ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაჰრეინში ისტორიული ვიზიტით ჩავიდა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაჰრეინში ისტორიული ვიზიტით ჩავიდა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაირ ლაპიდი ბაჰრეინში ისტორიული ვიზიტით ჩავიდა.

„ბაჰრეინში ჩამოვედით. მეამაყება, რომ ისრაელს წარმოვადგენ პირველი ოფიციალური და ისტორიული ვიზიტის ფარგლებში. მადლობა თბილი დახვედრისთვის“, - განაცხადა იაირ ლაპიდმა.


შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანდასწრებით ისრაელმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს.