დმიტრო კულება: უკრაინა მზად არის, რუსეთისთვის სერიოზული პრობლემები შექმნას

დმიტრო კულება: უკრაინა მზად არის, რუსეთისთვის სერიოზული პრობლემები შექმნას

უკრაინა მზად არის, რუსეთისთვის სერიოზული პრობლემები შექმნას და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აიძულოს ის, დონბასში ომი შეწყვიტოს, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

„რუსეთი მანიპულირებს, რუსეთი იტყუება, რუსეთი ცინიკურია, თუმცა სხვა რუსეთი არ არსებობს. ზუსტად ასეთი რუსეთი ახორციელებს აგრესიასა და ომს უკრაინის წინააღმდეგ. ამიტომაც საჭიროა ომის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების ყველა შესაძლო ფორმატში გამართვა. ჩვენს პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვქმნით ისეთ პირობებს, რომელიც რუსეთს აიძულებს ეს ქმედებები შეწყვიტოს, თუნდაც ამისთვის რუსეთისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა მოგვიწიოს“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დმიტრო კულებას თქმით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, ყირიმის დეოკუპაციასა და დონბასზე ისაუბროს, ასევე ომი დაასრულოს.