ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის განცხადებით, შესაძლოა, ეკლესიასთან დაპირისპირებულ მეუფე პეტრეს, კავშირი ჰქონდეს მეგის ქარდავას საქართველოდან გაუჩინარების საქმესთან და მართლმსაჯულებას რომ ამ ეპიზოდში პეტრე ცაავა გამოეაშკარავებინა, მისი სახით მივიღებდით კიდევ ერთ „პოლიტპატიმარს“.
for.ge დავით ქართველიშვილს ესაუბრა.
„დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში ყველა ბრალდებას გავცემ პასუხს და უკანონო განაჩენების გამომტანი მოსამართლეებისა და ცრუ მოწმეების პირით მოვასმენინებ ჩემს ოჯახს და საზოგადოებას, თუ ვისი დავალებით მოქმედებდნენ“, - წერს პატიმარი მეგის ქარდავა. რა ათამამებს პატიმარ მეგის ქარდავას, როცა ასე ღიად ემუქრება საზოგადოების იმ ნაწლის, რომელმაც მას ბრალი დასდო?
დავით ქართველიშვილი: ვიცი, რა ათამამებდა უკრაინაში ბოლო კვირების, თუ ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ათამამებდა ის იმედი და მოლოდი, რომ 2 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში კვლავ შეიცვლებოდა პოლიტიკური ვითარება, შეიქმნებოდა რეალური საფუძველი, რომ მე-17 დანაპირების შემდეგ, მისი საყვარელი ბელადი, რომელიც მას მართალია, „არ იცნობს“, ჩამოვიდოდა საქართველოში, შეიცვლებოდა ხელისუფლება და მოხდებოდა, როგორც თვითონ თვლის, პოლიტიკური და სამართლებრივი რეაბილიტაცია. აი, ეს აგულიანებს დღესაც. ამ ადამიანებს აქვთ ილუზია, რომ საქართველოში ცოტა ხანში შეიცვლება პოლიტიკური ვითარება, ხელისუფლებას დაუბრუნდება მათი ყოფილი პოლიტიკური გუნდი.
რას ეფუძნება მეგის ქარდავას ეს მოლოდინი?
-არ ვიცი, რას ეფუძნება, მაგრამ გეუბნებით იმას, რაც ვიცი უკრაინიდან და რა ხაზსაც აგრძელებს უკვე საქართველოში ჩამოსვლისთანავე.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ არ იცნობენ მათი ხელისუფლების მაღალჩინოსანს, რომელიც ბრალდებულია 15 უმძიმეს სისხლის სამართლის საქმეში, მაგრამ ამ დროს ვხედვათ, რომ ექს-პრეზიდენტს ორჯერ ჰყავს დაჯილდოვებული; ასევე, სააკაშვილი სტრასბურგისგან ითხოვდა ქარდავას ექსტრადირების შეჩრებას. როგორ ხსნით ამ განრიდებას?
- მარტო მეგის ქარდავას „არ იცნობენ“? დღეს ვინმეს ახსოვს ბაჩანა ახალაია? დააკავირდით ერთ ძალიან საინტერესო გარემოებას - თვეების განმვლობაში ცდილობდნენ პოლიტპატიმრის მანტია მოეხვიათ წარსულში ცნობილი კრიმინალის და რეციდივისტის ჟორიკა რურას მხრებზე. ხომ მოარგეს, ისევე როგორც პოლიტპატიმრად გამოაცხადეს თავის დროზე ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა, ნიკა მელია. მცდელობაც კი არ ჰქონდათ, რომ მიხეილ სააკაშვილზე გადამკვდარი ბაჩანა ახალაიას მიმართ სიტყვით მასალად მაინც გამოეყენებინათ ტერმინი - „პოლიტპატიმარი“.
დღეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბაჩანა ახალაია ისევე სრცხვენია, როგორც სრცხვენია მეგის ქარდავა და ხვალ აუცილებლად შერცხვებათ კოხტა კოდუასი. ხვდებიან, რომ ამ ადამიანებთან გაიგივება თვითმკვლელობის ტოლფასია, მაგრამ ფაქტებს ვერსად გაექცევიან. მეტსაც გეტყვით, როდესაც 2 ოქტომბრის შემდეგ ქარდავა საბოლოოდ მიხვდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ბრუნდება ხელისუფლებაში და მისი საყვარელი ბელადი ვერ მოფრინავს კიევიდან თბილისში, შესაძლოა, ახალი ჩვენებები მისცეს და იმ ბაჩანა ახალაიას შესაძლოა, ბრალიც დაუმძიმოს, ეს ჯერჯერობით არავინ იცის. ასევე, არავინ იცის კიდევ სადამდე მიგვიყვანს მეგის ქარდავა თუნდაც ბრალდებების იმ ნაწილში, რომელიც ეხება საქართველოდან მისი გაპარვის ისტორიას, რომელიც დღემდე იდუმალებითაა მოსილი.
რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ იმას, რომ 2015 წელს ამერიკელმა ჟურნალისტმა გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოდან მეგის ქარდავას გაპარვაში წვლილი მიუძღვის ერთ-ერთ მღვდელმსახურს, რომელიც შემდეგ თურქეთში აკითხავდა მეგის ქარდავას და სამეგრელოს რეგიონში შეგროვებულ თანხას აწვდიდა.
რომელ მღვდელმთავარზეა ლაპარაკი? ცნობილია, რომ ამ კლანთან დაახლოებული იყო პეტრე ცაავა...
- დიახ, მეუფე პეტრე და ძალიან საინტერესო დეტალს ვაწყდებით ამ ნაწილში, რომელიც მეგის ქარდავას ეხება. გავიხსენოთ როდის დაიწყო მეუფე პეტრეს დისიდენტური პოზიცია პატრიარქთან, საპატრიარქოსთან და დედა ეკლესიასთან მიმართებაში? იმ მომენტიდან ხომ არ დიწყო, როდესაც მეუფე პეტრემდე მოვიდა ინფორმაცია, რომ მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხი შესაძლოა დაჩქარდეს და შესაძლოა ალაპარაკდეს?! სამწუხარო პრეცედენტი შეიქმნა საქართველოში - თუ გინდა აცდე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ან პოლიტპატიმრის მანტია უნდა მოირგო, ან პოლიტიკოსი გახდე, ან ისეთ დევნილ პირად გამოაჩინო საკუთარი თავი, რომ ეკლესია გებრძვის შენს მიერ გამოთქმული მოსაზრების გამო.
ასეთ მკაფიო მაგალითს წარმოადგეს კიდევ ერთი მღვდელმსახური. ეს არის ევროპის ერთ-ერთ ეპარქიაში მოღვაწე დეკანოზი ილია ჭიღლაძე. სინამდვილეში წლებია დიდ ბრიტანეთში შეტანილი აქვს თავშესაფარის სტატუსის მაძიებლის შესახებ განცხადება, რომელსაც დღემდე არ უკმაყოფილებენ. არადა ყველანაირად ცდილობს თავისი განცხადება გაამაგროს რელიგიურ საფუძველზე დევნილ ადამიანად. ყოველდღე აგინებს პატრიარქს და საპატრიარქოს ერთადერთი მიზნით - საპასუხოდ მიიღოს ეკლესიური სასჯელის ფორმა, რასაც ვერ ეღირსა და ვერანაირად ვერ ამაგრებს თავის ჩაგრულ მდგომარეობას.
ასე რომ, შესაძლოა, მეუფე პეტრეს კავშირი ჰქონდეს მეგის ქარდავას საქართველოდან გაუჩინარების საქმესთან. ამიტომ, წინასწარ, წელიწადნახევრით ადრე დაიკავა ის პოზიცია, რაც ვნახეთ და თუკი მართლმსაჯულება ამ ეპიზოდში მას მიადგებოდა და გამოაშკარავებდა, მისი სახით მივიღებდით „რელიგიური ნიშნით დევნილ“ კიდევ ერთ „პოლიტპატიმარს“.
როგორ ფიქრობთ, პეტრე ცაავა არის ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, როგორც ქარდავა-ახალაიების ნდობით აღჭურვილი პირი, რომ სისხლის სამართლის საქმე ნაკლები ყოფილიყო ამ კლანის მიმართ? არაოფიციალური ინფორმაციით, ცაავას ფინანსური ინტერესი იკვეთება ახალაია-ქარდავა-შამათავას დანაშაულის დაფარვაში და ეს საქმეები დევს გენერალურ პროკურატურაში...
- მე ვარ ანალიტიკოსი და შემიძლია სხვადასხვა დეტალებიდან გავაკეთო ანალიზი. ჩემთვის მანიშნებელია ის, რომ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ყველასთვის მოულოდნელად, მეუფე პეტრე ცაავამ უცებ ისეთი ცხოვრებისეული პოზიცია დაიკავა დედაეკლესიასთან და საკუთარ პატრიარქთან მიმართებაში, რომ ყურაღებას იწვევდა როგორც ტანჯული, მოწამე, ახალ ჟორიკა რურუათი მოგვევლინა, ოღონდ სასულიერო ხარისხში. ადრე თუ გვიან, თუ შესაძლო გადაცდომებზე მოუწევდა კანონის წინაშე წარდგენა და სისხლის სამართლის დანაშაულზე პასუხისგება, წინასწარ ექნებოდა მხრებზე მორგებული პოლიტპატიმრის ბეგ-რაუნდი, რომ ამ გზით რამენაირად თავი აერიდებინა გარადუვალ პასუხისმგებლობისგან.
საუბრის დასაწყისში კოხტა კოდუა ახსენეთ, როდესაც ამ ადამიანზე ვსაუბრობთ, წარმოუდგენელია, არ შევეხოთ სამეგრელოს კასრების საქმეს, რომელმაც თქვენს ხელში გაიარა. რა ნაწილშია კოდუას ბრალეულობა, რომელიც დღეს უკრაინას აფარებს თავს და ცდილობს გაექცეს მართლმსაჯულებას? მნიშვნელოვანია არ მოხდეს ისე, რომ მხოლოდ მეგის ქარდავაზე და კოხტა კოდუაზე გადატყდეს ჯოხი. იმიტომ, რომ ამ საქმეში თავისი როლი აქვთ ახალაიებს...
- მე, მაქვს კულუარული ინფორმაცია - როდესაც სექტემბრის რიცხვებში სასამართლო განჩინებით კიევში ხდებოდა მეგის ქარდავას აყვანის სპეცოპერაცია და მისი გადაყვანა წინასწარი პატიმრობის საკანში, მასთან ერთად იმყოფებოდა კოხტა კოდუა, რომელსაც ოპერაციის მონაწილე სპეცრაზმელებმა იდენტიფიცირების მიზნით საბუთები სთხოვეს, მიხვდნენ ვისთან ჰქონდათ საქმე და თვითონ უკრაინელმა სპეცრაზმელებმა შეუთვალეს, რომ შენ იქნები შემდეგიო. ამ სიტყვებზე ლამის გული წაუვიდა კოდუას. მას მოუწევს იგივე პროცედურების გავლა, რაც მეგის ქარდავამ გაიარა ექსტრადირებამდე. დროის ამბავია, მაგრამ აუცილებლად კოხტა კოდუასაც გადმოსცემენ საქართველოს მხარეს.
რაც შეეხება ჯოხის გადატეხვას - წარმოვიდგინოთ, რომ იდეალური სისტემა იყო, მიხეილ სააკაშვილი, ადეიშვილი და ძმები ახალაიები იდეალურ სახელმწიფოს ქმნიდნენ და აშენებდნენ და უცებ გაჩნდა სამი მანიაკი, რომლებიც გაუგონარი სისასტიკით მართავდნენ პენიტენციური სისტემას, კუდ-ს, შსს-ს და ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ ამ სახელმწიფოს მშენებლებმა? დღესაც უსირცხვილოდ ამ ხაზს ატარებენ, ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში - ვინ უფრო მაგრად არ იცნობდა მეგის ქარდავას.
ძალიან ბევრ ციხეგამოვლილ ადამიანთან მქონდა კომუნიკაცია. ყველა ერთხმად ამბობს, რომ 2006 წლამდე ციხის შიდაგანაწესი და ციხის ცხოვრება ედუარდ შევარდნაძის დროს დამყარებული წესრიგით მიმდინარეობდა. ქურდული წესი იყო, თუ კრიმინალური, რაც გინდათ დაარქვით, ყოველ შემთხვევაში რაღაცა ისეთი ცხოვრების წესი იყო, რომელიც გამორიცხავდა იმ საშინელ, უგუნურ სისასტიკეს, არადამიანურ მოპყრობას, წამებას და ა.შ. ეს ყველაფერი ციხეში შემოვიდა 2006 წლის შემდეგ, როდესაც ამ სისტემის სათავეში მოვოდა ბაჩანა ახალაია, როდესაც მე-7 საპყრობილეს დირექტორად დაინიშნა მეგის ქარდავა. ამ დროიდან იწყება საშინელება. იმას, რაც ქართულ ციხეში ხდებოდა, ფაშისტურსაც ვერ დარქმევ, იმიტომ, რომ ფაშისტები მაქსიმუმ, მოგკლავნდნენ, დაგხვრეტდნენ, გაგგუდავდნენ, მაგრამ არც ერთ ფაშისტს აზრად არ მოსვლია სიკვდილის წინ გაეუპატიურებინა ადამიანი, რასაც ქართულ ციხეში სჩადიოდნენ სწორედ ეს ადამიანები, რომლებმაც ციხის წიაღში შექმნეს „გაქათამების“ რაზმები, რასაც ფასი დაადეს და თითო „გაქათამება“ მათი ტარიფით 27 ლარი და 50 თეთრი ღირდა. აი, ამაზე რა ვქნათ?! დავივიწყოთ? არ შევიმჩნიოთ? რა თქმა უნდა, ბაჩანა ახალაია ამ ყველაფერს ვერ გაექცევა. 2006 წელი იყო რაღაცა წყალგამყოფი - ადამიანურ და არადამინაურ მოპყრობას შორის ციხეში.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გაურკვევლ ვითარებაში გარდაიცვალა მოსამართლე, რომელიც იხილავდა მეგის ქარდავას ექსტრადირების საქმეს, შეიძლება ვთქვათ, რომ უკრაინაში ქარდავას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა?
- არათუ იხილავდა, მან პარასკევს გამოიტანა გადაწყვეტილება ექსტრადირებასთან დაკავშირებით და შაბათ საღამოს მოკლული იქნა ნაპოვნი. გამოძიება მიმდინარეობს, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება შურისძიების მოტვი - მეგის ქარდავას საქამეზე გამოტანილი განაჩენი. რაც შეეხება საფრთხეს, ფაქტია, რომ დაკავებისთანავე მეგის ქარდავა ითხოვდა ერთ რამეს - საერთო საკანში ქართველებთან ერთად არ მომათავსოთო. რა თქმა უნდა, მის სიცოხლეს საფრთხე ემუქრებოდა მისი სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. ამიტომ ითხოვდა, რომ განმარტოებით ყოფილიყო ცალკე საკანში, ეს მისი თხოვნა გაითვალისწინეს და საქართველოში ექსტრადირებამდე ცალკე საკანში იყო მოთავსებული.
წარმოიდგინეთ, რა დაემუქრებოდა უკრაინის ციხეში, იქ, სადაც ქართველებს მიჰყავთ შიდაგანაწესი, როდესაც მათ ხელში მოხვდებოდა ყველაზე სასტიკი, სისხლიანი ქართული პენიტენციალური სისტემის ყოფილი დირექტორი, ადამიანი, რომელიც აწამებდა, კლავდა და აქათამებდა პატიმრებს. ვერ წარმოიდგენთ რა ელოდებოდა მეგის ქარდავას უკრაინაში საერთო საკანში რომ მოხვედრილიყო. ამიტომ, მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ მისი საერთო საკანში მოხვედრა სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედიოდა.
რატომ შედიოდა მათ ინტერესში, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი საერთო საკანში მოხვედრილიყო, მათი ინტერესი იყო ცოცხლი მოწმის მოშორება? წესით, მათ ხომ იცოდნენ საერთო საკანაში შეყვანის შემთხვევაში როგორ განვითარდებოდა მოვლენები?
- იმ ძალას, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდა ეს ადამიანი ქართული მართლმსაჯულების ხელში არ მოხვედრილიყო, კევიდან დაწყებული და სტრასბურგით დამთავრებული, ყველაფერს აკეთებდა, რომ ამ ადამიანს უკრაინის საღვარი არ გადაეკვეთა და საქართველოში „ოქროს მოწმის“ სტატუსით არ ჩამოსულიყო - ამ ძალის ინტერესებში ცოცხალი მეგის ქარდავა შედიოდა, თუ ციხეში მოკლული მეგის ქარდავა?!
რა თქმა უნდა, მოკლული ქარდავა ბევრად კომფორტული იყო...
- გეთანხმებით, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ადამიანი საქართველოში ექსტრადირებულიყო ცოცხალი. როგორც კი გაიგეს, რომ ქარდავას ექსტრადირების პროცესი გარდაუვალი იქნებოდა, სააკაშვილმა და მისმა „ნაცმოძრაობამ“ ყველაფერი იღონეს, რომ უკრაინის ციხეში მეგისის წინასწარ პატიმრობა რაც შეიძლებოდა დიდი ხნით გაგრძელებულიყო, ერთადერთი მიზნით - ციხიდან ქარდავა ცოცხალი აღარ უნდა გამოსულიყო. ამას ემსახურებოდა სააკაშვილის მცდელობა, თაღლითობით მოპოვებული, გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის, უკრაინის ოფისის ფარატინა ქაღალდი სტრასბურგის სასამართლოში გამოყენებულიყო, რათა ქარდავას საქმე წარმოებაში რომ მიეღოთ. თუმცა სტრასბურგის სამდივნომ, ეს სარჩელი წარმოებაში მისაღებადაც არ სცნო!
ამის შემდეგ, სააკაშვილის კლანმა საქმეში კრიმინალები ჩართო. ყოველ შემთხვევაში, ქარდავას საქმეში ჩაერია მოსკოვში მცხოვრები ერთ-ერთი კანონიერი ქურდი - გაურკვეველია, რა მიზნით? თუმცა, პირადად ქარდავას ეს მიზნები კარგად უნდა ესმოდეს. როგორც გითხარით, კიევში დაკავებისთანავე ის ერთადერთს ბღაოდა - ქართველებთან ერთ საკანში არ მომათავსოთო.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო წლები მეგის ქარდავას უკრაინაში ადგილობრივი კრიმინალიტეტი ედგა გვერდში, განსაკუთრებით ქ. ჟიტომირის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ უკრაინის პენიტენციურ სისტემაში, მეგის ქარდავას ირგვლივ, ქურდულ სამყაროში დიდი ვნებათაღელვა აიწეოდა და მის სიცოცხლეს დიდი საფრთხე დაემუქრებოდა, რაც, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ინტერესებში შედიოდა.
საქართველოს ხელისუფლებას ეს რისკები არათუ გათვალისწინებული, განეიტრალებული ჰქონდა. ასე რომ, ჯალათ ქარდავას მოქმედმა ხელისულებამ სიცოცხლე შეუნარჩუნა, კომფორტულ და „დე-მეგისეულ“ პენიტენციურ სისტემაში დააბრუნა, სადაც მას არც „გაქათამების“, არც მკვლელობის და არც სიცოცხლის სუიციდით დასრულების შესაძლეობა აღარ ექნება. სწორედ ამისთვის კოცნიდა მეგის ქარდავა თბილისის აეროპორტის საფრენ ბილიკს - სიცოცხლის შენარჩუნების გამო, მოქმედი ხელისუფლების მიმართ თავისი მადლიერების მიზნით.
გაქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა, მეგის ქარდავა ალაპარაკდეს? საერთოდ, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია რას იტყვის მსჯავრდებული, როცა არსებობს დოკუმენტური მტკიცებულებები...
- მეგის ქარდავას ალაპარაკებას არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. რას წარმოადგენს ქარდავა ამის კარგი დასტურია მისი ყოფილი გუნდის წევრები, რომლებიც თავის დროზე ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით აჯილდოვებდნენ, მაგრამ დღეს იმაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო არ იცნობდა მეგის ქარდავას. ეს არის აღიარება იმისა, თუ ვინ იყო სინამდვილეში მეგის ქარდავა. ეს არის აღიარება იმისა, როგორ აქციეს ზურგი თანაგუნდელებმა ბაჩანა ახალაიას. ვინმეს ახსოვს ბაჩანა ახალაია, რომლის გულისთვის ციხის კედლებთან ათენებდნენ აკო მინაშვილი და თენგიზ გუნავა? მის უდანაშაულობაზე ყვიროდნენ, მაგრამ დღეს არავის არ ახსოვს, ყველა ემიჯნება.
სხვათა შორის ქარავას ნაწილში ერთ-ერთ ეპიზოდში მონაწილეობს თენგიზ გუნავა...
- კი ბატონო. ერთად არიან დაჯილდოვებული ის და კოხტა კოდუა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ალაპარაკდება, თუ არა მეგის ქარდავა. ერთადერთი იმას აქვს მნიშვნელობა, ყველა ბრალდებას აიღებს თუ არა თავის თავზე. თუმცა, უკრაინაში არაერთხელ არის შემჩნეული კერძო საუბრებში - „როგორ გგქონიათ, თვითშემომედებას ვეწოდი?“ ანუ, მინიშნებით ლაპარაკობდა იმაზე, რომ ვიღაცის დავალებით მოქმედებდა. მისი გადასაწყვეტია რას იზამს.
სხვათა შორის მენიშნა ორი დღის წინანდელი, „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდა წევრის გულწრფელი აღიარება - მეგის ქარდავას ნამდვილად არ ვიცნობდიო. რა თქმა უნდა, ის იმ პერიოდში მე-6-7 კლასელი იქნებოდა. როგორც ჩანს, ამ აღიარებამ გაათამამა უკრაინის მოქალაქე, რომელმაც ხელიდან არ გაუშვა ეს პროპაგანდისტული შესაძლებლობა, მიმართოს თაობას, რომელიც მისი ხელისუფლების დროს სკოლაში სწავლობდა, ხოლო დღეს უკვე ამომრჩეველს წარმოადგენს.
ეს ამნეზია, რომელიც ამ სექტანტებს ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავასა თუ კოხტა კოდუას მიმართ დაემართა და, რომლებიც ყოველდღე ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, ვინ უფრო დიდი ხანია არ იცნობდა ამ მწამებელ ჯალათებს, გაავრცელოს ახალგაზრდა თაობაზეც. სწორედ მათ მიმართავს ბელადი, საკუთარი მმართველობის პერიოდის „რომანტიზაციისა“ და „ჰეროიზაციის“ მცდელობით, რათა დღევანდელობა „ბანძუსტანსა“ და „საბანძეთს“ შეადაროს.
იმავე ახალგაზრდობას უნდა ვკითხო - გნებავთ, რომ თქვენი წარმატებული მამის ბიზნესი უცოდინარმა ხეპრემ გადაიფორმოს, საკანში თქვენი საყვარელი დედიკოს მის თვალწინ გაშიშვლებისა და ჯგუფურად გაუპატიურების მუქარის ძალით?! გნებავთ, რომ თქვენ, წარმატებულ სტუდენტს ქუჩაში ნარკოტიკი ჩაგიდონ, რომ თქვენი გამოსასყიდის სახით მშობლებს ან ბინა ან აგარაკი აახიონ?! გნებავთ, რომ ხეპრე მაღალჩინოსნის ცოლს თქვენი დედიკოსთვის ნაჩუქარი ლამაზი მანქანა მოეწონოს და ამ მომენტიდან დაწყებული თქვენს ოჯახში ჯოჯოხეთი შემოვიდეს?! გნებავთ, რომ 27 ლარად და 50 თეთრად თქვენი უდანაშაულო, სოფლად გაზრდილი მამიკო, რომელიც თბილისშიც კი არ იყო ნამყოფი, აშშ-ს საელჩოს აფეთქების მცდელობას ტენიდნენ მისი გაუპატიურების გზით, ამისთვის სპეციალურად გამოზრდილი „გამქათამებელ“ არაკაცთა მეშვეობით?! გნებავთ, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა და ქვეყნის ბიუჯეტი, ჩართული იყოს და მუშაობდეს თქვენი ახურუშებული პრეზიდენტის სპერმატოზოიდების ხშირი შემოტევების დასაძლევად?! გბებავთ, რომ საკუთარი გამდიდრების მიზნით, ახალი ომების პროვოცირებას და თქვენი, ახალგაზრდების საზარბაზნე ხორცად გამოყენებას კვლავ ჰქონდეს ადგილი?! უამრავ პუნქტს მიამატებდა კაცი ერთადერთი შეკითხვით - გნებავთ? თქვენ, უბრალოდ, იმ დროს ან სკოლაში, ან საბავშვო ბაღში დადიოდით და მართლა არ გახსოვთ და არ იცით, რა არის „საბანძეთი“, როგორც ამას დღემდე უმალავენ პატარა სამი წლის გოგონას, რომლის საყვარელი მამიკო გლდანის მე-7 საპყრობილეში აიყვანეს 2010 წელს, გაუპატიურების მუქარით საკუთარ ბავშვობის ძმაკაცზე ცრუ ჩვენების მიცემა აიძულეს და სახლში გაუშვეს. შინ დაბრუნებისთანავე კი მან ეს გოგონა მუხლებში ჩაისვა, მისი ოქროსფერი თმების სურნელი ღრმად ჩაისუნთქა და როგორც კი დააძინა, მე-13 სართულის აივნიდან გადახტა.
რამდენიმე პრემიერის ხელში გამოიარა მეგის ქარდვას ექსტრადირების საქმემ. უნდა ვთქვათ, როდესაც ვსაუბრობთ ქარდავაზე, ავტომატურად ვსაუბრობთ სააკაშვილზე, რომელიც ღერძი იყო ამ ყველაფრის, რაზეც თქვენ ისაუბრეთ. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მოხვდა ციხეში ახალაია, მერაბიშვილი, სამეგრელოს კასრების საქმის ფიგურანტები, მათ შორის მოხდა გია დგებუაძის, იგივე „მასტერას“ ექსტრადირება, რომელიც არაფრით ჩამოუვადება მეგის ქარდავას. ელოდებით, რომ ერთ დღესაც შეიძლება მოხდეს სააკაშვილის ექსტრადირება? უზრუნველყოფს ამას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი?
- ირაკლი ღარიბაშვილს საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგო, როგორც საგარეო, ასევე შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით. ამ მემკვიდრეობას ეს ადამიანი ბოლო 6 თვეა ინტენსიურად უმკლავდება და ცდილობს, სამშვიდობოზე გამოიყვანოს ჩიხში შესული ძალიან ბევრი თემა. მისმა წინამორბედებმა არც ერთი ნაბიჯი არ გადადგეს იმისათვის, რომ უკრაინასთან ვითარება დაელაგებინათ და ამ სიტუაციით მიხეილ სააკაშვილი სარგებლობდა. დასცინოდა კიდეც სახელმწიფოს, რომ სანამ მე ვარ უკრაინაში, თქვენ ამ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერ დაალაგებთო. ეს კომპლექსი გადალახა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს პერიზდენტმაც. დაამყარეს ურთიერთობა თავის კოლეგებთან და ძალიან მარტივად, მთელი რიგი, ჩიხში შესული საკითხები უცებ გადაილახა. ამიტომ, კოხტა კოდუა იქნება, თუ უკრაინაში მყოფი სხვა მსჯავრდებულების საკითხი, იქნება გადაწყვეტილი და ამაში ეჭვი არ მეპარება.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, პირველ რიგში, ის ჩვენთვის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, უკრაინის მოქალაქეა. დარწმუნებული ვარ, თავისი ავანტურისტული ბუნებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლებრივ ველს გადაკვეთს თვითონ საკუთარ ქვეყანაში, უკრაინაში. პირველ რიგში, თვითონ უკრაინის ხელისუფლების თავსატეხი იქნება მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი მომავალი, ვიდრე ჩვენი. ეს არაა საქართველოს მოქალაქე მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა, ეს არის უკარაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. ვნახოთ, უკრაინის გადასაწყვეტია მისი მომავალი ბედი.