რუსეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ითვლიან. ამ დროისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ბიულეტენების 50%-ზე მეტი აქვს დათვლილი.
ბოლო მონაცემებით, სახელმწიფო დუმაში 5 პარტია შევა. პირველ ადგილზე ხმათა 46.1 %-ით მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთია“, მეორე ადგილს 21.4%-ით კომუნისტური პარტია იკავებს. მესამე პოზიციაზე 8 %-ით ლიბერალ-დემოკრატიული პარტიაა. მეოთხე-მეხუთე პოზიციებს კი „სამართლიანი რუსეთი“ და „ახალი ხალხი“ ინაწილებენ.
სახელმწიფო დუმის არჩევნები რუსეთში 17-19 სექტემბერს ჩატარდა.