ევაკუაციის გაფართოება ლავის მიმართულების ცვლილებამ გამოიწვია. ვარაუდობდნენ, რომ ის პირდაპირ ზღვაში ჩაედინებოდა, თუმცა, პროგნოზი არ გამართლდა.
კუნძულ ლა პალმაზე, ვულკანმა ამოფრქვევა კვირას დაიწყო. მას წინ მიწისძვრები უძღოდა. ვულკანის გამო დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.