ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ვარაუდობს, რომ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბორანით შემოვიდა. როგორც ქართველიშვილმა for.ge-თან ინტერვიუში აღნიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის ქალაქ ოდესიდან წამოვიდა ბორანით და დაახლოებით 42-45 საათში უკვე ბათუმში იყო.
მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ბევრ კითხვაზე პასუხი გაუცემელი რჩება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ის საქართველოში 4 დღეა რაც იმყოფება, მაშინ რატომ უარყოფდა მმართველი გუნდი სააკაშვილის საქართველოში ყოფნას და რატომ აკეთებდნენ განცხადებას, რომ ვიდეო, რომელიც ექს-პრეზიდენტმა ბათუმიდან გაავრცელა, თითქოს „ფეიკი“ იყო? რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ თავად სააკაშვილის ვიდეოდან გაიგო მისი საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია, წინაღმდეგ შემთხვევაში, რატომ არ მოხდა მისი დაკავება ბათუმში?
- ბათუმის ღამის კადრების გავრცელებას რაც შეეხება, პირადად მე, მის ავთენტურობაში ეჭვი მეპარება. იმიტომ მეპარება ეჭვი, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ არის. რატომღაც, ჩვენ, ყველანი, 5 წუთში, პათანატომები, ინფექციონისტები, სასამამართლო ექსპერტები ვხდებით, რადგან გვინდა ყველაფერი ვიცოდეთ და არ ველოდებით სპეციალისტების დასკვნას. ჩვენ მეორე თვეა ვლაპარაკობთ ფარული მოსმენების ფაილებზე, მაშინ, როდესაც არც ერთი საექსპერტო დასკვნა წარმოდგენილი არ არის, რომ რომელიმე ტელეარხის მეშვეობით ე.წ. აუდიო-ფაილი, „ზეტი“, ან მისი ქაღალდზე გადმოტანილი შინაარსი არის ავთენტიკური, ეკუთვნის თუ არა კონკრეტული ოპერ-თანამშრომლის ნახელავს და ა.შ. ამიტომ, ასეთი კომენტარის გაკეთება ნამდვილად არ შემიძლია.
მეორე საკითხია - ნაწილობრივი ინფორმაცია მაქვს იმის შესახებ, რომ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. სპეცოპერაციის ერთ-ერთი ნაწილი იყო პირველ რიგში, იმ დილით, როდესაც ეს კადრები გაჟღერდა, ჩემი ტელეფონი „აფეთქდა“ და მივხვდი, რომ ის პირველადი ეფექტი, რომელსაც ელოდა მიხეილ სააკაშვილი, ამ ვიდეოს გავრცელებით, ნაწილობრივ მიაღწია. ადამიანებში დაისადგურა პანიკამ, რომ სააკაშვილი კოლონებით მიემართება თბილისში, რუსთაველზე იმისთვის, რომ 3 ოქტომბერს ახალი რევოლუცია მოაწყოს და ა.შ. მით უმეტეს კითხვები გაჩნდა, იგი მართლა შემოსული იყო თუ არა? ამის პარალელულად, მიმდინარეობდა სპეცოპერაცია. სპეცსამსახური კი ვალდებული არ არის, ამ სპეცოპერაციის დეტალები გაამჟღავნოს, მით უმეტეს პრეზიდენტთან მიმართებაში. ეს არ არის უბრალო ძებნილი, ან ციხიდან გამოქცეული ადამიანის დაჭერის სპეცოპერაცია, ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, ყოფილი პრეზიდენტი და მსოფლიოში ცნობილი კაცია. ამიტომ, ეს სპეცოპერაცია ვითარდებოდა განსაკუთრებულ საიდუმლო რეჟიმში. ამ საიდუმლო რეჟიმით საჭირო იყო მე და პირველ რიგში, პარტიის ლიდერებს დაეწყნარებინათ პანიკაში მყოფი მოსახლეობა, რომ ეს ეფექტი, რომლის მიღწევაც მიხეილ სააკაშვილს უნდოდა, გაენაიტრალებინა.
მესამე - იმ ძალის მოლოდინები, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ მათმა ბელადმა უკანონოდ გადალახა ქვეყნის საზღვარი, ფუჭი მიმართულებით წარმართულიყო. თუ გნებავთ, დაგვემტკიებინა, რომ ტყემლის ხეზე ვართ ასული და ბალს ვეძებთ, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ამ ფონის შექმნის ქვეშ, სპეცსასახურებს ჰქონოდათ საშუალება, თავიანთი საქმე მშვიდობიან რეჟიმში ეკეთებინათ და მათ ეს საბოლოო ჯამში განახორციელეს.
თქვენი საუბრიდან გაომდინარე რჩება შთაბეჭდილება, რომ ექს-პრეზიდენტის საქართველოში ყოფნის შესახებ იცოდით. ასევე ვცელდება ინფორმაცია, რომ ის 4 დღე იმყოფებოდა უკვე ქვეყანაში და რატომ დასჭირდა მის დაკავებას 4 დღე?
- საიდან არის ეს ინფორმაცია, გამაგებინეთ, რომ ეს ადამიანი საქართველოში 4 დღე იმყოფებოდა?
ეს ინფორმაცია გავრცელდა და ამას ამტკიცებენ მისი თანაგუნდელები...
- სავარაუდოდ, ამ ადამიანმა საქართველოში შემოაღწია ქალაქ ოდესიდან ბორანით, რომელიც ოდესიდან ბათუმში ჩამოდის. ეს ბორანი შავ ზღვაში 42-დან 45 საათამდე იყო, გააჩნია ზღვის მღელვარების დონეს.
ვთქვათ ბორანით შემოვიდა, მაშინ კითხვა ჩნდება, რატომ არ მოხდა მისი დაკავება საზღვარზე და რატომ მოხდა მისი დაპატიმრება არჩევნების წინა დღეს?
- არც მე და არც თქვენ გამომძიებელი არ ვართ, მაგრამ ლოგიკას მივყვეთ - როდესაც ჩემთვის ცნობილია მისი უკრაინიდან გამოსვლის თარიღი და საათი, მისი ბათუმში შემოსვლის თარიღი და საათი, მე მაინტერესებს რა გზას აირჩევს ძებნილი პიროვნება?თუ ის წარსდგებოდა სასაზღვრო პოლიციის წინაშე და წარუდგენდა თავის პასპორტს, იქვე საზღვარზე იქნებოდა დაკავებული. თუ ის გადაწყვეტდა, რომ კიდევ ერთი ბრალი „აეკიდებინა“, უკანონოდ გადაეკვეთა სახელმწიფო საზღვარი, მე მაინტერესებს, ვინ ჰყავდა თანამზრახველი ამ დანაშაულის ჩადენაში?
თანამზრახველი ახსენეთ და ცნობილი არაა, ვინ გადმოიყვანა, მხოლოდ ის პიროვნებაა დაკავებული, ვის ბინაშიც იმყოფებოდა. ბინის მეპატრონე უკვე დაკავებულია. სამართალდამცველებმა ბინა გასაღებით გააღეს და ისე აიყვანეს. შესაძლებელია, რომ ის ჩაუშვეს?
- ასეთი ინფორმაცია საიდან უნდა მქონდეს? ეს უკვე ნიშნავს, რომ გადავდივართ ნიკა გვარამიასეულ შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის გამოძიების ტაქტიკაზე...
გასაგებია, რომ სპეცოპერაციის დეტალები არ იცით, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს თქვენი აზრი - შეიძლება, რომ სააკაშვილს თანამოაზრეებმა უღალატეს?
- საიდან უნდა მოგცეთ ამაზე ინფორმაცია?!
კარგით, მაშინ ის მაინც გვითხარით, რატომ გადაწყვიტა ექს-პრეზიდენტმა არჩევნებამდე ჩამოსვლა?
- არაერთხელ დამიწერია და თან სერიოზულად - ჩემში მიხეილ სააკაშვილი ტოვებს ფსიქიატრიული, ნარკოლოგიური პრობლემების მქონე საწყალ, უბედური პაციენტის შთაბეჭდილებას.
ჩვენი ინფორმაციით, მას ნარკოტესტი ჩაუტარდა...
- შეხედეთ მისი ციხეში შესვლის კადრებს - ადეკვატური, ფხიზელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს?
უკრაინის პრეზიდეტმა მმართველ გუნდს განცხადებების გაკეთების ტონი დაუწუნა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე და ვლადიმერ ზელენსკის მრჩეველია. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ უკრაინამ მისი ექსტრადაცია მოითხოვოს?
- უკრაინის კანონმდებლობით გამორიცხულია. უკრაინის ომბუდსმენმა ჯერ კიდევ მეგის ქარდავასთან დაკავშირებით გამოთქვა ვარაუდი, როდესაც ქარდავას ექსტრადიციასთან დაკავშირებით უკრაინის სასამართლომ გამოიტანა საბოლოო ვერდიქტი: „ხომ არ შეიძლება, საქართველოში მსჯავრდებულმა, სასჯელი უკრაინაში მოიხადოს?“ როგორც ეს არის აბსურდი და შეუძლებელი, ასევე, უკრაინის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში აქვს უმძიმეს დანაშაულზე მისჯილი, პლუს დაემატა ახალი ბრალი - საზღვრის უკანონო გადაკვეთა, პლუს, გარწმუნებთ, ყოველთვე კიდევ ახალ მტკიცებულებით გაჯერებულ ბრალდებას მოვისმენთ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, გამორიცხულია მისი ექსტრადირება მოითხოვოს უკრიანის მთავრობამ.
...და გვესაუბრება სიკეთის გამარჯვებაზე და ბოროტების დამარცხებაზე. ეს, პოლიტიკოსის და იურისტის ლექსიკა არ არის ბატონებო არა! ეს, საბავშვო ბაღის და ზღაპრების სამყაროა... სამწუხაროდ ამ უკანასკნელში მაინც რომ კარგად გარკვეულიყო ეს ორი, კიდევ კარგად იქნებოდა ჩვენი საქმე.
აგერ ღარიბაშვილს უფრო კარგი უთქვამს, ჭკვიანად თუ არ მოიქცევა სააკაშვილი, რაღაცეები დაემატებაო!
...და ჭკვიანად თუ მოიქცევა, ფერად ტელევიზორს და ნაყინს მიიღებს?
აჰა, დავუშვათ არ მოიქცა ჭკვიანად, ბოროტების სათავე დავატუსაღეთო, ეს ამბავი რამდენ ხანს გაძლებს?
სამეგრელოს ტყეებში ნაპოვნი კასრების მტკიცებულებები რომ გაანადგურა ოცნებამ, ახლა საინტერესოა რითი აპირებენ სააკაშვილისთვის ჭკუის სწავლებას, აგვისტოს ომის შეჭმულ მილიონებს გაახსენებენ, თუ ისევ პიჯაკებს სფეროთი შემოიფარგლებიან მხოლოდ...
მანამდე ხომ უკეთესი ილაპარაკეს... გახარია მოღალატეაო... გვიღალატაო.... კაცმა, დასაშვებია უღალატოს ცოლს! ან საკუთარ პრინციპებს (რაც გახარიამ არ ქნა, როგორც თავად ამბობს). ...მაგრამ ახლა ვის, ან რას უღალატა გახარიამ?! ყველა ნორმალურ ადამიანს უწევს ოდესღაც კომპრომისზე წასვლა... ოღონდ, ეს პრინციპების ღალატს არ უნდა გულისხმობდეს და ზუსტად ეს განასხვავებს კარგ პოლიტიკოსს ცუდისაგან! ღალატის ანტონიმი ერთგულებაა,ასე ვიცი... პოლიტიკაში, ერთგულება, მიშას და მისი მრევლის გარდა, გინახავთ სადმე?!
ასე რომ ერევა მცნებები ჩვენს პოლიტ ელიტას, იმიტომ არის რომ ნებისმიერ სფეროში თავიანთ უუნარობას " ქართველობას გვართმევენ" პოზიციით რომ ფუთავენ!