იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა, ის დაკავებული იქნება იმ ადგილას, სადაც გადმოკვეთს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს. წესით, სააკაშვილმა ეს უნდა იცოდეს. მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს მისი დესტრუქციული მხარდამჭერების იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეს, რადგან თვითმფრინავის ბორტთან მას პროკურატურის წარმომადგენლები დახვდებიან და იმ გზას გაუყენებენ, რომელიც გასულ კვირას მისი ხელისუფლების სამხედრო პოლიციის უფროსმა, მეგის ქარდავამ გაიარა. სავარაუდოდ, მსჯავრდებულ სააკაშვილს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანენ.
ქვეყნის მესამე პრეზიდენმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა 2015 წლის დეკემბერში დათმო. მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებით ქვეყანა შეურაცხყო. სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ დატოვა. თავი ჯერ აშშ-ს შეაფარა, მოგვიანებით უკრაინაში დამკვიდრდა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მოქალაქე არ არის, ერევა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, პერიოდულად აცხადებს, რომ ჩამოდის, მაგრამ ამ დაპირებაში 9 წელი გავიდა. ამჯერად, მიხეილ სააკაშვილმა მე-18 ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ აიღო ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა დაიცვას ქართველი ამომრჩევლის ნება და მათთან ერთად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მსჯავრდებულია სისხლის სამართლის ოთხ უმძიმეს საქმეში: 1 - სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. კერძოდ, სანდრო გირგვლიანის მკველობაში ბრალდებულების შეწყალების საქმე;
- 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევა; ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების საქმე; 3. ვალერი გელაშვილის საქმე;
- წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით 8 837 461 ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა.
ეს არის ოთხი სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც სააკაშვილი უკვე მსჯავრდებულია. თავად, არც ერთ ბრალს არ აღიარებს და მის სამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. სააკაშვილის ბრალეულობის საქმე ამით არ შემოიფარგლება, გამოძიება სხვა ნაწილშიც მიმდინარეობს. მათ შორის სააკაშვილი, როგორც ბრალდებული ფიგურირებს მისთვის „უცნობი“ მეგის ქარდავას და ბაჩანა ახალიას სისხლის სამართლის საქმეებში.
ეს ის „უცნობი“ გმირები არიან, რომელიც სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილოდვა. მეგის ქარდავას ორგზის ჯილდო გადასცა. ამ მხრივ არ გაუმართლა მეგის ქარდავას მოადგილეს, კოხტა კოდუას, რომელიც სააკაშვილმა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით მხოლოდ ერთხელ დააჯილდოვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვინც კანონის აღსრულებას შეეწინააღმდეგება, კანონის და სახელმწიფოს სახელით ვაცხადებ, უკლებლივ ყველა შევა ციხეში. მისი თქმით, ეს არ იქნება სახუმარო თემა. როცა სახელმწიფოს სტაბილურობას, მოსახლეობის სიმშვიდეს, სტაბილურობას და ქვეყნის განვითარებას ეხება საქმე, არც ერთი კომპრომისი არ იქნება დაშვებული სახელმწიფოს მხრიდან.
„შეიძლება, ათჯერ უკეთესიც იყოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ჩვენმა ქვეყანამ და მანაც დაისვენოს ციხეში ჩასმით. თუმცა, მე ერთ ძალიან კონკრეტულ ფაქტს ვეტყვი მოსახლეობას, რადგან ეს ვიცი დარწმუნებით. როცა იგი ჩასვეს ციხეში უკრაინაში, სულ რაღაც 24 საათს ვერ გაძლო ციხის საკანში. ჩემმა უკრაინელმა მეგობრებმა და კოლეგებმა მითხრეს, შეეშინდათ კიდეც, რომ არ გაგიჟებულიყო, რადგან 24 საათის განმავლობაში მან ვერ შეძლო ციხის საკანში ყოფნა და იმავე დღეს მიმართა პრეზიდენტ პოროშენკოს შეწყალების თხოვნით. ასეთ კაცთან გვაქვს ჩვენ საქმე.
შეგახსენებთ, როგორი სიმხდალე გამოიჩინა მან თუნდაც ომის დროს. ზოგადად, ასეთი ფსიქიკის ადამიანის ქცევაზე დიდი დრო არ უნდა დავხარჯოთ. მინდა, მოსახლეობა დავარწმუნო, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველა სცენარისთვის ვართ მზად. ნებისმიერი სცენარისთვის, რაც მის თავში და მისი კრიმინალური გუნდის თავში შეიძლება მოიხარშოს, სახელმწიფო არის მზად. ამ არასერიოზული კაცის დღეს ვის სჯერა. პიკის დროს, როცა კრიზისია, მაქსიმუმ 5 ათასი კაცის გამოყვანა შეუძლიათ ამ ადამიანებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ საკითხი მარტივია, სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში, ქართველი ხალხი, საერთაშორისო პარტნიორები მას ციხეში დიდხანს არ დატოვებენ. მისივე თქმით, სააკაშვილის გათავისუფლება დროის საკითხი იქნება.
„უამრავი კითხვის დონეზე შეფასებები გავიგეთ. თურმე არ ჩამოვა თვითმფრინავით, ეს მანევრია და სადღაც საზღვრიდან შემოვა ან ხელისუფლება თურმე აპირებს, თვითმფრინავი დასვას სხვაგან. თუმცა ამათ მართლა ჭკუა არ მოეკითხებათ, მაგრამ ეს არის ძალიან სერიოზული საერთაშირისო სკანდალი. არა მხოლოდ სკანდალი, ეს არის საერთაშორისო დანაშაული. რუსეთში მართლა პუტინთან ხომ არ დასვამენ, დარჩა ერევანი და ტრაპზონი, ამინდი რომ არ იყოს, 200 ადამიანის, მგზავრის სიცოცხლეს რისკის ქვეშ რომ აყენებ, ეს იქნება წარმოუდგენელი.
საკითხი არის ძალიან მარტივად, სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში. ქართველი ხალხი ანუ ამომრჩეველი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიხეილ სააკაშვილს ციხეში დიდხანს არ დატოვებენ. სააკაშვილის პატიმრობა იქნება ძალიან მოკლე ხნით. როდესაც საუბარია მის ჩამოსვლაზე და არჩევნების კონტექსტში, ბუნებრივია, მისი გადაწყვეტილება არის მოტივირებული წინასაარჩევნო გარემოებით. ეს მისი პერსონალური გადაწყვეტილებაა. ის პოლიტიკურად დევნილია და ამ 8-წლიანი უსამართლო დევნილობის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ გადადგას ასეთი ნაბიჯი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ანალიტიკოს, დავით ქართველიშვილის განცხადებით, შეურაცხადი ადამიანის ქმედების ლოგიკა რთულად პროგნოზირებადია, თუმცა 99%-ით დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვა. თუმცა, თუ ჩამოვა, ქართველიშვილის განცხადებით, ციხეში ელოდება მის მიერ დაჯილდოვებული მეგის ქარდავა.
„მიჭირს წარმოვიდგინო, რამდენი ადამიანი დახვდება ბელადს აეროპორტში, ვინც ბელადმა საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილად აქცია; რამდენი „შავოსანი“ დედა დახვდება, ვისი ბავშვებიც საზარბაზნე ხორცად ჩატოვა ოკუპანტისთვის მირთმეულ ქართულ მიწაზე; „გამქათამებლების“ ხელში რამდენი ადამიანი ჩააგდო ციხეში - მათი ახლობლები რომ მივიდნენ აეროპორტში? ცხინვალში მუხლდაჩოქილი და ღირსებაახეული პოლიციელი ან თავდაცვის სამინისტროს „ჯაშუშებად“ გადაქცეული, გა-ორ-ტრუპებული ოფიცრების ოჯახის წევრები რომ დახვდნენ? 2006 წელს, რუსეთიდან საქონელივით დეპორტირებული ქართველები რომ მივიდნენ აეროპორტში?
არარსებული ციხის „ბუნტის“ მსხვერპლთა ჭირისუფალნი? ფეიკ „ფოტოგრაფთა“ საქმის და სასტიკად დარბეული 7 ნოემბრის, 26 მაისის მოქალაქენი? მოსკოვის მითითებით გაუქმებული ეროვნული უშიშროების აკადემიის თანამშრომელნი და მრავალი-მრავალი სხვა? აი, თუნდაც ეს კონტინგენტი და მათი ოჯახის თითო წევრი რომ დახვდეს სააკაშვილს, შეიძლება რაოდენობრივად შევადაროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა რაოდენობას.
წარმოვიდგინოთ, რომ ეს ადამიანები აეროპორტში ელოდებიან თავის სისხლისმსმელ ჯალათს, დიქტატორს... ამ ადამიანების იმედი აქვს სააკაშვილს, რომ აპატიებენ იმას, რაც გააკეთა? თუ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ ქართველი ხალხი იქნება ბრძენი და ჰუმანური, ვიდრე ე.წ. კორუმპირებული პროკურატურა და სასამართლო, რომელსაც არ ენდობა?“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ როგორც კი მსჯავრებული სააკაშვილი ჩამოფრინდება საქართველოში, ბუნებრვია, დააკავებენ. მისი თქმით, საიდან უნდა ჩამოვიდეს - რუსეთიდან ვერ ჩამოვა, სომხეთიდან და მით უმეტეს აზერბაიჯანიდან ვერ ჩამოვა. სარფის საზღვარს რომ მოადგეს და იგივე სცენარი გაითამაშოს, როგორც უკრაინაში თითქოს საზღვარი გაარღვია, ეს სცენარიც გამორიცხულია.
„ცოტა ძნელად წარმოსადგენია ზღვით შემოცუროს. რა რჩება? - საჰაერო გზა, მაგრამ ასევე პრობლემური იქნება თვითონ მისი ბორტზე ასვლა, ბორტიდან ჩამოსვლას მოჰყვება მისი დაპატიმრება. თან მას უნდა ესმოდეს - მუხედავად იმისა, რომ მომხრეები ჰყავს, სამჯერ და ოთხჯერ მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომელთათვის მისი ჩამოსვლა ჩახმახზე თითის გამოკვრასავით იქნება, რომელსაც მოჰყვება შუქცევადი რეაქციები. რამაც შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ სააკაშვილის და მისი მომხრეების მიმართ აგრესია, არამედ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აგრესიაც შეიძლება შეუქცევადი გახდეს. წესით, ეს უნდა ესმოდეს იმ ადამიანებს ხელისუფლებაში, ვისაც ანალიზის უნარი აქვს. თვითონ სააკაშვილის გარემოცვასაც უნდა ესმოდეს. ამიტომ, ნაკლებად მოსალოდნელია მისი ჩამოსვლა, თუ არ არის ამის უკან იმ ძალების ინტერესები, რომელთა ინტერესია არეულობა საქართველოში. თუ ჩამოვა, დააკავებენ და წავა იმ ციხეში სადაც პირველ და მეორე ხარისხოვანი არამზადები ელოდებიან, რომლებიც თავად დააჯილდოვა ღირსების ორდენით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.
სამალიოტის ხმის გაგონებაზე მფორთხავი კაცი, ,,თავისი ნებით,, ციხეში ჩასაჯდომად არასოდეს არ ჩამოვიდოდა
მისი ციხეში ჩაჯდომა მისი პატრონების დავალებაააა, მისი პატრონების......(კაცი ,,ახალცოლმოყვანილია,, ... ეგ ეხლა თავისი ნებით ციხეში ჩაჯდებოდააა?......აფსუსს......სოფოს უღალატა)
აბა ამდენი წელი ,,მავანნი,, ტყუილად კი არ ინახავდნენ მიშას და ტყუილად კი არ უფრთხილდებოდნენ................მის გამოსაყენებლად საჭირო დროს და საჭირო მომენტს ელოდნენ ..................
და აჰაააა... დადგა მათთვის საჭირო დრო და მომენტი----მიშას გამოყენებით ისინი საქართველოში უფრო ,,დიადი საქმეების,, განხორციელებას აპირებენ-------საქართველოს ბოლომდე მისაჩმორებლად ანუ საქართველოს ბოლომდე თავიააანთ ჭკვაზე მოსაყვანად (ლიბერალურ--ფანდარასტულ ჭკვაზე )...მიშას გამოყენებით საქართველოში რევოლუციური პროცესების განვითარებას აპირებენ...........რევოლუციური პროცესებისას, რომლის საბოლოო მიზანი საქართველოში ლიბერალულ --ფანდარასტული წყობილების ბოლომდე გაბატონებააა
უნდა ბოლომდე დედა მოგვიტყნან, ბოლომდე ------შავი უნდა გაგვიხადონ თეთრი და თუ რამ თეთრი გვაქვს კიდე დარჩენილი, ის კიდევ ბოლომდე შავად გვიქციონ (აბსოლიტურად ყველანაირი გაგებით)
ანუ ბოლომდე თავიააანთ ჭკვაზე უნდა მოგვაქციონ, ბოლომდე
ბოლო ხანებში ღარიბაშვილი მაგათ ბოლომდე აღარ უჯერებთ, ცოტა ,,ქართულად,, იქცევა და ეს ამბავი მაგათ რა თქმა უნდა არ მოსწონთ
ხოოოდა, საქართველოს ჭკვაზე მოსაყვანად გადაწყვიტეს მიშას გამოყენება. აბა ამდენ ხანს ჯოკერივით მიშას ტყუილად კი არ
ინახავდნენ ................უთხრეს გადახდა უნდა ვალსაო--- ამდენი წელი გინახეთ და ეხლა შენი ჯერია, ვალი გადაგვიხადეო, მით უმეტეს ციხიდან გამოშვებასაც დაჰპირდნენ
აი ესააა მიშას ციხეში ,,გმირულად,, ჩაჯდომის მთელი შიინააარსი
ახალწლამდე კაი დროს გავატარებთ........... ან ჩვენ ვიქნებით ან ისინი.....
ისე ამ ,,ჩვენმა მეგობრებმა,, რევოლუციები კი ნაირნაირი იციან----არ მოგვაწყენენ...................რევოლუციებისთვის ათასნაირ მიზეზებს იპოვიან, ძირითადად კი პუტინით იმარიაჟებენ
მოკლედ გაძლება ღარიბაშვილს .........გაძლება ქართველ ხალხს ....თორე დაგვერხევა
საპატრიარქომაც ცოტა ხმამაღლა უნდა თქვას სათქმელი....