„აეროპორტში ხალხის მობილიზება ხდება, როგორც „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, ასევე მათი რეპრესირებულ და ეს მაშინებს, რომ შეიძლება სისხლი დაიღვაროს“

„აეროპორტში ხალხის მობილიზება ხდება, როგორც „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, ასევე მათი რეპრესირებულ და ეს მაშინებს, რომ შეიძლება სისხლი დაიღვაროს“

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების წინ უკვე მერამდენედ, საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა, განვიხილოთ ის სცენარი, რაც შესაძლებელია 2 ოქტომბერს ღამის 12 საათზე განვითარდეს: ერთი ვერსიის თანახმად, ექპრეზიდენტი შესაძლოა, აეროპორტში, თვითმფრინავის ბორტზევე დააკავონ, მეორე ვერსიის მიხედვით კი, დაძაბულობის თავიდან არიდებს მიზნით, მაშინვე არ მოხდეს მისი დაპატიმრება.

ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში დაპირირსპირება აუცილებლად მოხდება და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, არც სისხლისღვრა არის გამორიცხული. აეროპორტში შესაძლოა, მოხდეს, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების მობილიზება, ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისაც. სწორედ ამ ორ ბანაკს შორის არის მოსალოდნელი დაპირისპისრება, რამაც შესაძლოა, სამოქალაქო ომამდე მიგვიყვანოს.

ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა შეიძლება გადაიფიქროს და ამის მიზეზად დაასახელოს ის, რომ „უკრაინელებმა არ აუშვეს თვითმფრინავში“. იგი ფიქრობს, რომ ყველა შემთხვევაში ესკალაცია მოსალოდნელია და ამ ყველაფერს შესაძლოა, ძალიან ცუდი დასასრული ჰქონდეს. მისივე განცხადებით, ოპოზიცია მორიგი რევოლუციისთვის ემზადება.

ანალიტიკოსის თქმით, ყოველი არჩევნების წინ, ყოფილი პრეზიდენტი მისი განცხადებებით „ქართული ოცნების“ მომხრეების მობილიზებას ახდენს და საბოლოო ჯამში, ის ჯერ კიდევ ვერ ვიხილეთ საქართველოში. არეშიძე არც იმას გამორიცხავს, რომ ამას სააკაშვილი უსასყიდლოდ არ აკეთებდეს და ხელისუფლებასთან გარკვეულ გარიგებაში იყოს.

„რამდემენე ვერიაა: 1. აუცილებლად დააკავებენ თვითმფრინავის ტრაპზე; 2. არ წამოვა, რადგან იტყვის, რომ „უკრაინელებმა თვითმფრინავში არ ამიშვეს“: 3. შეიძლება საერთოდ გადადოს წამოსვლა იქიდან გამომდინარე, როგორ განვითარდება აქ მოვლენები. ყველა შემთხვევაში ეს გამოიწვევს ახალ რყევებს ქვეყანაში და ისევ გაგრძელდება ის პროცესი, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაიწყო, - მუდმივი სტრესული ვითარება და მუდმივი დაძაბული მდგომარეობა, დამატებით, გაუცხოება ჩვენსა და ჩვენს პარტნიორებს შორის. რევანშისტული განწყობა არსებობს. ამ რყევებში შედის არეულობა, რევოლუციური სცენარი, მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების ერთმანეთთან დაჯახება. აეროპორტში მე ვხედავ, რომ ხალხის მობილიზება ხდება, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ასევე შეიძლება „ოცნების“ მხრიდანაც იყოს, მაგრამ მე ვხედავ ხალხს, რომელიც თვითონ აპირებს მობილიზებას, ეს ის ხალხია, ვინც მაშინდელი რეპრესიების დროს ძალიან სერიოზულად დაიჩაგრა, ანუ მიშას წინააღმდეგ იყვნენ მიმართული. ეს მაშინებს ზუსტად, რომ დაპირისპირება იქნება გაუთავებელი, ისეთი დაპირისპირება შეიძლება მოხდეს, რომ სისხლი დაიღვაროს და ეტყობა ასე უნდათ მათ.

ასეთი ვერსია არსებობს და ბევრი ნიშანი მაქვს ამისა, რომ სააკაშვილი „ოცნების“ მომხრეების მობილიზებას ახდენდეს (არა უსასყიდლოდ) - მე ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რაც ზუსტად არ ვიცი, - ლოგიკა გვკარნახობს ასეთ რამეს და გარკვეული ინფორმაციაც არსებობს. აბსოლუტურად გაუგებარია მისი ქმედება, ეს ნიშნავს, რომ ჩაშალო არჩევნები. იმით, რომ შენ ჩამოდიხარ, მობილიზაცია გაუკეთო შენს მოწინააღმდეგეებს, რომელთაც გული აქვთ აცრუებული მმართველ ძალაზე, მაგრამ ოღონდ შენ არ ჩამოგიშვან, მოვარდებიან არჩევნებზე. ვერსიების კასკადია და უტყუარი ინფორმაცია არავის აქვს, ნურავინ დაიჩემებს იმას, რომ ზუსტად იცის როგორ ხდება, გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც ერთმანეთში აქვს სავარაუდო მოლაპარაკება.

თუ რეფერენდუმია, ალბათ, იმის რეფერენდუმიც არის, ქვეყანა უნდა დაინგრეს თუ არა, ეტყობა უნდა დაინგრეს, ვიღაცა ამის რეფერენდუმსაც ატარებს. როგორ განვითარება მოვლენები 2-3 ოქტომბერს იმაზეა დამოკიდებული ყველაფერი. რამდენიმე რეგიონში ვიყავი, ერთ ადგილას აქტიურად მიდის წინასაარჩევნო კამპანია, აქტიურობს ოპოზიცია და მეორე რეგიონში არაფერი ხდება. ამიტომ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ესენი 2-სთვის კი არა 3 ოქტომბრისთვის ემზადებიან. ყველა ვარიანტში ცუდ დასასრულს ველოდები, ყველა ვარიანტში მოხდება გარკვეული ტიპის დაპირისპირება, აქცენტის გადატანა არჩევნების ჩაშლაზე.

ამ რეფერენდუმსაც არავინ ჩაატარებს, ტყუილია ეს. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის იმხელა უფსკრულია, რომ ოპოზიცია მიდის ვა-ბანკზე. ოპოზიცია ცდილობს აიღოს რევანში, ეს ეხება იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც არიან შობილი „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში. რაც შეეხება ხელისუფლებას, მას აქვს თავისი სერიზული მინუსები, რადგან ძალიან ბევრი იმედი გაუცრუა ხალხს, გარდა ამისა, დაძაბული ურთიერთობა აქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ნაწილთან. ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში უამრავი პრემიერი დაკარგა, ამ პრემიერებიდან ერთ-ერთი ოპოზიციაშია გადასული. ახლა მოვიდა პრემიერი, რომელიც შედარებით უფრო გამოხატავს „ქართული ოცნების“ ვეტერანების სურვილებს და იდეალების მსხურებას ცდილობს, რის გამოც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა“, - განაცხადა მამუკა არეშიძე For-ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ბოლო განცხადება საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, შესაძლოა, უბრალოდ მისი მომხრეების მოწოდებად ჩაითვალოს, რომ ისინი მივიდნენ არჩევნებზე. როგორც ჩიტაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, საააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში, მოსალოდნელია დაპირისპირება.

„ჯერ საინტერესოა, ჩამოდის თუ არა. მან კი გააკეთა განცხადება ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ბილეთის დაჯავშნა და მისი გაუქმება ნებისმიერ დროს შეიძლება. შესაძლებელია თავისი დაპირებით მოუწოდა ამომრჩეველს მობილიზაციისკენ, რომ ისინი გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებთან და ჰქონდეთ მეტი მოტივაცია მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

ერთ-ერთი ვერსიაა, რომ შეიძლება გადაიფიქროს და არ აპირებს ჩამოსვლას. თუ ის მართლაც ჩამოვა საქართველოში, ამ შემთხვევაში მას დახვდებიან მომხრეები აეროპორტში და ხელისუფლება თავიდანვე თავს აარიდებს სიტუაციის გამწვავებას, არ დაიწყებს ქმედებებს მისი დაპატიმრების მიზნით. არანაირი მოწოდება მომხრეების მიმართ, რომ ისინი გამოცხადდნენ და მივიდნენ აეროპორტში, ჯერჯერობით არ ყოფილა. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, დაპირისპირება, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება მოახდინოს თავისი მომხრეების მობილიზაცია“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

trampi მიშა თავისი ნებით არ ჩამოსულა საქართველოში და თავისი ნებით არ ჩამჯდარა....
სამალიოტის ხმის გაგონებაზე მფორთხავი კაცი, ,,თავისი ნებით,, ციხეში ჩასაჯდომად არასოდეს არ ჩამოვიდოდა
მისი ციხეში ჩაჯდომა მისი პატრონების დავალებაააა, მისი პატრონების......(კაცი ,,ახალცოლმოყვანილია,, ... ეგ ეხლა თავისი ნებით ციხეში ჩაჯდებოდააა?......აფსუსს......სოფოს უღალატა)
აბა ამდენი წელი ,,მავანნი,, ტყუილად კი არ ინახავდნენ მიშას და ტყუილად კი არ უფრთხილდებოდნენ................მის გამოსაყენებლად საჭირო დროს და საჭირო მომენტს ელოდნენ ..................
და აჰაააა... დადგა მათთვის საჭირო დრო და მომენტი----მიშას გამოყენებით ისინი საქართველოში უფრო ,,დიადი საქმეების,, განხორციელებას აპირებენ-------საქართველოს ბოლომდე მისაჩმორებლად ანუ საქართველოს ბოლომდე თავიააანთ ჭკვაზე მოსაყვანად (ლიბერალურ--ფანდარასტულ ჭკვაზე )...მიშას გამოყენებით საქართველოში რევოლუციური პროცესების განვითარებას აპირებენ...........რევოლუციური პროცესებისას, რომლის საბოლოო მიზანი საქართველოში ლიბერალულ --ფანდარასტული წყობილების ბოლომდე გაბატონებააა
უნდა ბოლომდე დედა მოგვიტყნან, ბოლომდე ------შავი უნდა გაგვიხადონ თეთრი და თუ რამ თეთრი გვაქვს კიდე დარჩენილი, ის კიდევ ბოლომდე შავად გვიქციონ (აბსოლიტურად ყველანაირი გაგებით)
ანუ ბოლომდე თავიააანთ ჭკვაზე უნდა მოგვაქციონ, ბოლომდე
ბოლო ხანებში ღარიბაშვილი მაგათ ბოლომდე აღარ უჯერებთ, ცოტა ,,ქართულად,, იქცევა და ეს ამბავი მაგათ რა თქმა უნდა არ მოსწონთ
ხოოოდა, საქართველოს ჭკვაზე მოსაყვანად გადაწყვიტეს მიშას გამოყენება. აბა ამდენ ხანს ჯოკერივით მიშას ტყუილად კი არ
ინახავდნენ ................უთხრეს გადახდა უნდა ვალსაო--- ამდენი წელი გინახეთ და ეხლა შენი ჯერია, ვალი გადაგვიხადეო, მით უმეტეს ციხიდან გამოშვებასაც დაჰპირდნენ
აი ესააა მიშას ციხეში ,,გმირულად,, ჩაჯდომის მთელი შიინააარსი
ახალწლამდე კაი დროს გავატარებთ........... ან ჩვენ ვიქნებით ან ისინი.....
ისე ამ ,,ჩვენმა მეგობრებმა,, რევოლუციები კი ნაირნაირი იციან----არ მოგვაწყენენ...................რევოლუციებისთვის ათასნაირ მიზეზებს იპოვიან, ძირითადად კი პუტინით იმარიაჟებენ
მოკლედ გაძლება ღარიბაშვილს .........გაძლება ქართველ ხალხს ....თორე დაგვერხევა
საპატრიარქომაც ცოტა ხმამაღლა უნდა თქვას სათქმელი....
3 წლის უკან