51.3% - თბილისის მერობაზე, ჯერჯერობით, კახა კალაძეს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს, თუმცა ნიკა მელიაც თავს  გამარჯვებულად აცხადებს

51.3% - თბილისის მერობაზე, ჯერჯერობით, კახა კალაძეს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს, თუმცა ნიკა მელიაც თავს  გამარჯვებულად აცხადებს

3 743 უბანი დახურულია. საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება 20:00 საათამდე ჰქონდა. საერთო ჯამში 70 საარჩევნო უბანი იყო შექმნილი, პენიტენციურ დაწესებულებებში კი - 9 უბანი.

ამომრჩევლებმა აირჩიეს 64 მერი და საკრებულოს 2068 წევრი როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.

არჩევნების წინასწარ პირველად შედეგებს ცესკო საარჩევნო უბნების დახურვიდან 7-8 საათში გამოაქვეყნებს, მაგრამ უკვე ცნობილია სამი ტელევიზიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები:

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით დედაქალაქის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.

თამარ კეკელიძე - 0.2%;

ნიკა მელია - 34.6;

გიორგი ლომია - 1%;

ანა ბიბილაშვილი - 2%;

რიჩარ ობუნუზუ - 0.6;

გიორგი გახარია - 5.6%;

კახა კალაძე - 51.3%;

ანა დოლიძე - 3.1%;

სხვა კანდიდატი - 1.6%.

რაც შეეხება პარტიებს, ხმები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ - 47,6%

„ნაციონალური მოძრაობა“ - 27,1%

„საქართველოსთვის“ - 6,8%

„ლელო“ - 2,8%

„გირჩი - მეტი თავისუფლება“ 2,8%;

„ევროპული საქართველო“ - 2,6%;

„ლეიბორისტული პარტია“ - 1,8%;

„პატრიოტთა ალიანსი“- 1,6%;

„მესამე ძალა“ - 1,3%;

„მოქალაქეები“ -1%;

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ - 0,9%

სხვა - 3,7%

Ipsos-ის მიერ, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით თბილისის მერის არჩევნებში კი 40,8 %-ით ნიკა მელია ლიდერობს.

კახა კახალაძე - 40,2 %

ნიკა მელია - 40,8 %

გიორგი გახარია - 8,7 %

რაც შეეხება პარტიებს, ხმები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ - 38, 6 %

„ნაციონალური მოძრაობა“- 33 %

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ - 7,6 %

„გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ - 4,8 %

„ლელო“ - 4 %

ხალხისთვის - 2%

გირჩი - 1,6%

მოქალაქეები - 1,1%

„ევროპული საქართველო“ - 1 %

ლეიბორისტული პარტია - 1,0%

პატრიოტთა ალიანსი - 0,9%

მესამე ძალა - 0,8%

Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა, თბილისში არჩევნების მეორე ტური იქნება. კერძოდ, ორგანიზაციის გამოკითხვით, კანდიდატებს შორის ხმები ასე ნაწილდება:

კახა კალაძე - 43%,

ნიკა მელია - 39%,

გიორგი გახარია - 7%.

ანა დოლიძე - 4%,

ანა ბიბილაშვილი - 2%,

გიორგი ლომია - 1%

რიჩარდ ოკბუნუჯუ -1%

ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„როგორც ვამბობდი მთელი ამ საარჩევნო კამპანიის დროს ახლაც გავიმეორებ, რომ მზად ვარ 24 საათიან რეჟიმში ვემსახურო ჩემს თანგუნდელებთან ერთად ამ ქალაქს, ამ ქალაქის აღმშენებლობასა და განვითარებას. დღეს ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა. დღევანდელი ჩვენი წარმატება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შემდეგი 3 წელი მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამომრჩევლებს მიმართა პერმიერ-მინისტრმა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დასრულდა სიძულვილისა და სიცრუის ეპოქა და უკვე ხვალიდან უნდა დაიწყოს სიმშვიდის, განვითარებისა და სტაბილურობის ხანა.

„დიდი პატივია ჩვენთვის მერვედ გამარჯვება, ვულოცავ თბილისის მერს, ჩვენს პარტიას და ჩვენს ხალხს. დღევანდელი გამარჯვება ეკუთვნის სრულიად საქართველოს. მე ვულოცავ კახა კალაძეს, ყველა მერს ღირსეულ გამარჯვებას, ჩვენს პარტიას და ჩვენ ხალხს ვულოცავ. ასევე მინდა მივმართო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს დავასრულეთ პოლარიზაცია ქვეყანაში. დღეს დავასრულეთ სიძულვილისა და სიცრუის ეპოქა და ხვალიდან უნდა დაიწყოს სიმშვიდის, განვითარებისა და სტაბილურობის ხანა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავის მხრივ გამარჯვებას ზეიმობს ნიკა მელია, რომლის განცხადებით, გაიმართება მეორე ტური, სადაც აუცილებლად მმართველობაში ერთიანი ოპოზიციური ფრონტი კოალიციურ იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის და მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა დედაქალაქში წააგო და საკრებულოში ოპოზიციამ მოიგო.

„ჩვენ დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ცენტრი - დედაქალაქი პირწმინდად წააგო. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკრებულო იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული.

ვიხილეთ შედეგები მერის არჩევნების ნაწილში, აქ, რა თქმა უნდა, გაიმართება მეორე ტური, სადაც აუცილებლად ერთიანი ოპოზიციური ფრონტი კოალიციურ მმართველობაში იქნება. ახლა მთავარია, რომ თითოეული ხმა დავიცვათ, რომ არ მივცეთ შესაძლებლობა ქართულ ოცნებას მანიპულაციის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ელენე ხოშტარიას მტკიცებით დედაქალაქში „ქართული ოცნება“ დამარცხდა. რაც მისი თქმით ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე თბილისს კოალიციური მმართველობა ეყოლება.

„კოალიციამ დაამარცხა „ქართული ოცნება“ დედაქალაქში. ახლა ჩვენი ყველას ამოცანა არის, რომ დავიცვათ ხმები უახლოესი 2 საათის განმავლობაში. წარმომიდგენია აღელვებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ამიტომ, ჩვენ ახლა ყველა უბანზე ვიცავთ ხმებს. ძალიან მალე თბილისს ეყოლება კოალიციური მმართველობა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამაუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში არჩევნები წააგო და საზოგადოებას, კომისიის წევრებს და გუნდის ლიდერებს ხმების დაცვისკენ მოუწოდებს.

„ოცნებამ“ წააგო არჩევნები თბილისში. მე მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, კომისიის წევრებს და ჩვენს ლიდერებს მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ხმები.

ბევრ ადგილზე საკმაოდ უხეშად წარიმართა საარჩევნო პროცესი და 100-ზე მეტი ოქმი გვაქვს, რომელსაც ჩვენს საერთაშორისო დამკვირვებლებს მივაწვდით“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

 

Serapina ჰე, ბატივცემულო არიჩოპრა, tngh და სხვა ოცნების უპირობოდ მხარდამჭერებო... შეიძლება ითქვა ოცნებისტებო. თქვით ახლა რამე!
რამდენხანს გინდათ სანგრებში იჯდეთ?!
ახლა გაიგეთ, რატომ და რა ვერ გაქაჩა ოცნებამ?!
ახლა მიშისტობაში იმედია ბრალს არ დამდებთ... არც ნიშნის მოგებით გესაუბრებით... ოცნების წარმატება თქვენზე უფრო გამიხარდებოდა მაგრამ მათი წარუმატებლობა, დაწყებიდან 2-3 თვეში იყო ჩემთვის ცხადი...ჩემდა სამწუხაროდ.
მითი, სააკაშვილის და მისი კლანის შესახებ "თავიდან კარგად დაიწყეს", როგორც მინიმუმ არსებობდა. ოცნებამ,თავიდანვე რომ "გლახათ დეიწყო" ესეც ხომ ფაქტია! კოჰაბიტაციიდან რომ ეს გამოვიდოდა, რატომ არ დაუჯერეთ ვინმეს... თქვენზე ჭკვიანს...თორემ მე თუ არ დამიჯერებდით არა უშავს.
3 წლის უკან
Serapina ესე იგი, ხალხის მასებს რომლებიც მზად იყვნენ(სამართლიანად) ჩაექოლათ ნაცები , რომ არა ივანიშვილის მფარველი კალთა...ასეთი რა უნდა მოუხერხო რომ ამდენი წლის მერე ასე სამარცხვინო გაგხადონ?!
სტატისტიკურად, ჩემი სამეგობრო-სანაცნობოდან(რომელიც საკმაოდ ფართო წრეა), ყველაზე მეტი პოზიტიური კალაძეზე მსმენია. ხუმრობის გარეშე, გაოცებას ვერ ვმალავ, რომ მას და კრიმინალ მელიას(რომელისაც სააკაშვილისთვის ახლა მასპინძლობა უნდა გაეწია !!!), ასეთი მცირესხვაობიანი შედეგი როგორ აქვთ?!
3 წლის უკან
Serapina უფრო უარესი, ამ ჩემმა მოაზროვნე სამეგობრომ ქუთაისში, თურმე უმეტესად ოპოზიციის კანდიდატებს მისცა ხმა... დღეს ვიკითხე დაწვრილებით...ეს, ის ხალხია, სააკაშვილის რეჟიმს რომ ებრძოდა თავის დროზე.
ახლა იქნება ის ამიხსნას რომელიმე თქვენგანმა...
რაფერ მოახერხეთ ეს, თქვენ და თქვენმა ოცნებამ???
გულწრფელად, ადამიანურად და არგუმენტირებულად თუ შეგიძლიათ. ვიცი რომ კითხულობთ რაც აქ წერია.
3 წლის უკან