ოპოზიცია კოალიციური მთავობის შექმნას გეგმავს და ამტკიცებს, რომ რიგგარეშე არჩევნები ადგილობრივი არჩევნების შემდეგ აუცილებლად დაინიშნება, სადაც გიორგი გახარიას პარტიის და „ოცნების“ ადგილი არ იქნება. მათი თქმით, 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს, ის გაყალბებული იქნება. ასევე არჩევნების დასრულების შემდეგ, საღამოს პარტნიორებთან ერთად დასხდებიან და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე იმსჯელებენ.
მათ დასავლეთის მხარდაჭერის იმედი აქვთ. თუმცა ევროკავშირი და ევროპარლამენტარები საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალას ეუთო-ოდირის დასკვნის ნდობისკენ მოუწოდებენ. შესაბამისად, ჩნდება კითხვები, როგორ აპირებს ოპოზიცია ადგილობრივი არჩევნების შემდეგ რიგგარეშე არჩევნების ხელისუფლებას დაანიშნინოს? თუ ორივე სადამკვირვებლო ორგანიზაცია იტყვის, რომ არჩევნები არ გყალბებულა, ოპოზიციას სხვა რა ბერკეტი შეიძლება ამისთვის დარჩეს? ან როგორ აპირებენ „ოცნების“ და გახარიას გარეშე კოალიციური მთავრობის შექმნას, როცა კანონით ის პარტია დაიწყებს მთავრობის დაკომპლექტებას, რომელიც ყველაზე მეტ მხარდაჭერას მიიღებს. ოპოზიციას ამისთვის მხოლოდ ერთი გზა რჩება, მოაწყოს რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება. სხვაგვარად ხალხის და დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, ისინი ხელისუფლებაში ვერც ერთი კვლევის შედეგებით ვერ დაბრუნდებიან.
ოპოზიციის ნაწილი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ სამოქმედო გეგმაზე საუბრობს
„2 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ მარცხდება ქართველი ხალხის მიერ, მომავალ წელს ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ვიქნებით ხელისუფლებაში, კოალიციურ მმართველობაში“, გადაგვიწყვიტა მომავალი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.
მელიამ მოწმედ საკუთარი კუდები - ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მოიყვანა და დაგვაიმედა, რომ ორ ოქტომბერს გამარჯვებას გააფორმებენ.
„როგორც არასოდეს, დარწმუნებული ვარ, ქართველი ერი, მოსახლეობა არ დაუშვებს, რომ ხელისუფლებაში სამარადჟამოდ დარჩეს ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს სახელმწიფო ინტერესები, არც ითვალისწინებს სახელმწიფო ინტერესებს. ერთადერთი, ვინც აპირებს, რომ უსამართლოდ და ძალადობით შედეგები სხვადსხვა მანიპულაციების გზით არ დადგეს იმდაგვარი, როგორი ნებაც არსებობს საზოგადოებაში, ეს არის „ქართული ოცნება“. ამის საწინააღმდეგოდ შემუშავებული გვაქვს სხვადასხვა მექანიზმები, გათვალისწინებული გვაქვს წინა არჩევნების მანიპულაციები და დარღვევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან. ამაზე და არა მხოლოდ ამაზე, სხვა პოლიტიკურ საკითხებზეც გვინდა ძალიან გულწრფელად თითოეულმა ჩვენგანმა გაგცეთ პასუხი, ვინაიდან საზოგადოებაში არსებობს მაღალი ინტერესი ბევრი თვალსაზრისით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ხელისუფლება კი მელიას პასუხობს, რომ 2024 წალმდე კოალიციური მთავრობის შექმნის საჭიროება არ არსებობს. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, კოალიციური მთავრობის შექმნის თაობაზე კითხვები არარელევანტურია.
„ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე მთავრობა დააკომპლექტა და 2024 წლამდე კოალიციური მთავრობის შექმნის არანაირი საჭიროება არ არსებობს. ამიტომ კითხვა კოალიციურ მთავრობაზე არარელევანტურია“, - განაცხადა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ოპოზიციაში კი ჯიუტად იმეორებენ, რომ 2 ოქტომბერს, ღამით, დასავლელ პარტნიორებთან ერთად დასხდებიან და ოპოზიცია კოალიციური მთავრობის შექმნაზე იმსჯელებს.
ამასთანავე ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხმების დაცვას თავად ვერ შეძლებენ და ვერც გაყალბების დამამტკიცებელი საბუთის წარმოდგენა შეეძლებათ.
„როდესაც დამკვირვებლები მეკითხებიან, სად არის დარღვევების ფაქტი, ჩემი პასუხია: ეს იგივეა, მომთხოვო მოვიტანო იმის მტკიცებულებები, საბჭოთა კავშირის დროს რა ხდებოდა „გულაგში“. ვერ დავდებთ ასეთ მტკიცებულებებს, ძალიან რთულია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ და ყოფილ პრემიერ მინისტრთან, გიორგი გახარიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს. ისინი კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში არ იქნებიან.
ევროპარლამენტარები ოპოზიციას ეუთო-ოდირის დასკვნის აღიარებისკენ მოუწოდებენ
ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ევროპარლამენტის წევრის, მარინა კალიურანდის თქმით, ყველამ წინასწარ უნდა დაადასტუროს, რომ აღიარებს საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებს. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
გთხოვთ, დროა, დააფიქსიროთ თქვენი ერთგულება არჩევნების შედეგების აღიარების მიმართ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დამკვირვებლები შედეგებს დაადასტურებენ. ეს დიდი ნაბიჯი იქნება, რომელიც გასცდება პარტიულ თამაშებს და ინტერესებს. პოლიტიკოსები უნდა გამოვიდნენ და თქვან, რომ დიახ, თუ ოდირი-ს დამკვირვებლები აღიარებენ არჩევნების შედეგებს, რა შედეგებიც არ უნდა მიიღოს ამა თუ იმ პარტიამ, რომ ისინი ამ შედეგებს აღიარებენ. ეს იქნება პოლიტიკური სტაბილურობის გარანტია. სტაბილურობა საქართველოს დღეს ძალიან სჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსებმა ქვეყნის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენონ, დღევანდელის ნაცვლად ხვალინდელ დღეზე იფიქრონ, სახელმწიფოებრივად მოიქცნენ და არჩევნების შედეგების აღიარების პირობა არჩევნებამდე დადონ“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.
როგორ შეიძლება ოპოზიციამ „ოცნების“ და გახარიას გარეშე კოალიციური მთავრობა შექმნან?-რევოლუციით?
ჩნდება კითხვა როგორ შეიძლება ოპოზიციამ კოალიციური მთავრობა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაშიც კი შეძლოს, როცა კანონით ხელისუფლებას ის პარტია ქმნის, რომელსაც ყველაზე მეტი პროცენტი აქვს აღებული. ასეთი კი ყველა სოციოლოგიური კვლევით „ქართული ოცნებაა“?-ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამაზე საუბარი პოლიტიკური ბლეფია, რომელიც ნაციონალებს მოსახლეობის ქუჩაში გამოსაყვანად სჭირდება. მეორეც, თუკი ისინი არც „ოცნებასთან“ და არც გახარიას პარტიასთან თანამშრომლობას არ აპირებენ, მაშინ კოალიციას როგორ ქმნიან? რევოლუციას აწყობენ და არჩევნების გვერდის ავლით ახალი ხელისუფლება იქმნება? საყვარელიძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებაში ისევ ნაციონალები ბრუნდებიან, რადგანაც ოპოზიციაში ყველაზე მეტ ხმას ისინი იღებენ.
„საქართველოს მოსახლეობას არ ეკითხებიან მათ რა უნდათ? ჯერ ერთი, რომ სრულ აბსურდს ამბობენ, რადგანაც კოალიციურ მთავრობას თუ „ოცნებასთან“ და გახარიასთან ერთად არ ქმნიან, მაშინ როგორ აკომპლექტებენ? ანუ ცოტა ლოგიკას ვერ ჩავწვდი. ყველა კვლევების მიხედვით, მმართველ გუნდს და გახარიას პარტიას პირველი და მესამე ადგილები უკავიათ. დავუშვათ, დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები, „ოცნება“ ისევ პირველ ადგილას გავა და თუ უმრავლესობა არა ექნება, მაინც კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების უფლება მას ეძლევა.
მას შეუძლია, სულაც გახარიას პარტიასთან და კიდევ სხვა პარტიებთან ერთად ნაციონალების გარეშე კოალიციური მთავრობა შექმნას. ეს ყველაფერი არის პოლიტიკური ბლეფი, რომელიც ნაციონალებს ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად სჭირდება. სააკაშვილის ჩამოყვანაც ამიტომ უნდათ, ფიქრობენ, მთელი ოპოზიციის მობილიზება მოხდება და რევოლუციური გზით ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. მაგრამ ერთი მთავარი პრობლემა აქვთ, ხალხი და დასავლეთის მხარდაჭერა უნდათ. დასავლეთმა თუ დაინახა ხალხი მხარს არ უჭერს, გვერდით არ დაუდგებიან. ეუთო-ოდირის დასკვნა, როგორც 2020 წელს მოხდა იქნება კანონი, რომლის იქითაც ვერაფერს ვერ გააკეთებენ“,-ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ისევ იგივე 2020 წლის სცენარის გათამაშებას აპირებს, ოღონდ ახლა სხვა აქტორები ჰყავს, რომლებიც კონკრეტული გეგმით იმოქმედებენ. აბაშიძე ფიქრობს, რომ ისინი ე.წ. სამოქალაქო კომისიის და მათივე მედიებში გამოქვეყნებული ეგზიტპოლების მეშვეობით, 2 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებენ. შემდეგ კი ამის გაპროტესტების მცდელობა იქნება.
„აქ ყველაზე საინტერესო ახალი როლის შემსრულებლები იქნებიან. ყველაფერი სცენარი წინასწარ ვიცით, მაგრამ გიორგი გახარია და მისი გუნდი ახალი მოთამაშეები არიან, რომელთა განცახდება და დამოკიდებულებაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დადგება კი ის ოპოზიციის გვერდით და ე.წ. გაყალბებული არჩევნების ნარატივში ჩაჯდება? ძალიან საინტერესოა ზურაბ ჯაფარიძის განცახდება, რომელიც ამბობს, რომ მტკიცებულებების მოყვანა ე.წ. გაყალბებაზე არ შეუძლია. ეს კიდევ ერთი უპასუხისმგებლო განცახდებაა, რასაც კარგია, რომ საზოგადოება ისმენს. შეეცადონ და ხალხი ყველაფერს დაინახავს. ვხედავთ უკვე დასავლელი პარტნიორების რეაქციას და განცხადებას, რომ არ შეიძლება დესტრუქციის გზით სვლა და ეუთო-ოდირის დასკვნას ყველა უნდა აღიარებდეს“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას, როცა ერთიანი აღარ არის და მეორეც 2020 წლის მოვლენების შემდეეგ საზოგადოებამ მის მიმართ ნდობა დაკარგა? მელია აცხადებდა ვინც პარლამენტში შევა ის „პუფი“ იქნებაო, მაგრამ ის და მისი პარტია დღეს პარალმენტში არიან. რატომ ჰგონია ენმ-ს, რომ მოსახლეობა ისევ წაჰყვება, ან დასავლეთი მხარს აუბამს, თუკი გაყალბების დამამტკიცებელ ვერც ერთ ფაქტს ვერ აჩვენებენ? - ამ კითხვებს აბაშიძე შემდეგნაირად პასუხობს: „ახლა წინა სცენარისგან განსხავვებით, სააკაშვილის თემის კულტივირებას ახდენენ. იმედი აქვთ, რომ მისი ჩამოსვლა ან პირობითად ამაზე საუბრი ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზებას შეძლებს. არ გამოვრიცხავ, ალტერნატიული მთავრობა შექმნან და თუ სააკაშვილი არ ჩამოვიდა, მთავრობა ემიგრაციაში კერძოდ კიევში შექმნან. ან თუ ის საქართველოში ჩამოვიდა და ციხეში მოხვდა, იქიდან დაიწყებს რაღაცა კოალიციური ილუზიური ხელისუფლების ჩამოყალიბებას. ათასგვარი დესტრუქციული სისულელის მოფიქრება შეუძლიათ. თუმცა ჩვენი საზოგადოება ყუარდღებით იქნება და ნაციონალების უკან დაბრუნებას არავინ დაუშვებს“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
სამალიოტის ხმის გაგონებაზე მფორთხავი კაცი, ,,თავისი ნებით,, ციხეში ჩასაჯდომად არასოდეს არ ჩამოვიდოდა
მისი ციხეში ჩაჯდომა მისი პატრონების დავალებაააა, მისი პატრონების......(კაცი ,,ახალცოლმოყვანილია,, ... ეგ ეხლა თავისი ნებით ციხეში ჩაჯდებოდააა?......აფსუსს......სოფოს უღალატა)
აბა ამდენი წელი ,,მავანნი,, ტყუილად კი არ ინახავდნენ მიშას და ტყუილად კი არ უფრთხილდებოდნენ................მის გამოსაყენებლად საჭირო დროს და საჭირო მომენტს ელოდნენ ..................
და აჰაააა... დადგა მათთვის საჭირო დრო და მომენტი----მიშას გამოყენებით ისინი საქართველოში უფრო ,,დიადი საქმეების,, განხორციელებას აპირებენ-------საქართველოს ბოლომდე მისაჩმორებლად ანუ საქართველოს ბოლომდე თავიააანთ ჭკვაზე მოსაყვანად (ლიბერალურ--ფანდარასტულ ჭკვაზე )...მიშას გამოყენებით საქართველოში რევოლუციური პროცესების განვითარებას აპირებენ...........რევოლუციური პროცესებისას, რომლის საბოლოო მიზანი საქართველოში ლიბერალულ --ფანდარასტული წყობილების ბოლომდე გაბატონებააა
უნდა ბოლომდე დედა მოგვიტყნან, ბოლომდე ------შავი უნდა გაგვიხადონ თეთრი და თუ რამ თეთრი გვაქვს კიდე დარჩენილი, ის კიდევ ბოლომდე შავად გვიქციონ (აბსოლიტურად ყველანაირი გაგებით)
ანუ ბოლომდე თავიააანთ ჭკვაზე უნდა მოგვაქციონ, ბოლომდე
ბოლო ხანებში ღარიბაშვილი მაგათ ბოლომდე აღარ უჯერებთ, ცოტა ,,ქართულად,, იქცევა და ეს ამბავი მაგათ რა თქმა უნდა არ მოსწონთ
ხოოოდა, საქართველოს ჭკვაზე მოსაყვანად გადაწყვიტეს მიშას გამოყენება. აბა ამდენ ხანს ჯოკერივით მიშას ტყუილად კი არ
ინახავდნენ ................უთხრეს გადახდა უნდა ვალსაო--- ამდენი წელი გინახეთ და ეხლა შენი ჯერია, ვალი გადაგვიხადეო, მით უმეტეს ციხიდან გამოშვებასაც დაჰპირდნენ
აი ესააა მიშას ციხეში ,,გმირულად,, ჩაჯდომის მთელი შიინააარსი
ახალწლამდე კაი დროს გავატარებთ........... ან ჩვენ ვიქნებით ან ისინი.....
ისე ამ ,,ჩვენმა მეგობრებმა,, რევოლუციები კი ნაირნაირი იციან----არ მოგვაწყენენ...................რევოლუციებისთვის ათასნაირ მიზეზებს იპოვიან, ძირითადად კი პუტინით იმარიაჟებენ
მოკლედ გაძლება ღარიბაშვილს .........გაძლება ქართველ ხალხს ....თორე დაგვერხევა
საპატრიარქომაც ცოტა ხმამაღლა უნდა თქვას სათქმელი....