შვედეთის ქალაქ გეტებორგში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ამ ეტაპზე აფეთქების მიზეზი უცნობია. პოლიციაში განაცხადეს, რომ გამოძიება დაიწყეს. სალგრენსკას საუნივერსიტეტო საავადმყოფოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საავადმყოფოში გადაყვანილ დაშავებულებს შორის სამი ქალის მდგომარეობა მძიმეა.