ისევ ორი გვამის მოთხოვნა

ისევ ორი გვამის მოთხოვნა

რაც უფრო ახლოვდება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის(?!) დრო, გარკვეული ჯგუფები ვითარების დაძაბვას ცდილობენ და როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ ქვეყნის წინააღმდეგ კონკრეტულ პროვოკაციას ამზადებენ. როგორც საზოგადოებამ სუს-იდან გაიგო, 1 თვეა უკვე, რაც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შესაძლო ლიკვიდაციის ფაქტზე გამოძიება მიდის. გვარამია ამ ინფორმაციას ფლობს და ის უწყებასთან თანამშრომლობს. ასევე სარგებლობს სახელმწიფო დაცვის სამსახურით. თუმცა გვარამია არ გამორიცახვს, რომ ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია, სადაც მიხეილ სააკაშვილის და „ნაციოანლური მოძრაობის“ სახელმა უნდა გაიჟღეროს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უწყება არ აკონკრეტებს სხვა დეტალებს, თუმცა ამბობს, რომ დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და იდენტიფიცირებულია ჯგუფი, რომელსაც ნიკა გვარამიას ლიკვიდაცია აქვს დავალებული. ასევე იგეგმება სხვა ჟურნალისტის მკვლელობაც, თუმცა უწყება ამის შესახებ ინფორმაციას არ აკონკრეტებს. სამაგიეროდ, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაახმაურა, რომ მეორე მსხვერპლში მას გულისხმობენ.

საქართველოს ისტორიაში ჟურნალისტზე თავდასხმის და ლიკვიდაციის მცდელობის ეს პირველი შემთხვევა არ არის. როგორც წესი, მსგავსი დამთხვევა წინასაარჩვენოდ ხდება ხოლმე და ეს ინფორმაცია თავს სწორედ მაშინ იჩენს, როცა საზოგადოებაში პოლიტიკური ტემპერატურის გაზრდაა საჭირო. მაგალითად, საზოგადოებას ახსოვს ფარული ჩანაწერები, რომელიც 2016 წელს წინასაარჩევნოდ გასაჯაროვდა. მისი ავთენტურობა დღემდე დადგენილი არ არის, თუმცა დიალოგი სააკაშვილსა და გვარამიას შორის მიდის. შინაარსი კი ასეთია, რომ კარგი იქნებოდა, თუ მაშინდელ „რუსთავი 2“-ში ხალხის მასა შევარდებოდა, ვინმე მოკვდებოდა ან კიდევ გაიჭყლიტებოდა. ეს ხალხს გააღიზიანებდა და მათი გამოფხიზლება მოხდებოდა.

2020 წლის ზაფხულში ცნობილი ხდება, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკივდაცია იგეგმებოდა. სუს-მა დააკავა ჩეჩენი წარმოშობის რუსეთის მოქალაქე მამაკაცი, რომლსაც თბილისში ბინა ჰქონდა დაქირავებული და გაბუნიას უთვალთვალებდა.

ნიკა გვარამიას თქმით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, ხოლო ეს ინფრომაცია მათ ასვე მიღებული უკრაინის სპეცსამსახურებისგან ჰქონდათ.

 აჰმედის სახელით ცნობილი მამაკაცი რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბიკოვი აღმოჩნდა, რომელიც თბილისში სპეციალური დავალებით იყო ჩამოსული. ის პოლიციამ დააკავა, თუმცა მას ბრალი სრულიად სხვა საქმეზე აქვს წაყენებული.

ნიკა გვარამიას განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე კი გამოძიება მიმდინარეობს და როგორც სუს-ში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში მოხდა ნიკა გვარამიას დაბარება.

„გამოძიების ფარგლებში დავიბარეთ ნიკა გვარამია, მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და ასევე რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, თუმცა შესაძლებელია, ნიკა გვარამიასთან ერთად სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც“, - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ბაჩა მგელაძე.

ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია კი ამბობს, რომ ერთი თვის წინ მიიღო ინფორმაცია, იგეგმებოდა მისი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მხრიდან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო საკითხის გამოძიება.

„ბრიფინგის ჩატარებას არ ვაპირებდი, რადგან კონფიდენციალური ინფორმაცია მომაწოდა ანტიტერორისტულმა დეპარტამენტმა. გაოგნებული ვარ იმით, რაც შემდეგ მოხდა. გამოვედი ჟურნალისტებთან და პრაქტიკულად არაფერი მითქვამს. ანტიტერორისტული დეპარტამენტის პიართანამშრომელი ეკითხება ჩვენს ჟურნალისტს, უნდა ჩავატარო თუ არა ბრიფინგი და იღებს პასუხს, რომ არა. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მიმართავს და ეუბნება, რომ მაშინ ჩვენ გამოვალთ ახლა და გავაკეთებთ განცხადებას. გამოდის ადამიანი, რომელმაც ძალიან უხერხულობაში ჩაიგდო თავი, რადგან ბევრჯერ გამაფრთხილეს, რომ არაფერი არ უნდა მეთქვა, გამოდის თავად ამბობს ყველაფერს თავიდან ბოლომდე. ამითი არღვევს არა მხოლოდ კონფიდენციალურობას და იმ პირობას, რომელიც მე ჩამომართვა, ამით უსაფრთხოებას უქმნის ჩემს სიცოცხლეს.

ერთი თვის წინ მივიღე ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მხრიდან. არ დამიწყია იმის გარკვევა, პროვოკაციას მიწყობს სუს-ი, სიმართლეა თუ არ არის, არ შევსულვარ ამ განსჯაში, ვესაუბრე ელჩებს და მივედი ანტიტერორისტულ დეპარტამენტში. ვუთხარი ყველაფერი, რაც ჩემთვის ცნობილი იყო, მათ დაიწყეს საკითხის გამოძიება, დამენიშნა დაცვის სპეციალური ღონისძიება. არაფერზე უარი არ მითქვამს. ამის შემდეგ, არც ერთი შეკითხვა არ დამისვამს, რადგან არ მიმაჩნია სწორად კონტრტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობის დროს კითხვების დასმა“, – განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, შემოთვლის დონეზე იყო საუბარი, რომ ეს ინფორმაცია სერიოზულია.

„დამიბარეს სუს-ში, მივედი, მეუბნებიან, რომ დასტურდება ინფორმაცია თქვენი ლიკვიდაციის შესახებ, რომ ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებულია, რომ თქვენ გარდა კიდევ იხილება სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაცია. რამდენჯერმე ვკითხე, დასტურდება თუ არა, რომ რუსეთის მოქალაქეები არიან? მეუბნებიან, უცხოეთის მოქალაქეები არიანო. გამიორმაგეს დაცვის ღონისძიება, მაგრამ გაოგნებული ვარ, რომ გამოვიდა ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და მოყვა შეკვეთილი მკვლელობის ამბავს, რომ იდენტიფიცირებული გვყავს პირებიო, პრაქტიკულად მათ უთხრა, იდენტიფიცირებული ხართო. მოყვა, რომ დაცვის ღონისძიება გამიორმაგეს, პრაქტიკულად უთხრა, ჩემი დაცვა ახლა უფრო რთულია, მარტივია, მინიშნება მისცა პრაქტიკულად, მოყვა სხვა ჟურნალისტთან დაკავშირებით, რაც ჩემთვისაც არ უნდა ეთქვა. როცა მე გამოვედი, ვთქვი, რომ იმედი მაქვს, ეს წინასაარჩევნო ტრიუკი არ არის-თქო. არავითარი ეგეთი იმედი აღარ მაქვს, რადგან ახლა უკვე ეჭვი მეპარება, რომ ერთი თვის წინ მოწოდებული ინფორმაცია პროვოცირებული იყო საკუთრივ სუს-ის მიერ, რისი ეჭვი მაშინაც არსებობდა. ახლა საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ნამდვილად ასეა. არ გამოვა იმის დაჯერება, რომ გვარამიას ლიკვიდაციას სააკაშვილი გეგმავდა. არაფერი ეს არ გამოვა, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, კატასტროფული კრახი განიცადა „ქართულმა ოცნებამ“, 2 ოქტომბერს ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ წარსულში არაერთი ჩანაწერები გვაქვს მოსმენილი, სადაც საუბარი იყო, რომ რა კარგი იქნებოდა თუკი „რუსთავი 2“-ში აღელვებული ხალხი შეიჭრებოდა, მას შტურმით აიღებდნენ და ვიღაცა გაჭყლეტილიყო ან კიდევ მომკვდარიყო. ქართველიშვილი ამბობს, რომ მსგავსი აბსურდი წინა წლებში ჩანაწერებიდან არჩევნების დროს არაერთხელ მოგვისმენია. ეს არის ნაცნობი ხერხი და პროვოკაცია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული მედია საშუალებები არა ერთი სახით ტირაჟირებას უკეთებენ.

„ადრე გვსმენია ასეთი ჩანაწერი, სადაც გვარამიასა და სააკაშვილს შორის დიალოგი იყო, როგორი კარგი იქნებოდა ვინმე ცნობილი ჟურნალისტი მომკვადარიყო. მაშინაც კვალი უკრაინაზე მიდიოდა. ასევე ვნახეთ იგივე სცენარით, თითქოს გიორგი გაბუნიას მკვლელობას ვიღაც ჩეჩენი გეგმავდა, რომელიც ბოლოს სრულიად სხვა საქმეზეა დაკავებული. აქაც კვალი უკრაინაზე გავიდა, საიდანაც გვარამიამ და გაბუნიამ ეს ინფორმაცია მიიღეს. არის რაღაცა რეზონანსული საქმეები, რომელიც გამოძიებული უნდა იყოს, რადგანაც ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ ეს ხალხი რაზეა წამსვლელი. ახლა გამოდის, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალების ინტერესების გამო ამ ქვეყანაში ვიღაც აუცილებლად უნდა მოკვდეს.

 ეს მარაზმი ერთხელ და სამუდამოდ ხომ შეიძლება რომ დასრულდეს?! როგორც ჩანს, ეს გეგმა ისევ ამუშავდა და ახლა გვარამიაა სამიზნე? სავარაუდოდ, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმემ იმ დოზით საზოგადოებაზე ეფექტი ვერ მოახდინა და ახლა უფრო სიტუაციის გამძაფრებაა საჭირო. ამათგან არაფერია გამორიცხული. შესაძლოა, წინასაარჩევნოდ ყველაფერზე წავიდნენ. მერე ხალხი მართლა იტყვის - კარგი, რა გააწყალეთ გულიო და არეულობა მოხდება. ბოლოს ვინღა დაიჯერებს, რომ ამაში ხელისუფლების ხელი არ ურევია? ამიტომაც ანტიტერორისტულმა სამსახურმა ეს ამბავი ბოლომდე უნდა გამოიძიოს, რათა სპეკულაციები ბოლოს და ბოლოს დასრულდეს“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

 

Serapina ჩამოვიდა, არ ჩამოვიდა... ჩამოვა, არ ჩამოვა...
ოცნების უსურობა და უუნარობა, დღეს ოფიციალურად გააფორმა ამ, მსოფლიო დონის ტაკიმასხარამ!

წულუკიანს და კობახიძეს იურიდიული განათლება აქვთ მიღებული...თანაც ევროპაში! ...ამ ფეხბურთელს, რას ვერჩი?!
3 წლის უკან
Katana . Serapina, "მოსადი" ჩვენ არ გვყავს, რომ მოიტაცონ და რა ქნან?!
ასე რომ, მიშას შეუძლია არხეინად იყოს... (იმ ანეკდოტის გმირივით, რომ იძახის - დათვის სულ არ მეშინია მეო! - რატომ არ გეშინია, ვითომო?! - აბა, ტყეში მე არ დავდივარ, ქალაქში კიდევ დათვი არ დადის და რატომ უნდა მეშინოდსო?!).
3 წლის უკან
trampi მიშა თავისი ნებით არ ჩამოსულა საქართველოში და თავისი ნებით არ ჩამჯდარა....
სამალიოტის ხმის გაგონებაზე მფორთხავი კაცი, ,,თავისი ნებით,, ციხეში ჩასაჯდომად არასოდეს არ ჩამოვიდოდა
მისი ციხეში ჩაჯდომა მისი პატრონების დავალებაააა, მისი პატრონების......(კაცი ,,ახალცოლმოყვანილია,, ... ეგ ეხლა თავისი ნებით ციხეში ჩაჯდებოდააა?......აფსუსს......სოფოს უღალატა)
აბა ამდენი წელი ,,მავანნი,, ტყუილად კი არ ინახავდნენ მიშას და ტყუილად კი არ უფრთხილდებოდნენ................მის გამოსაყენებლად საჭირო დროს და საჭირო მომენტს ელოდნენ ..................
და აჰაააა... დადგა მათთვის საჭირო დრო და მომენტი----მიშას გამოყენებით ისინი საქართველოში უფრო ,,დიადი საქმეების,, განხორციელებას აპირებენ-------საქართველოს ბოლომდე მისაჩმორებლად ანუ საქართველოს ბოლომდე თავიააანთ ჭკვაზე მოსაყვანად (ლიბერალურ--ფანდარასტულ ჭკვაზე )...მიშას გამოყენებით საქართველოში რევოლუციური პროცესების განვითარებას აპირებენ...........რევოლუციური პროცესებისას, რომლის საბოლოო მიზანი საქართველოში ლიბერალულ --ფანდარასტული წყობილების ბოლომდე გაბატონებააა
უნდა ბოლომდე დედა მოგვიტყნან, ბოლომდე ------შავი უნდა გაგვიხადონ თეთრი და თუ რამ თეთრი გვაქვს კიდე დარჩენილი, ის კიდევ ბოლომდე შავად გვიქციონ (აბსოლიტურად ყველანაირი გაგებით)
ანუ ბოლომდე თავიააანთ ჭკვაზე უნდა მოგვაქციონ, ბოლომდე
ბოლო ხანებში ღარიბაშვილი მაგათ ბოლომდე აღარ უჯერებთ, ცოტა ,,ქართულად,, იქცევა და ეს ამბავი მაგათ რა თქმა უნდა არ მოსწონთ
ხოოოდა, საქართველოს ჭკვაზე მოსაყვანად გადაწყვიტეს მიშას გამოყენება. აბა ამდენ ხანს ჯოკერივით მიშას ტყუილად კი არ
ინახავდნენ ................უთხრეს გადახდა უნდა ვალსაო--- ამდენი წელი გინახეთ და ეხლა შენი ჯერია, ვალი გადაგვიხადეო, მით უმეტეს ციხიდან გამოშვებასაც დაჰპირდნენ
აი ესააა მიშას ციხეში ,,გმირულად,, ჩაჯდომის მთელი შიინააარსი
ახალწლამდე კაი დროს გავატარებთ........... ან ჩვენ ვიქნებით ან ისინი.....
ისე ამ ,,ჩვენმა მეგობრებმა,, რევოლუციები კი ნაირნაირი იციან----არ მოგვაწყენენ...................რევოლუციებისთვის ათასნაირ მიზეზებს იპოვიან, ძირითადად კი პუტინით იმარიაჟებენ
მოკლედ გაძლება ღარიბაშვილს .........გაძლება ქართველ ხალხს ....თორე დაგვერხევა
საპატრიარქომაც ცოტა ხმამაღლა უნდა თქვას სათქმელი....
3 წლის უკან