ერდოღანი: ადრე თუ გვიან აშშ-ს მოუწევს, სირია დატოვოს და ეს მიწები სირიელ ხალხს დაუტოვოს

ერდოღანი: ადრე თუ გვიან აშშ-ს მოუწევს, სირია დატოვოს და ეს მიწები სირიელ ხალხს დაუტოვოს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიაში აშშ-ის პოლიტიკა გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს.

„ადრე თუ გვიან აშშ-ს მოუწევს, სირია დატოვოს და ეს მიწები სირიელ ხალხს დაუტოვოს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის კოორდინატორს, ბრეტ მაკგარკს „ტერორისტების რეჟისორი“ უწოდა.

„ეს კაცი ტერორისტებთან ხელგადახვეული დადის“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ანკარა შეშფოთებულია მაკგარკის კონტაქტებით იმ ტერორისტებთან, რომლებსაც თურქეთი ებრძვის.