„ოცნებამ“ შეუწყო ხელი „ნაცმოძრაობის“ აგრესულ პოლიტიკა - 9 წლის განმავლობაში, არ გადაიდგა ნაბიჯი, რომელიც შეაფასებდა 2003-2012 წლის მოვლენებს“

„ოცნებამ“ შეუწყო ხელი „ნაცმოძრაობის“ აგრესულ პოლიტიკა - 9 წლის განმავლობაში, არ გადაიდგა ნაბიჯი, რომელიც შეაფასებდა 2003-2012 წლის მოვლენებს“

„ნაცმოძრაობა“ თავისი ბუნებით აგრესიული დამანგრეველი ძალაა. ის პოზიციონირებს როგორც აქტიური დესტაბილიზაციისა და ქაოსის შემქმნელი. მუდმივი ქაოსი ნოყიერი ნიადაგია ჩვენი მეზობელი სპეცსამსახურებისთვის. ამ შემთხვევაში, რუსეთს ვგულისხმობ. საქართველოში რუსეთის აგენტურას აქვს ყველაზე მეტი გავლენა. სააკაშვილი როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, დღესაც ემსახურება რუსეთის პოლიტიკურ ინტერესს, რადგანაც მუდმივი დაძაბულობის და ქაოსის წყაროა“, - ამბობს „სახალხო პარტიის“ ლიდერი, მამუკა გიორგაძე.

for.ge მამუკა გიორგაძეს ესუბრა.

პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც თვითმმართველობის არჩვენების წინ გვაქვს, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ თვითმმართველობის არჩვენები გადაწყვეტს როგორი იქნება ძალთა ბალანსი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?

მამუკა გიორგაძე: ქვეყნაში შექმნილია ვითარება, რომელიც არ იძლევა ჯანსაღი განვითარების საშუალებას. იქმნება ვითარება, რომ ძირითად სუბიექტებს აწყობთ ასეთი მდგომარეობა. თვითმმართველობის არჩევნებია და ფაქტობრივად, არ ვლაპარაკობთ თვითმმართველობაზე. რეალურად, ჩვენ არ გვაქვს თვითმმართველობა. ადგილობრივი სტრუქტურები ვერ წყვეტენ ვერც ერთ მნიშვნელოვან მოვლენას. ფაქტობრივად, მათ არ გააჩნიათ საკუთარი ფინანსური ბაზა. ელემენტარულად, არ აქვთ წვდომა ნედლეულზე, მიწა იქნება, თუ სხვა სახის ნედლეული, რომელიც ამა თუ იმ რაიონს გააჩნია.

პრაქტიკულად, სოფელი სტატუსის გარეშეა დარჩენილი, სოფელი არ არის ჩვენთან სუბიექტი. სამწუხაროდ, ამ თემაზე არ მიდის საუბარი. ჩვენ არ მივდივართ რეალური თვითმმართველობის დამკვიდრების გზით. ანუ, არ ვქმნით იმ ხელისუფლებას, რომელიც ყველაზე ახლოს უნდა იყოს მოსახლეობასთან. ამიტომ, მოსახლეობის პრობლემების მოგვარების ძირითადი ტვირთი გადავიდა ცენტრალურ ხელისუფლებაზე და ყველა ცენტრალურ ხელისუფლებას - ძველი იქნება, თუ დღევანდელი, აწყობს ეს მოცემულობა. აქედან გამომდინარე, თვითმმართველობის არჩევნებმა კვლავ დამატებითი საყოველთაო არჩევნების ფუნქცია შეიძინა.

ძირითად პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც ტელევიზიებით ჩანან, ე.წ. კვალიფიციური სუბიექტებს (წინა ხელისუფლება და დღევანდელი), რეალური თვითმმართველობა ქვეყანაში არ დაუმყარებია. როგორც უუფლებოდ იყო სააკაშვილის პერიოდში, ასევეა დღევანდელ დღესაც. ამ თემებზე და სახელმწიფო ინსტიტუციების მშენებლობაზე არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს საუბარი. თუნდაც პარლამენტი ავიღოთ, ან სასამართლო, ზუსტად იგივე პრინციპით არის შექმნილი, როგორიც იყო თუნდაც 10 წლის წინ. ამ თემებზე არ მიდის საუბარი და შესაბამისად, მუდმივად ხდება ყველა თემის პოლიტიზირება.

დავუშვათ, ჩოხატაურის, თუ ჩხოროწყუს რომელიმე სოფელში მიწის მიცემა ადგილობრივი მოსახლისთვის, უკვე ხდება გლობალური მასშტაბის პოლიტიკური პრობლემა. იგივე მშენებლობა ამა თუ იმ რაიონში, უკვე ხდება პოლიტიკური საკითხი. შესაბამისად, ეს განაპირობებს იმ პრობლემას, რომ ეს არჩევნები ერთი შეხედვით იქცა თითქოს საყოველთაო არჩევნებად და მეორე მომენტი, ეს გამოვიდა იმის გამო, რომ „ოცნება“ თავის დროზე, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო წავიდა მოლაპარაკებაზე და თვითონვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუკი ის 43% არ იქნებოდა მიღებული თვითმმართველობის არჩევნებზე, მაშინ დამატებით დაინიშნებოდა რიგგარეშე არჩევნები.

აი, ამ ფაქტორებმა განაპირობა ის გარემოება, რომ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, ძირითადად, უფრო მეტად პოლიტიკურ პროცესებზე, ვიდრე თვითმმართველობის საკითხებზე და შესაბამისად, აი, ეს შემოთავაზებული ტალღა, რა თქმა უნდა, აიტაცა „ნაცმოძრაობამ“, მას ეს აწყობდა და სიტუაცია გადავიდა ასეთ დრამატულ სცენარში, რომ თვითმმართველობის არჩევნებმა, ფაქტობრივად, უნდა გადაწყვიტოს ცენტრალური ხელისუფლების შემდგომი ბედის საკითხი.

თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ხელისუფლების შემდგომი ბედი, მაგრამ რეალურად, პოლიტიკური სუბიექტის - „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში არის თვითმმართველობის არჩვენები და მისი შედეგები? ისინი ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ 2 ოქტომბერს უნდა მივიდნენ რეფერენდუმზე. სხვა დატვირთვა მისცეს ამ არჩევნებს და ეს ჩანს კიდეც მათ საარჩევნო კამპანიის სტილში - პასიურები არიან...

- გეთანხმებით. აი, ამიტომ ვსაუბრობ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეუწყო ხელი „ნაცმოძრაობას“ აგრესიული პოლიტიკის განხორციელებაში. 9 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ გადაიდგა ნაბიჯი, რომელიც შეაფასებდა 2003-2012 წლის მოვლენებს, ამ პერიოდის არც პოლიტიკური შეფასება არ მომხდარა და მით უმეტეს არც სამართლებრივი. რეჟიმის ზოგიერთი წარმომადგენელთა სასამართლო პროცესი ისე წარიმართა და იმედნი პროცედურული დარღვევით იქნა სასამართლოები ჩატარებული, რომ როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში ძალიან დიდი უნდობლობა გამოიწვია.

ამიტომ, ის, რომ დღეს „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურ მოედანზე წარმოდგენილი არის როგორც მეორე ძალა, ამაში ძალიან დიდი დანაშაული მიუძღვის „ქართულ ოცნებას“. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ მან შეუწყო ხელი „ნაცმოძრაობის“ რეამინირებას საქართველოში და ეს არის უდიდესი დანაშაული. იმიტომ, რომ ერთი მხრივ პრობლემაა ასეთი ხელისუფლება რომ გვყავს და მეორე მხრივ ტრაგედიაა, რომ ასეთია ოპოზიცია.

როგორ ფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ სამოქმედო გეგმა არის პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება? გამოცდილება აქვთ და მცდელობაც ჰქონდათ...

- „ნაცმოძრაობა“ თავისი ბუნებით აგრესიული დამანგრეველი ძალაა. ის პოზიციონირებს როგორც აქტიური დესტაბილიზაციისა და ქაოსის შემქმნელი. მუდმივი ქაოსი ნოყიერი ნიადაგია ჩვენი მეზობელი სპეცსამსახურებისთვის. ამ შემთხვევაში, რუსეთს ვგულისხმობ. საქართველოში რუსეთის აგენტურას აქვს ყველაზე მეტი გავლენა. სააკაშვილი როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, დღესაც ემსახურება რუსეთის პოლიტიკურ ინტერესს, რადგანაც მუდმივი დაძაბულობის და ქაოსის წყაროა.

რუსეთს აწყობს საქართველოში მუდმივად იყოს ქაოსი, არამდგრადი სიტუაცია, იყოს უპერსპექტივობის განცდა, იყოს უარესის მოლოდინი, რითაც მერე ისარგებლებენ სხვა ძალები. ამიტომ, რევოლუციური სცენარი არ არის სააკაშვილზე დამოკიდებული. 2003 წელს კარგად გვახსოვს, როგორ განვითარდა მოვლენები, რუსეთის სპეცსამსახურებისა და პოლიტიკოსების მონაწილეობით მოხდა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა.

პროცესების თანმიმდევრულობას თუ დავაკვირდებით, შესაძლებელია, 2003 წლის მოვლენების განვითარება, თუნდაც რუსული სპეცსამსახურების ჩართულობით?

- 2003 წელი ვერ განმეორდება იმიტომ, რომ იმ ძალებს რომლებსაც თუნდაც სააკაშვილი მაშინ აწყობდათ, დღეს უკვე სააკაშვილი იმ ფუნქციას ვერ შეუსრულებს. იმდენად დისკრედიტირებულია მოსახლეობის დიდი ნაწილის თვალში, რომ მის ხელისუფლებაში მოსვლაზე არ არის საუაბრი. საუბარია იმაზე, რომ მუდმივი არეულობის და ქაოსის დეტონატორი იყოს, ამ ფუნქციას ბრწყინვალედ ასრულებს. შესაბამისად, ვითარებას აბუქებს თვითონ „ოცნება“, რომელსაც აწყობს ალტერნატივად „ნაციონალური მოძრაობა“.

თავისთვად, თუკი „ოცნება“ შექმნის ჯანსაღ და კონკურენტულ გარემოს, საშუალებას მისცმეს სხვა პოლიტიკურ ძალებს, თუნდაც „სახალხო პარტიას“ მისი მდომარეობის შესაბამისი ადგილი დაიკავოს პოლიტიკურ ველზე, „ნაცმოძრაობა“ აღარ იარსებებს. „სახალხო პარტიას“ აქვს ის რესურსი და პრაქტიკულად, ძალიან ბევრ საკითხებში ყველაზე დიდი ოპონენტი „ნაცმოძრაობის“ არის „სახალხო პარტია“.

ამიტომ, თუკი ჯანსაღი კონკურენცია იქნება „სახალხო პარტია“ და სხვა პარტიები დაიკავებენ თავის ადგილს ქართულ პოლიტიკურ ველზე და „ნაცმოძრაობის“ ადგილი პოლიტიკაში მინიმუმ, შეიზღუდება, მაქსიმუმ, საერთოდ აღარ იქნება. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ „ოცნება“ არ ხსნის პოლიტიკურ გარემოს, არ იძლევა საშუალებას, რომ ერთნაირი პირობები ჰქონდეს ყველა პარტიას. „ნაცმოძრაობას“ აძლევს წინ წამოწევის საშუალებას. ეს ძალიან ცუდად დამთავრდება ქვეყნისთვის.

რაც შეეხება ნიკა მელიას ფაქტორს, რა უფროა მელია - პოლიტიკოსი, თუ ხულიგანი?

- „ნაცმოძრაობა“ როგორც მწყობრი პოლიტიკური პარტია, ასეთს მე ვერ ვხედავ. შესაბამისად, ამ პარტიის ფუნქცია არის შექმნას ხელოვნური დაძაბულობა, ქაოსი, რომელსაც მისი გამოკვეთილი ლიდერები ასრულებენ. ხან ავტობუსში შეხტებიან, ხან ვიღაცას დახვდებიან, ხან რაღაცას გააკეთებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენ გვინდა ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენცია, უნდა შევქმნათ შესაბამისი კანონი და აღარ დარჩება ამ ტიპის ადამიანების, პოლიტიკოსების, თუ პარტიების ადგილი საქართველოში.

სხვა შემთხვევაში ზედმეტი ყურადღება და ფუფუნებაა მათთვის, რომ ჩვენ ვისაუბროთ მათ საქმიანობაზე. მათი მიზანიც ხომ ეს არის, რომ იხმაურონ, პროვოცირებას და საკუთარი თავის აქტუალიზაციას შეუწყონ ხელი. ჩვენ, ნებსით თუ უნებლიედ ხელს ვუწყობთ ამაში. მუდმივად ასანთი უკავიათ ხელში, რომ ცეცხლი წაუკიდონ ჩვენს სახლს. იმისთვის, რომ ჩვენ არ წავაკიდებინოთ ცეცხლი, საჭიროა, ასანთი გამოვგლიჯოთ ხელიდან.

ასანთი შეიძლება 3 ოქტომბერს გამოიყენონ?

- თუ მანამდე არ წაართმევ, რა თქმა უნდა, ისინი მოუკიდებენ ცეცხლს. 3 ოქტმბერს იქნება, თუ 17 ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ეს ხალხი ანთებული ასანთით დარბის მთელს საქართველოში. ამიტომ ჩვენი ამოცანაა ხელიდან გამოვგლიჯოთ ასანთი, მაგრამ თუ ხელისუფლების სურვილი არ იქნება, ასანთი კვლავ „ნაცმოძრაობას“ დარჩება.

 

trampi „ოცნებამ“ შეუწყო ხელი „ნაცმოძრაობის“ აგრესულ პოლიტიკა - 9 წლის განმავლობაში, არ გადაიდგა ნაბიჯი, რომელიც შეაფასებდა 2003-2012 წლის მოვლენებს“


1000 (ათასი) %
3 წლის უკან