„სააკაშვილის დაკავება კი არ დაემთხვა არჩევნებს, მან დაამთხვია თავისი ჩამოსვლა არჩევნებს, რათა ჩრდილი მიეყენებინა საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებისთვის“

„სააკაშვილის დაკავება კი არ დაემთხვა არჩევნებს, მან დაამთხვია თავისი ჩამოსვლა არჩევნებს, რათა ჩრდილი მიეყენებინა საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებისთვის“

მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ მადლიერება გამოხატა იმ სამართლებრივი თანამშრომლობისთვის, რომელიც ქართულ-უკრაინულ სამსახურებს შორის იყო.

„დანაშაულის ჩამდენი პირი დამნაშავეა საქართველოშიც, უკრაინაშიც“, - ასე აფასებს for.ge-თან ინტერვიუში პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ექს-პრეზიდენტის დაკავებას.

მოხდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაცია უკრაინაში, და დაიძაბება თუ არა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, ამ საკითზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ინტერვიუს დროს საუბრობს.

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორც კი საქართველოს ტერიტორიაზე ფეხს შემოდგამს, პირველ რიგში, ის წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე. მას უმძიმესი დანაშაულებების გამო სასამართლოს მიერ მისჯილი აქვს კონკრეტული სასჯელი და ეს ასეც მოხდა - როგორც კი ის საქართველოში დაბრუნდა, სააკაშვილი სამართალდამცველებმა დააპატიმრეს და საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებაში სასჯელს იხდის.

ეს არის რეალობა და დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანი საქართველოს მომავალს იმაში ხედავს, რომ სახელმწიფოში კანონის უზენაესობა არსებობდეს და ნებისმიერი ადამიანი, რა მაღალი თანამდებობაც არ უნდა ჰქონდოდა, კანონის დარღვევის შემთხვევაში მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს. ამ შემთხვევაშიც ეს ასე მოხდა და ამაში ვერაფერს სენსაციურს ვერ ვხედავ.

ამ წუთამდე უცნობია მიხეილ სააკაშვილი საქართველოში როგორ შემოვიდა. მხოლოდ იმ ბინის მეპატრონეა დაკავებული, სადაც ექს-პრეზიდენტი იმყოფებოდა დაკავების მომენტში, თუმცა, ვინც მას ხელი შეუწყო ქვეყანაში შემოსვლაში, იმ ადამიანების პასუხისმგებლობა არ დადგება?

- ნებისმიერი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხს შესაბამისი ინსტიტუტები წყვეტენ და არა პოლიტიკოსები. სწორედ ამიტომ იყო, რომ ამ შემხვევაშიც სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმოქედეს ძალიან კარგად. აუცილებლად ცნობილი გახდება, კიდევ თუ ვინმე იყო ჩართული ამ დანაშაულში და, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებსაც, კანონის სრული დაცვით, პასუხი მოეთხოვებათ.

ექს-პრეზიდენტის დაკავებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინა ყველანაირ დახმარებას გაუწევს. ის უკრაინის მოქალაქეა და მოსალოდნელი ხომ არ არის, რომ უკრაინამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია მოითხოვოს?

- სამართლის პრინციპებით ასეა - ადამიანი, რომელი ქვეყნის ტერიტორიაზეც დანაშაულს სჩადის, იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით აგებს პასუხს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი, ამ პრინციპის თანახმად, ახლა იმყოფება საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში და მსჯარვს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი შეაშფოთა საქართველოს ხელისუფლების განცხადებების ტონმა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო კეთდება. ზელენსკის ეს შეშფოთება ხომ არ დაძაბავს ორი ქვეყნის ურთიერთობას?

- საქართელო-უკრაინის ურთიერთობა დიდი ხანია მეგობრობისა და თანამშრომლობის საფუძველზე ვითარდება, მომავალშიც ასე იქნება. ვერც ერთი ადამიანი, ვინც კანონი დაარღვია, ვერ შეძლებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას ჩირქ მოსცხოს. ასე რომ, გამორიცხულია, სააკაშვილის დაკავებამ საქართველო-უკრაინის ურთიერთობას მომავალში რაიმე პრობლემა შეუქმნას. პირიქით, მე სხვა განცხადებებიც მოვისმინე, სადაც საქართველოს მთავრობამ მადლიერება გამოხატა იმ სამართლებრივი თანამშრომლობისთვის, რომელიც ქართულ-უკრაინულ სამსახურებს შორის იყო. დანაშაულის ჩამდენი პირი დამნაშავეა საქართველოშიც, უკრაინაშიც და, რა თქმა უნდა, ყველა სხვა ქვეყანაში და ქვეყნები ამ პრინციპის დაცვით თანამშრომლობენ ერთმანეთთან.

მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი იყო და მისი დაკავება დასავლეთის თვალში საქართველოს იმიჯზე რამდენად იმოქმედებს?

- საქართველოს იმიჯს და რეპუტაციას ყველაზე დიდი ზიანი, სწორედ სააკაშვილმა მისი პრეზიდენტობის დროს მიაყენა, როდესაც ის ფასადურად აცხადებდა, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების გზაზეა და ამ დროს ფარდის უკან ადამიანების წამება ხდებოდა; ხდებოდა საკუთრების უფლების ხელყოფა; ხდებოდა ტერორი მედიაზე; ხდებოდა მართლმსაჯულების და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ეს არის რეპუტაციის ზიანის მიყენება, რომელიც საქართველომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მიიღო. მას შემდეგ, მთელი ამ წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ , სააკაშვილი და მათ მიერ კონტროლირებული ტელევიზიები დაკავებულნი იყვნენ ყოველთვის საქართველოს ინსტიტუტებზე თავდასხმით და საქართველოს რეპუტაციის შელახვით. შესაბამისად თუ რაიმე რეპუტაციული ზიანი მიიღო ჩვენმა ქვეყანა, მიიღო სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. თუმცა, კანონის უზენაისობის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად თანამდებობისა, თუ კანონს არღვევს, მას პასუხი მოეთხოვება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავება არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოხდა. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ არჩევნები ოპოზიციის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის, მაგრამ ექს-პრეზიდენტის არჩევნებამდე დაკავება რამდენად შემატებს ოპოზიციას ძალას და ამ ფაქტს რამდენად გამოიყენებენ არჩევნების დასრულების შემდეგ, რათა მრავალრიცხოვანი აქციები გამართონ?

- პირველად არ ხდება, როდესაც სააკაშვილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა და რჩევის საწინააღმდეგოდ იქცევა. ამით კი, ცდილობს, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შეტანას. ის ახლაც ასე მოიქცა. მისი დაკავება კი არ დაემთხვა არჩევნებს, მან დაამთხვია თავისი ჩამოსვლა არჩევნებს, რათა ჩრდილი მიეყენებინა საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებისთვის. შესაბამისად, სახელმწიფო ინსტიტუტები ვალდებულები იყვნენ, კანონი აღესრულებინათ, როგორც კი ის საქართველოში შემოვიდა.

დღეს თვითმმართველობის არჩევნები ახალი საარჩევნო რეფორმით ტარდება. ელოდებოდით, რომ „ქართული ოცნება“ 46%-ის გადალახვას შეძლებდა? წინააღმდეგ შემთხვევაში, დათანხმდებოდით ოპოზიციას ვადამდელ არჩევნებზე?

- რა თქმა უნდა, ჩვენ გვჯეროდა საზოგადოების მხარდაჭერის.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, მას კავშირი არ აქვს ადგილობრივ არჩევნებთან. რა მხარდაჭერაც არ უნდა დაფიქსირებულიყო, რიგგარეშე არჩევნები არავითარ შემთხვევაში არ ჩატარდებოდა, ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე. საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს იქნება, როგორც ეს კონსტიტუციით გახლავთ განსაზღვრული.

Aburjga Tasmanieli გულუბრყვილობაში ნუ ჩამითვლით, კარგად მესმის რისთვისაც ამბობს ეს ბატონი თალაკვაძე - საქართელო-უკრაინის ურთიერთობა დიდი ხანია მეგობრობისა და თანამშრომლობის საფუძველზე ვითარდება, მომავალშიც ასე იქნება. ვერც ერთი ადამიანი, ვინც კანონი დაარღვია, ვერ შეძლებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას ჩირქ მოსცხოს. " მაგრამ გული მერევა უკვე ამ სისულელეზე. ეს უკვე პოლიტიკოსობა კი არ არის, ეს სიბრიყვეა!!! მტერია ეს უკრაინა და ამ ბრიყვული პრიმიტიული დანამუსებით, ძმაო შენ ხომ აპრიორი ჩვენი მეგობარი ხარ, ჩვენ ხომ ვთანამშრომლობთ/// აი ამით ამ ხეპრე, პიტალო ბანდერულ უკრაინას თავს ვერ მოვუქონავთ! საქმტ კი ისეა როგორც რუსულ ანდაზაში -Тамбовский волк ваш друг! ასეთია უკრაინის პოზიცია კუჩმდან დაწყებული ზელენსკით დამთავრებული!
3 წლის უკან
Serapina ბმული
3 წლის უკან