არჩევნების წინ, უკვე მერამდენედ, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა. ამჯერად, ყოფილი პრეზიდენტი კიევი-თბილისის ბილეთს აქვეყნებს და აცხადებს, რომ 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, საქართველოში იქნება. ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში დღეს უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და საქართველოს მესამე პრეზიდენტს მორიგი „რევოლუციური სცენარი“ აქვთ გაწერილი და ემზადებიან რევანშისთვის. თუმცა, მეორე ნაწილი ამბობს, რომ ეს სააკაშვილის მხრიდან მორიგი პიარსვლაა და ის საქართველოში არ ჩამოვა.
„ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ ოპოზიცია არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ არჩევნების შემდეგი დღისთვის, 3 ოქტომბრისთვის ემზადება - ეცდება, მოსახლეობა ქუჩაში გამოიყვანოს და დაიწყოს პერმანენტული გამოსლვები. თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი აღნიშნავს, რომ დღეს ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების მუხტი არ არსებობს და ოპოზიცია ვერ შეძლებს ხალხის მობილიზებას.
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკური ვითარების ასარევად ჩამოდის. როგორც ზაქარეიშვილმა For.ge-სთან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ქუჩაში ხალხის გამოყვანას ვერ შეძლებს. ხალხს, შესაძლოა, არ მოსწონდეს „ქართული ოცნება“, თუმცა ნეგატიურად არის განწყობილი ასევე მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
„სააკაშვილი ჩამოდის, რომ არჩევნების შემდეგ ტემპერატურა აწიოს და როდესაც ვამბობდი, რომ კარგი იქნება თუ ჩამოვა, არჩევენებამდე ორი კვირით ადრე უნდა ჩამოსულიყო, რომ საარჩევნო კამპანიის ტემპერატურა აეწია, ახლა მას უნდა რევულუციური ტემპერატურის აწევა. ეს კი, სულ სხვა რაღაც არის, ის პოლიტიკაში მონაწილეობის გამო კი არ ჩამოდის, პოლიტიკის არევის გამო ჩამოდის, ეს არ არის კარგის ნიშანი, მაგრამ სამუდამოდ უნდა დასრულდეს, „სააკაშვილი ჩამოდის - არ ჩამოდის.“
რევოლუციური სცენარის განმეორების იმედი აქვს, მაგრამ ეს არ განმეორდება, ხალხი არ გაყვება, თანაც არჩევნები ჩატარებული იქნება. ჩემი აზრით, წინდაუხედავი ნაბიჯია ეს. ახლა საუბარი იქნება ხალხის გამოსვლაზე, რომ ხალხმა მოითხოვოს სააკაშვილის გამოყვანა, რაც არ მოხდება. დასავლეთი უფრო შეშფოთდება სააკაშვილის დაპატიმრებით, ვიდრე ხალხი. საზოგადოებაში სააკაშვილი არ არის პოპულარული, მისი მომხრეების გარდა, მის მიმართ ყველას გაღიზიანება აქვს. მეეჭვება ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და შექმნას დესტაბილიზაცია, პირიქით - მოსახლეობის დიდი ნაწილი გაღიზიანდება სააკაშვილის ჩამოსვლით. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდება და შესაბამისად, დაუმორჩილებლობის და დაპირისპირებისთვის ჩამოდის. საზოგადოებას სურს მშვიდად წავიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მაგრამ ხალხში არ არის განწყობა, გამოვიდეს ქუჩაში და იდგეს დღე და ღამე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებ, რომ სააკაშილის მიერ ბილეთის გამოქვეყნება არაფერს ნიშნავს, ის შესაძლოა, არც ჩამოვიდეს. იგი თვლის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილს წინასწარ დაწერილი აქვთ მორიგი რევოლუციური სცენარი, როგორც ეს, 2012 წლიდან დღემდე, ყოველი არჩევნების შემდეგ იყო. როგორც ანჯაფარიძემ For.ge-სთან აღნიშნა, ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციის თანახმად, ამ არჩევნების შემდეგ, ოპოზიცია შესაძლოა ე.წ. მსხვერპლთეწირვაზე წავიდეს.
„ეს არის ბილეთის გაკეთებული ჯავშანი, შესაბამისად, მოდის თუ არა, ჯერ კიდევ ეჭვქვეშაა. სააკაშვილს, ეტყობა, მოახსენეს აქედან, რომ ხალხში არაერთგვაროვანი რეაქციებია, ამჯერად ვერ შეასრულებს დანაპირებს და იმისათვის, რომ მუხტი, რომელიც აანთო მის მომხრეებში მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, უნდა შეენარჩუნებინა და პატარა ეშმაკობა იხმარა, გამოაქვეყნა ბილეთი, რომლის გაუქმებაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ეს მარტივად შეუძლია, თუკი იტყვის, რომ საქართველოში სათანადო პირობები არ დახვდა. ამ ბილეთის გამოქვეყნებას მივიჩნევ, სააკაშვილის მორიგ პიარსვლად.
თუ გავიხსენებთ წინა საპარლამენტო არჩევნებს, სააკაშვილი არ ჩამოსულა, მაგრამ ოპოზიციამ, არჩევნების შედეგები არ იყო ბოლომდე გამოქვეყნებული, რომ გამოაცხადა მათი გაყალბების შესახებ და მთელი 7 თვე საპროტესტო აქციებით აჯანჯღარებდა ქვეყანას. ოპოზიციას იგივე შეუძლია გააკეთოს სააკაშვილის გარეშე. „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების დაძახილზე საზოგადოება არ გამოვა მასობრივად. შეიძლება გამოვიდეს 6 ათასი, მაგრამ არა იმდენი, რომ აქციამ ლეგიტიმაცია შეიძინოს და დასავლეთში იფიქრონ, რომ ეს არის გულწფრელი, სახალხო პროტესტი.
რევოლუციური სცენარი ოპოზიციას ყოველთვის აქვს გაწერილი. 2019 წლის 20 ივნისსაც იყო გაწერილი რევოლუციური სცენარი, რომ თუ პარლამენტს აიღებდნენ, შემდეგი ნაბიჯი უკვე ხელოსუფლების დამხობა იქნებოდა. რევოლუციური სცენარი ჰქონდათ 2020 წელსაც, მაგრამ ხალხის მობილიზება ვერ შეძლეს. რევოლუციური სცენარი აქვთ ახლაც, როდესაც ლაპარაკობენ, რომ არჩევნები არის რეფერენდუმი საგარეო პოლიტიკურ კურსზე, თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, საქართველო ჩაბარდება რუსეთს, რაც არის რეალობისგან მოწყვეტილი. ყოველი არჩევნების შემდეგ, ცდილობენ, იქნებ ახლა მაინც ხელისუფლებას დავაშვებინოთ ფატალური შეცდომა. „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებით, „ნაცმოძრაობაში“ მსხვერპლთშეწირვის სცენარიც მუშავდება თურმე. ქვეყნები, სადაც რევოლუცია მოხდა, არავინ აქცევს ყურადღებას რა მეთოდებით განხორციელდა. მოქმედებს პრინციპი „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ყველანი უნდა გამოვიდეთ ქალაქების, სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ გამარჯვება. ექსპრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ყველანი ერთმანეთს გვერდში დაუდგებიან.
„სულ რამდენიმე დღე გვაშორებს ისტორიული რეფერენდუმის თარიღისგან. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობამ დაუშვა გამონაკლისი და დააკვირდება ფორმალურად ადგილობრივი არჩევნების შედეგებს, მაგრამ ამით მათ თქვეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები. ეს არის ევროკავშირის ხელმძღვანელი შარლ მიშელის ეგიდის ქვეშ მიღწეული ხელშეკრულების შესრულების პროცესი. ესე იგი, ივანიშვილის მიერ საქართველოს შემდგომი მართვის თაობაზე რეფერენდუმი, უფრო სწორად, მისი მართვისგან ჩამოშორების თაობაზე.
ჩვენ ყველანი უნდა მივიდეთ ამ არჩევნებზე და რეფერენდუმზე. ჩვენ ყველამ უნდა მივცეთ ხმა და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება ჩვენ ყველანი უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქალაქების სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ ჩვენ მიერ მოპოვებული გამარჯვება. ამიტომ მე ვერ ვიქნები ამ პროცესში გვერდით. საქართველოს ბედი წყდება, გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი წყდება და, რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში. ამას არც ჩემთვის ვაკეთებ და მე არანაირი პირადი ამბიცია არ მამოძრავებს და არანაირი თანამდებობის სურვილი იმიტომ, რომ ნამდვილად არ ვაპირებ ამისთვის ბრძოლას, მაგრამ ვაპირებ ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი. ვაპირებ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველო არა მხოლოდ დარჩეს მსოფლიო რუკაზე, არამედ დაუბრუნდეს სწრაფ განვითარებას და ეს სიღარიბე, გამოუვალობა, კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში, შეჩერდეს და საქართველოს გადაშენებისა და განადგურების პროცესი ერთხელ და სამუდამოდ შეჩერდეს. მე იმედი მაქვს, რომ ყველანი ერთმანეთს დავუდგებით გვერდში, ყველანი გავწევთ გვერდზე ყველა განსხვავებას, ჩვენ უნდა წავიდეთ ბოლომდე სრულ გამარჯვებამდე. შეხვედრამდე თბილისში!“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ჯერ იყო და ეს, წვრილფეხა ნაციონალები, ისე შეიზილეთ და შეისისხლხორცეთ, რომ იმასაც ვერ მიხვდით როგორ დაემსგავსეთ მათ. ნაცვლად იმისა, რომ საფუძვლიანად გამოგეძიებიათ ყველაფერი, მტკიცებულებები გაანადგურეთ და არ გაასამართლეთ მთლიანად პარტია... რაც, თქვენ თუ ძვირი დაგიჯდებათ, არავის ანაღვლებს! ჩვენ რა დავაშავეთ ქართველმა ხალხმა, ჯერ რომ "ის ცხრა წელი" და მერე რომ "ეს ცხრა წელი"(ჯამში, 18 დაკარგული წელი მივიღეთ)?! თქვენ, სააკაშვილზე რამდენად მეტი ნდობა და ხალხის მასების მხარდაჭერა გაანადგურეთ და გააცამტვერეთ??? ..და რისთვის, ამ დღისთვის, სააკაშვილს რომ თქვენთვის "ქაუნთდაუნ"-ი ჩაერთო? ფუი, რა სირცხვილია ახლა ეს ყველაფერი!
მგონი, სიტყვა სირცხვილიც დეფინიციის საკითხია, ჩვენს რეალობაში. ძველი განმარტებები აქ,უკვე აღარ გვარგია.
პ.ს. აბა თქვენ იცით, როგორ ნახირივით გარეკავთ პედაგოგებს და ყველა, სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებულს არჩევნებზე.
მონას, არ შეუძლია თავისუფალი ადამიანი აღზარდოს!
არც, სახელმწიფოს აშენება არ შეუძლია მონას!!!
დააკვირდით, რამდენად უკეთ გამოიყენა ამ უკეთურმა სააკაშვილმა, შევარდნაძეზე განაწყენებული ხალხის ნდობა და იმედები... რამდენი წელი ინარჩუნებდა რეპუტაციას... ახერხებდა მისთვის ჩვეული მლიქვნელობითა და საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი მხარდაჭერით, ჯერ შინ და მერე გარეთ ხალხის დაბოლებას... უდაოდ ახერხებდა! 2007- მდე მინიმუმ, ხომ მაინც ომახიანად საუბრობდა... 4 წელი მაინც ხომ ახერხებდა ამ ყველაფერს ზედაპირულად მაინც. ნუ, მეტ-ნაკლებად ყველამ ყველაფერი იცოდა მაგრამ სანამ დასავლეთს გასაპრავებელი აღარაფერი დარჩა, ხომ იბოგინა და გვხარა ამ საოხრემ. ...ხომ წაიღო და ჭამს დღემდე იმ მილიონებს, აგვისტოს ომის შემდეგ რომ დახოცილი ქართველების სანაცვლოდ მიიღო... პრინციპში, მისი მიზანიც ეს იყო.
...
სამალიოტის ხმის გაგონებაზე მფორთხავი კაცი, ,,თავისი ნებით,, ციხეში ჩასაჯდომად არასოდეს არ ჩამოვიდოდა
მისი ციხეში ჩაჯდომა მისი პატრონების დავალებაააა, მისი პატრონების......(კაცი ,,ახალცოლმოყვანილია,, ... ეგ ეხლა თავისი ნებით ციხეში ჩაჯდებოდააა?......აფსუსს......სოფოს უღალატა)
აბა ამდენი წელი ,,მავანნი,, ტყუილად კი არ ინახავდნენ მიშას და ტყუილად კი არ უფრთხილდებოდნენ................მის გამოსაყენებლად საჭირო დროს და საჭირო მომენტს ელოდნენ ..................
და აჰაააა... დადგა მათთვის საჭირო დრო და მომენტი----მიშას გამოყენებით ისინი საქართველოში უფრო ,,დიადი საქმეების,, განხორციელებას აპირებენ-------საქართველოს ბოლომდე მისაჩმორებლად ანუ საქართველოს ბოლომდე თავიააანთ ჭკვაზე მოსაყვანად (ლიბერალურ--ფანდარასტულ ჭკვაზე )...მიშას გამოყენებით საქართველოში რევოლუციური პროცესების განვითარებას აპირებენ...........რევოლუციური პროცესებისას, რომლის საბოლოო მიზანი საქართველოში ლიბერალულ --ფანდარასტული წყობილების ბოლომდე გაბატონებააა
უნდა ბოლომდე დედა მოგვიტყნან, ბოლომდე ------შავი უნდა გაგვიხადონ თეთრი და თუ რამ თეთრი გვაქვს კიდე დარჩენილი, ის კიდევ ბოლომდე შავად გვიქციონ (აბსოლიტურად ყველანაირი გაგებით)
ანუ ბოლომდე თავიააანთ ჭკვაზე უნდა მოგვაქციონ, ბოლომდე
ბოლო ხანებში ღარიბაშვილი მაგათ ბოლომდე აღარ უჯერებთ, ცოტა ,,ქართულად,, იქცევა და ეს ამბავი მაგათ რა თქმა უნდა არ მოსწონთ
ხოოოდა, საქართველოს ჭკვაზე მოსაყვანად გადაწყვიტეს მიშას გამოყენება. აბა ამდენ ხანს ჯოკერივით მიშას ტყუილად კი არ
ინახავდნენ ................უთხრეს გადახდა უნდა ვალსაო--- ამდენი წელი გინახეთ და ეხლა შენი ჯერია, ვალი გადაგვიხადეო, მით უმეტეს ციხიდან გამოშვებასაც დაჰპირდნენ
აი ესააა მიშას ციხეში ,,გმირულად,, ჩაჯდომის მთელი შიინააარსი
ახალწლამდე კაი დროს გავატარებთ........... ან ჩვენ ვიქნებით ან ისინი.....
ისე ამ ,,ჩვენმა მეგობრებმა,, რევოლუციები კი ნაირნაირი იციან----არ მოგვაწყენენ...................რევოლუციებისთვის ათასნაირ მიზეზებს იპოვიან, ძირითადად კი პუტინით იმარიაჟებენ
მოკლედ გაძლება ღარიბაშვილს .........გაძლება ქართველ ხალხს ....თორე დაგვერხევა
საპატრიარქომაც ცოტა ხმამაღლა უნდა თქვას სათქმელი....
,,მელანოსავით,, ისევ არ ისვენებ ხოოომ??
მართალიც ხარ!!! მართლა ქართველი საქართველოს დღევანდელი მდგომარეობით ვერც მოისვენებს
ისე კი მე ნაღდად ცუდი ნათლია მყოლია---ეტყობა კახეთში იმან დამანათლა, სუ დროშა გეჭიროს, მაგრამ ჭკვა ვერასოდეს გესწავლოსო
ხოოდა დავრბივარ ესე დროშით.................
.და ეტყობა აწი ჭკვას ვეღარ ვისწავლი