ოპოზიციას აქვს ჩალის ფასი - რასაც თვითონ საუბრობდნენ ეუთო/ოდირზე. კიდევ ერთხელ გადახედონ ისტორიას, პრაქტიკას და ამის შემდეგ ისაუბრონ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში ეუთო/ოდირის მოწვევის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
„რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, თუ რა განცხადებებს აკეთებენ, არაერთხელ გვითქვამს - რომელი მესიჯიც მიუვიდათ ან ამოიკითხეს, რაღაც ხავს მოეჭიდნენ თავისი ჭკუით, ეგრევე წამიერად, მყისიერად დაასხდნენ რაღაც ნარატივს, რომელი ნარატივიც შინაარსისგან სრულიად დაცლილია და დღიდან დღემდე რაიმე სასაუბრო თემა მაინც რომ ჰქონდეთ თავიანთ პარტიულ ტელევიზიებში, ახმოვანებენ ამას, თუ სოცმედია ავიღოთ, თუ ტელევიზია“, - განაცხადა კირცხალიამ.