ევროკავშირი ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს 100 მილიონი ევროთი ზრდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ჩვენ ავღანელი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შიმშილი და ჰუმანიტარული კატასტროფა. ამიტომაც ჩვენ კვლავ გავზრდით ავღანეთისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას 100 მილიონი ევროთი. ეს ავღანეთის მხარდაჭერის ახალი, უფრო ფართო პაკეტის ნაწილი იქნება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.