ნამდვილი ლუდისათვის აუცილებელია 3 კომპონენტის არსებობა, როგორიცაა წყალი, მუხუდო და სხვადასხვა სუნელები. წყალი ლუდში დაახლოებით 90% ამიტომ მას ლუდის შემადგენლობაში წამყვანი ადგილი უკავია. რაც უფრო რბილია წყალი, ლუდიც ასეთივე გამოდის. ლუდი ყველა სასმელებს შორის გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი მომზადების წესით. ხშირად მუხუდოს სხვადასხვა თავიანთი კულტურით ცვლიან. ასეთ სახეცვლილ ლუდებს მიეკუთვნება ცნობილი გერმანული ლუდები: ვაისბერი, ვაიზენბერი. ამგვარ ლუდებს ახასიათებს ნაზი ხავერდოვანი გემო.
ლუდის ხარისხს, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, გაფილტვრის ტექნოლოგიები განსაზღვრავს. მის შემადგენლობაში რიგ ქვეყნებში ხშირად სხვადასხვა კომპონენტებს უმატებენ.მაგალითად, კართოფილის ფქვილს ან შაქარს. ეს დამატებები როგორც სპეციალისტები თვლიან, ლუდს ხარისხს არ უფუჭებს, ურალოდ გემოზე ახდენს გავლენას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ლუდის მწარმოებელ ქარხანასს თავისი საფირმო რეცეპტი აქვს. ინგლისელები ლუდის შემადგენლობას ხშირად მიღების წინ ვისკს უმატებენ, ხოლო მიღებული ნაერთი ბრიტანული ელიტის საყვარელი სამელია. არსებობს აგრეთვე დიეტური ლუდი, რომელიც, რა თქმა უნდა, არაალკოჰოლურია და უფრო დაბალკალორიულია. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამგვარი ლუდი ძალიან უგემურია.
კარგ ლუდს ქაფი 3 წუთზე ადრე არ უნდა უქრებოდეს. იგი უნდა იყოს თეთრი, მკვრივი და შედგებოდეს პატარა ბუშტულებისაგან. ლუდის არომატი უფრო საგრძნობია, როცა ცივია. ნაბახუსევზე ლუდი იმ შემთხვევაში გიშველით, თუ მას გაზ გამოცლილს მიირთმევთ, ამიტომ, როდესაც საღამოთი “შეზარხოშებული” მოხვალთ, პირველ რიგში, გახსენით ერთი ბოთლი ლუდი და მაცივარში შედგით. დილით ამგვარი ლუდი თქვენ ყველანაირ არასასიამოვნო შეგრძნებას მოგიხსნით.
ყველაზე ძველ ლუდის მწარმოებელ კომპანიად ითვლება “ვეიხენშტეფანი”. იგი დაარსდა 1040 წელს.
ყველაზე მსხვილ ლუდის მწარმოებლად ითვლება ამერიკული კომპანია “ადოლფ კურს კომპანი”. აქ ყოველწლიურად 2,5 მლრდ ლიტრ ლუდს აწარმოებენ.
ყველაზე პატარა ლუდის მწარმოებელი საამქრო ჩეხეთშია, რომელიც ამჟამად მუზეუმს წარმოადგენს. მინიქარხანა ერთ ჩამოსხმაზე 30 ლიტრ ლუდს ასხამდა.
ყველაზე მაგარ ლუდად მსოფლიოში მიჩნეულია “როჯერ ენდ აუტ”, რომელიც 1985 წელს ინგლისურმა კომპანიამ “ფროგ ენდ პაროტმა” ჩამოასხა. ეს ლუდი გრადუსით ღვინოს ჩამოიტოვებდა. იგი 16,9 გრადუსიანი იყო.
ყველაზე არაალკოჰოლური ლუდი 1918 წელს გერმანიაში ჩამოასხეს. მასში ალკოჰოლი მხოლოდ 0,2% იყო.
ყველაზე მეტი ლუდის ეტიკეტი ნორვეგიელმა იანო სოლბერგომ შეაგროვა. ეს კოლექცია 350 000 ეტიკეტს მოიცავს. ლუდის კათხების ყველაზე დიდი კოლექცია ეკუთვნის ვენაში მცხოვრებ ლეო პისკარუს. მას 140 000 ლუდის კათხა აქვს, რომელიც მსოფლიოს 155 ქვეყნიდან არის შეგროვილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლეო ლუდს საერთოდ არ სვამს.
მუხუდოს ყველაზე დიდი პლანტაციები ამერიკის შეერთებულ შტატებშია, მას 753,9 ჰექტარი უკავია. ეს პლანტაციები კომპანია “ჯონ ჰაისის” ეკუთვნის, რომელიც ყველაზე მსხვილ მწარმოებლად ითვლება. საერთო ჯამში, ამ კომპანიას მუხუდოს 2149 ჰექტარი ეკუთვნის. ეს პლანტაციები ა.შ.შ.-ს მთელს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ლუდის ყველაზე დიდი კათხა მალააზიაში 1985 წელს შექმნეს. მისი სიმაღლე 198,7 სმ იყო, ხოლო მოცულობა 2796 ლიტრი.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ლუდის ბარი მიუნხენში მდებარეობს, რომელსაც “მატჰაიზერი” ეწოდება. ყოველდღიურად აქ 56 448 ლიტრი ლუდი ისმევა. ეს ბარი 1829 წელს გაიხსნა. იგი II მსოფლიო ომის დროს დაინგრა და 1955 წელს აღადგინეს. ამჟამად ბარი 5,5 ათას ადამიანს იტევს.
მსოფლიოში ყველაზე გრძელი ლუდის ბარი 1938 წელს მილდერში გაიხსნა (ვიქტორიას შტატი ავსტრალიაში). მისი სიგრძე იყო 91 მეტრი, სადაც დამონტაჟებული იყო 27 ლუდის ჩამოსასხმელი ავტომატი.
მსოფლიოში ყველაზე პატარა ლუდის ბარი ინგლისში მდებარეობს, რომლის სახელწოდებაა “ლეიკსაიდინი”. მისი მოცულობაა მხოლოდ 6,7X4,878 მეტრზე.
მსოფლიოში ყველაზე პატარა ლუდის ბოთლი შვეიცარიაში შეიქმნა. მასში 40 მლ ლიტრი ლუდი ეტევა.