იაპონიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბრისთვის დანიშნა.
4 ოქტომბერს, ფუმიო კიშიდა იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურად აირჩიეს. ფუმიო კიშიდა იაპონიის მმართველი, „ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერად რამდენიმე დღის წინ აირჩიეს.
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეკონომიკური პოლიტიკისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო გაბედულ ზომებს გავატარებთ. ამის გასაკეთებლად საჭიროა, ვკითხოთ ხალხს, მენდობიან თუ არა მე ამ პოლიტიკის განხორციელებაში“, - აღნიშნა ფუმიო კიშიდამ.
აღსანიშნავია, რომ იაპონიაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ნოემბერში იყო მოსალოდნელი.