წინასაარჩევნო კამპანია ისე მშვიდად მიმდინარეობდა, ქვეყანაში არც კი იგრძნობოდა არჩევნების მოახლოვება. სიმშვიდე არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დაირღვა,
როგორც ყოველთვის, ახლაც წინასაარჩევნოდ გამოჩნდა ფარული ჩანაწერები, გაჩნდა დედაქალაქში სისხლიანი ბანერები, რეიტინგების ომი, რომლის კვლევასაც ოპოზიცია და ხელისუფლება ერთიმეორის მიყოლებით ატარებს. ამ ყველაფერს for.ge-თან ინტერვიუში მმართველი გუნდის წევრი ნოდარ ტურძელაძე აფასებს.
წინასაარჩევნო კამპანია ძალიან მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდა, რამაც წინასაარჩევნო ფონი გაამწვავა. რასთან გვაქვს საქმე, მართლა ასეთი ტოტალური მოსმენები მიმდინარეობდა?
- დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ. გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ამ საკითხში მთავარი ის არის, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ რეჟიმში მიდიოდა, ოპოზიცია პრაქტიკულად არ აქტიურობდა და არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ე.წ. ჩანაწერები გამოჩნდა, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის. ამ ჩანაწერების ავთენტურობას გამოძიება დაადგენს. საზოგადოება კარგად უნდა ხვდებოდეს რატომ გამოჩნდა აღნიშნული ჩანაწერები არჩევნებამდე ორი კვირით ადრე და რა მიზანს ემსახურება - ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი.
გამოძიებიება დაწყებულია, მაგრამ უცხოელი სპეციალისტები თუ ჩაერთვებიან საგამოძიებო მოქმედებაში?
- შესაბამისმა უწყებებმა დასახმარებლად უცხოელ სპეციალისტებს მიმართეს. გამოძიება, რა თქმა უნდა, ობიექტური იქნება და საზოგადოება ჭეშმარიტებას გაიგებს. უბრალოდ, ამ ჩანაწერების გამოქვეყნების მიზანი ის იყო, რომ ვინც ჩანაწერები გამოაქვეყნა, კარგად მოეხსენება ორ კვირიან მონაკვეთში, ობიექტურად ჩატარდეს გამოძიება და პასუხები გაეცეს - ეს შეუძლებელია. დესტრუციულ ძალებს, ვინც ამას აკეთებს, მხოლოდ ის აინტერესებთ, რომ მოკლე ვადაში მიიღონ პასუხი, რათა შემდეგ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მოსმენები უნდა იყოს, ეთანხმებით კალაძეს?
- ნებიმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, კანონის ფაგლებში მოსმენა შეიძლება განხორციელდეს, რადგან შესაბამისი უწყებები დანაშაულის პრევენციის მიზნით ახდენენ შესაბამის რეაგირებებს. ეს არის ფაქტი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის აღიარებული და არა მარტო საქართველოში და, ალბათ, კალაძემ ეს იგულისხმა. აბა, რისთვის არსებობს ეს სამსახურები თუ დანაშაულის პრევენციას არ შეძლებენ?! თუმცა, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში.
ასევე გვერდს ვერ ავუვლით სისხლიან ბანერებს, რომელიც დედაქალაქში გამოჩნდა. თქვენს თანაპარტიელებს ზოგს მოსწონს აღნიშნული ბანერები, ზოგსაც არა. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით და ვის დასჭირდა სისხლიანი ბანერების გაკვრა?
- ჩემთვის სიძულვილის ენა მიუღებელია. თუმცა, რაც მეტად კარგად გავათვიცნობიერებთ 9 წლის წინ თუ რა ძალა დავამარცხეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი - სხვადასხვა გზებით ეს ძალა ისევ ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას, რომელიც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას. მაგრამ სიძულვილის შემცველი ბანერი იქნება, სატელევიზიო გადაცემა, ჟურნალი, თუ სოციალური ქსელი, ჩვენ ვნახულობთ, როგორ მიდის ხელისუფლების მიმართ სიძულვილის გამოხატვა. ჩემთვის ეს მიუღებელია.
რეიტინგებსაც რომ შევეხოთ, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე არაერთი რეიტინგი გამოქვეყნდა. „ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევების გარდა, თქვენთვის მისაღები რომელი იყო და რომელ კვლევას ენდობით?
- მოგეხსენებათ, რომ მე ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და 5 წელი ამ რაიონის გამგებელი ვიყავი, ამიტომ საზოგადოებასთან აქტიური კომინიკაცია მქონდა. ზუსტად ეს არის ჩვენთვის კვლევის ყველაზე დიდი საგანი - საზოგადოებასთან ურთიერთობა და მათი განწყობა. ახლაც, წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც, მოსახლეობას აქტიურად ვხვდებით. არა მარტო წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ჩვენ მუდმივად მჭიდო კავშირი გვაქვს მოსახლეობასთან, რათა მათი შეხედულებებიდან გამომდინარე დაიგეგმოს სამუშაოები. რა განწყოაა საზოგადოებაში, ეს არის ჩემთვის საზომი. გვახსოვს, საპარლამენტო არჩევნების დროს ზოგი „ოცნებას“ 37%-ს უწერდა, ზოგი 30%-ს, თუმცა, საბოლოოდ რეალობა სულ სხვა იყო. შემდეგ, ოპოზიციამ ესეც გაასაჩივრა, სამართლიანი არჩევნების შეცდომაც ვნახეთ და საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა, მაგრამ ის ოპოზიცია ვინც არჩევნებს აპროტესტებდა საგამოძიებო კომისიაში არც შესულა. საბოლოოდ, საგამოძიებო კომისიამ ობიექტური დასკვნა დადო, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. აქედან გამომდინარე, წინასაარჩევნოდ არაერთი კვლევა ტარდება, თუმცა, ჩემთვის პირადად ყველაზე სანდო არის საზოგადოების დამოკიდებულება ჩვენი გუნდის მიმართ.
დაბოლოს, მინდა გკითხოთ, როგორ ფიქრობთ, ფარული ჩანაწერები, რომელიც წინასაარჩევნოდ გამოქვეყნდა, „ქართული ოცნების“ რეიტინგზე რამდენად იმოქმედებს?
- ამ საკითხზე ბჭობა გამოგვდის, მირჩევნია, ფაქტებით ვისუაბრო. როდესაც გამოძიება დასრულდება, შესაბამისად ობიექტური ჭეშმარიტება დაიდება.
თქვენი პოზიცია გასაგებია, რადგან მმართველ გუნდს წარმოადგენთ, მაგრამ გვახსოვს სწორედ 2012 წელს ფარული ჩანაწერები გახდა მიზეზი იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებიდან წავიდა და მათი რეიტინგი დაეცა...
- ამ შემთხვევაში ხაზი იმას უნდა გავუსვათ, რომ იმ 9 წლიანი რეჟიმის დროს, თითოეული ოჯახი საკუთარ თავზე გრძნობდა რეპრესიას, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება ახორციელებდა. დღეს ზუსტად ეს არის განსხვავება, რომ დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ჩვენი მოსახლეობა რეპრესიებს არ გრძნობს, ამიტომ ნაკლებად დამაჯერებელია ეს კონკრეტული გავრცელებული ჩანაწერები. ეს არ არის მარტო ჩემი მოსაზრება, ეს საზოგადოების მოსაზრებაა, რადგან ამას ყოვედღიურად მათთან შეხვედრისას ვხედავთ.