განაცხადეს ჩინეთის საგარეო უწყებაში.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ ძალიან შეშფოთებულია ტაივანის მახლობლად ჩინეთის პროვოკაციული სამხედრო აქტივობით.
.