„ეს რაღაც გაუგებარი კრებსები ჰქონდათ ნაცებს და არ გამოაქვეყნეს? - ამ სიბინძურის უკან სწორედ გახარია და მისი თანამზრახველები, საბანაძე და ხოჯევანიშვილი დგანან!“

„ეს რაღაც გაუგებარი კრებსები ჰქონდათ ნაცებს და არ გამოაქვეყნეს? - ამ სიბინძურის უკან სწორედ გახარია და მისი თანამზრახველები, საბანაძე და ხოჯევანიშვილი დგანან!“

თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, აქტუალური ისევ ფარული ჩანაწერები ხდება. ამჯერად მოქმედი პირები მაღალი იერარქიის სასულიერო პირები არიან. დაუცველი ვებ-გვერდის ბმული, სადაც ფარული ჩანაწერის ათასობით ფაილი იყო ატვირთული, ამ დროისთვის ინტერნეტში აღარ იძებნება. ჩანაწერი მოიცავდა მიმოწერებს, სატელეფონო საუბრებს, პოლიტიკურ განწყობებს, რუსულ კვალს, პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას. არაოფიციალური ინფორმაციით, ჩანაწერები 2014 წლით თარიღდება.

ფაილების ავთენტურობა დადასტურებული არ არის. გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. არაოფიციალური ინფორმაციით, ეს არის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანის პირადი ქეისი, რომელმაც შეგნებულად გაასაჯაროვა სკანდალური ჩანაწრები, გაბრაზებულმა, რომელიც გამოაგდეს იქიდან, სადაც იყო.

„სხვათა შორის იქადნებოდა კიდეც, დედას გიტირებთო. იმენად დახარისხებული და დალაგებულია, რომ ეს არის ოპერატიული თანამშრომლების მიერ შედგენილი ქეისი“, - ამბობს for.ge-ს წყარო, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ჩანაწერების გავრცელების უკან „ქართული ოცნებასთან“ დაახლოებული ადამიანია, რომელმაც ყოფილ პრემიერთან, გიორგი გახარიასთან გადაინაცვლა. For.ge ამ ადამიანის გვარს შეგნებულად არ ასახელებს, ვინაიდან ინფორმაცია 100%-ით დადასტურებული არ არის.

კიდევ ვინ დგას ფარული ჩანაწერების გავრცელების უკან და რა კავშირი აქვს ამასთან მეგის ქარდავას? ამ საკითხზე for.ge-თან ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კიდევ ორ გვარს ასახელებს.

ფარული ჩანაწერებში, რომელიც ვიხილეთ, ამჯერად მოქმედი მაღალი იერარქიის სასულიერო პირები არიან. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ჩანაწერები თავისი შინაარსით უფრო მძიმეა, ვიდრე ეს იყო 2012 წლის ციხის კადრები. ბატონო დავით, ვის ინტერესში შედის წინასაარჩვენოდ ამ თემებით სპეკულირება?

დავით ქართველიშვილი: მოდით, მაშინ შევადაროთ. მე, სამსახურეობრივად თანამონაწილე ვიყავი იმ ოპერაციის განხორციელებაში, რასაც ნარაზენის ტყეში აღმოჩენელი კასრების საქმე ჰქვია და რომელშიც პირადი ცხოვრების ამსახველი უამრავი ფაილი იქნა აღმოჩენილი, მათ შორის უამრავი დოკუმენტი. დასაჭერ პირთა რვეული მეჭირა ხელში, სადაც ჩაწერილი იყო 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ვინ და რასთან დაკავშირებით უნდა დაეჭირათ. ეს ყველაფერი ხელში მეჭირა და ნანახი მაქვს. გარდა ამისა, ძალიან ბევრი მასალა მტკიცებულებად სცნო სასამართლომ. ბევრმა მოიხადა სასჯელი, ბევრი ჯერ კიდევ ციხეშია.

საუბარი მაქვს შემდგარ დანაშაულთან, რომელმაც გაიარა ყველა სამართლებრივი შეფასება, დადგა სასამართლო განაჩენი და დღეს, ჩვენ რატომღაც იმ სამართლებრივად დამტკიცებულ ფაქტებს ლამის ვუთანაბრებთ რაღაცას, რაზეც გამოძიება დაწყებულია, მაგრამ პირველადი მონაცემებიც კი არ გვაქვს ჯერ. ჩვენ ვსაუბრობთ, თითქოს სუს-იდან გაჟონა ამ ჩანაწერებმა და ამას მტკიცებით ფორმას ვაძლევთ.

მტკიცებულება, რომ ეს ჩანაწერები სუს-დან გავრცელდა არ არსებობს. მხოლოდ ვარაუდის დონეზეა. არ ფიქრობთ, რომ სუს-ი არის გავრცელების წყარო?

- ვინ დაამტკიცა, რომ სუს-იდან გავრცელდა? სუს-ის რომელი დანაყოფიდან და ოპერატიული თანამშრომლის მხრიდან გავრცელდა? ეს ყველაფერი უკვე ვიცით? ის, რაზეც მე დავიწყე საუბარი, ამის შესახებ ვიცით აბსოლუტურად ყველაფერი და იმ კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულში მონაწილე თითქმის ყველა ფიგურანტმა მოიხადა სასჯელი, ზოგიერთი კიდევ იხდის სასჯელს. ამიტომ, 2012 წლის და ამ ჩანაწერების ერთმანეთთან შედარება არაფრით არ შეიძლება.

ის, რომ წინასაარჩევნოდ ამ სერიალს შემოგვთავაზებდენ, ეს ცხადი იყო. წინ გვაქვს კიდევ უამრავი სხვა საინტერესო სერიები. ერთ-ერთ სერიაში სააკაშვილი ჯარს მიმართავს, ოფიცრებს მისტირის. დღეს კიდევ ერთი უტიფარი ვიდეო გამოჩნდა, როდესაც სააკაშვილი მოგვევლინა დედა ეკლესიის, პარტიარქის და ქართული ტრადიციების ერთადერთ დამცველად. იმ ყველაფრის დამცველად, რომელსაც ბოლო 9 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი „ანგრევს“, „პატრიარქის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს“ და მსგავსი რამ.

ხვალ-ზეგ ველოდები ახალ ვიდეო რგოლს, სადაც სააკაშვილი გამოჩნდება საქართველოში ქალწულობის ინსტიტუტის ერთადერთი დამცველი, რომლის შენარჩუნებაში პირადი წვლილი ჰქონდა შეტანილი მთელი 9 წლის განმავლობაში. ამიტომ, ამ შიზოფრენიული სერიალის თითოეული სერია ძალიან ადვილად იშიფრება. ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო, წარმოებაში იყო შეგდებული წინასაარჩევნოდ.

ვის მიერ, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი დეტალი?

- მოდით, ლოგიკურად გავყვეთ. პირველი - საუბარი მაქვს იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომლის ინტერესებში შედის, რაც შეიძლება მეტი ტალახში გასვაროს მოქმედი ხელისუფლება. მეორე - ის ძალა, რომელსაც სამსახურეობრივად ჰქონდა წვდომა აი, ამ ტიპის მასალებთან, რომელსაც შეეძლო და დღესაც შეუძლია თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ამ მასალების გარკვეული ნაწილის გამომზეურება და სააშკარაოზე გამოტანა. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც შეეძლო ამ ჩანაწერების გამოქვეყნება, 2015 წლიდან გამაგდეს სისტემიდან. თქვენ ხომ არ შეგეძლოთ ამის გავრცელება? ამიტომ წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, ლოგიკურია იმის გამოცნობა, ვის შეეძლო ამის გაკეთება.

ვისზე მიანიშნებთ - ხოჯევანიშვილსა და საბანაძეზე?

- რა თქმა უნდა. საბანაძეს ამ კუთხით შს სამინისტროს მხარე ჰქონდა ჩაბარებული. მანამდე სუს-ში იყო ერთ-ერთი უსერიოზულესი მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი და ეს არ დაგვავიწყდეს. რაც შეეხება ხოჯევანიშვილს, ბოლოს იყო სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე. ამიტომ საუბარი მაქვს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ეს ყვლაფერი შეეძლოთ გაეკეთებინათ. მე და თქვენ ეს არ შეგვეძლო გაგვეკეთებინა, მაგრამ მათ ეს შეეძლოთ და პლუს კიდევ მათ აქვთ პოლიტიკური მოტივაცია. მათ დღეს აწყობთ ამის გამოტანა. ანუ, იკვეთება პირთა წრე.

რაც შეეხება ხოჯევანიშვილს, საინტერესო დეტალია ისიც, რომ ის პირდაპირ ერეოდა საეკლესიის საქმეებში, ხოლო როცა ვსაუბრობთ გახარიას გუნდზე, არ უნდა დაგვავიწყდეს მისი როლი დავით გარეჯის საქმეში. სწორედ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს გაიყინა ეს საქმე და ამის შესახებ მაშინ, ჩემთან ინტერვიუში ღიად საუბრობდნენ გარეჯელი ბერები...

- კი, აბსოლუტურად გეთანხმებით. მოდით, ხოჯევანიშვილზე საუბარი დავიწყოთ 2011 წლის 17 სექტემბერიდან, როცა სასტიკად, ფაშისტური ილეთების გამოყენებით, არადამიანური სისასტიკით და წამებით გლდანის მე-7 საპყრობილეში მეგის ქარდავას ბრძანებით მოკლული იქნა პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე. ზუსტად 4-5 თვეში, თებერვალში იმავე გლდანის მე-7 საპყრობილე ნიდერლანდებიდან ჩამოსულ დელეგაციას დაათვალიერებინეს როგორც ყველაზე სანიმუშო პენიტენციალური სისტემა. სხვათა შორის ჰოლანდიელმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ არნახული სიჩუმე იყო დერეფნებში, და, რომ ბუზის გაფრენასაც კი ვერ გაიგებდიო.

ისე იყვნენ დაშინებული პატიმრები იმ საპყრობილეში, სადაც ადამიანებს არადამიანურად აწამებდნენ, რომ უცხოელებს როგორც სანიმუშო დაწესებულება ისე აჩვენეს. ვინ იყო იმ პერიოდში პენიტენციური სისტემის საერთაშორისო ურთიერთოებების დეპარტამენტის უფროსი? - ალექსანდრე ხოჯევანიშვილი. ამიტომ ჩემთვის იმ საზარელ დანაშულში ბრალდებულზე, რომელმაც მეგის ქარდავას ბრძანებით ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული, არანაკლებად დამნაშვეა ამ დანაშაულის გამპრავებელი საერთაშორისო დონეზე.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილს გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა. მაშინ, როდესაც ამ ადამიანს შეეძლო ქვეყნის გარეთ გაეტანა ინფორმაცია ამ საზიზღრობის შესახებ, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ადგილი ჰქონდა საქართველოში, ან ამ ყველაფრის შემდეგ სერგო თეთრაძის ოჯახს შეხვედროდა და აეხსნა რა გააკეთა, რის გაკეთებას შეეცადა, სად გააჩერეს და რა არ გააკეთებინეს, ეს არ გაუკეთებია. ის ფაქტობრივად, ირიბად ხელს აწერს ციხეში ჩადენილ საშინელ დანაშაულებებს, რომელიც ციხის ბუნტის შემდეგ თავისი სისასტიკით და ცინიზმით მეორე ადგილზეა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა რომ ვიცით, წარმოუდგენელია მათ ასეთი კადრები უბრალოდ შენახული ჰქონოდათ და მით უმეტეს არავინ იცის, რომელი წლების ჩანაწერების კრებულია. თავისთავად ჩნდება კითხვა - 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ინახავდა ამ კადრებს „ნაციონალური მოძრაობა“?

- აი, აქედან ჩნდება გახარია-ხოჯევანიშვილი-საბანაძის თემა. 2020 არჩევნების წინ ვერ გამოიყენებდნენ ამას, მაგრამ იყენებენ 2021 წლის არჩევნების წინ, იმიტომ, რომ 2020 წლის არჩვნების შემდგომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა - გახარია წავიდა ოპოზიციაში და გაიყოლა საბანაძეც და ხოჯევანიშვილიც. ესეც ხომ ლოგიკაში ჯდება - ახლა რატომ გაჩნდა ეს ყველაფერი? არის ეჭვი, რომ ეს ჩანაწერები ზუსტად გახარიას პარტიას და ამ გვარებს უკავშირდება.

რამდენი არჩევნები იყო აქამდე, რაც ნაცებმა წააგეს? რამდენჯერ გამოაცხადეს „რეფერენდუმი“, რამდენჯერ უთხრეს თავის ამომრჩეველს, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში შედიოდნენ? ახლა ვინმემ მითხარით, ეს რაღაც გაუგებარი კრებსები ჰქონდათ ნაცებს და არ გამოაქვეყნეს? შეინახეს? აქ იდიოტი არავინ არის! ყოველდღე ვრწმუნდები, რომ ამ სიბინძურის, ამ ფალსიფიკაციის უკან სწორედ გახარია და მისი თანამზრახველები, საბანაძე და ხოჯევანიშვილი დგანან! ეკლესიასა და სახელმწიფოზე შტურმის უკან სწორედ ეს სამეული დგას. გუშინდელი დღე ამის ნათელი დადასტურება იყო.

ეს პროცესები დროში დაემთხვა მეგის ქარდავას დაკავებას. უკრაინაში სერიოზული პროცესები მიმდინარეობს, საეჭვო გარემოში გარდაიცვალა საქმის მოსამართლე და არსებობს ეჭვი, რომ კვალი ქარდავას გარემოცვასთან მიდის. ქარდავას ექსტრადიციის მოლოდინში ჩნდება სუს-ის ჩანაწერები. როგორ ფიქრობთ, ქარდავას საქმის გადასაფარავად მოხდა ამ ჩანაწერების გავრცელება?

- ამ ისტორიის გაჟღერება, რომელსაც წინასაარჩევნოდ სერიალივით ვუყურებთ, დაგეგმილი იყო, მაგრამ მოულოდნელი იყო მეგის ქარდავას ეპიზოდი. ისინი ხვდებიან, რომ მეგის ქარდავას ეპიზოდებს აი, ამ თავისი „სენსაციებით“ ვერ გადაფარავენ, წყალში ეყრებათ ამდენი ხნის წინ დაწერილი სცენარი და მისი განხორციელება თავისი ტელევიზიების მეშვეობით. ეს არის აბსულუტურად დაუსაბუთებელი მტკიცებულებების გარეშე მოტანილი რაღაცა ჭორები, რომელთა წარმომავლობა დადასტურებული არ არის.

აქეთ, ამის საპირწონედ ჩვენ გვყავს ოქროს მოწმე, ეს არის სააკაშვილის სადისტური რეჟიმის სავიზიტო ბარათი - მეგის ქარადავა, რომელიც დავიწყებული ჰყავდა „ნაცმოძრაობას“ და მის ამომრჩეველს. დარწმუნებული ვარ, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთა ახალგაზრდების ბანაკში მეგის ქარდავას და მისი „გმირობების“ შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ და მათთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა იქნება ის საზიზღრობა და საშინელება, რომელიც მოგვიწევს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, გავახსენოთ ერთმანეთს და „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველსაც. ამიტომ, ეს იყო მათთვის ძალიან მოულოდნელი რამ.

ეგონათ, რომ ამ გაუგებარი ჩანაწერებით ისინი შეძლებდნენ ტოლობის ნიშნის გავლებას ამ ხელისუფლებასა და სააკაშვილის ხელისუფლებას შორის, მაგრამ შინაარსობრივად არანაირი ტოლობის ნიშანი არ გამოუვიდათ. მათი გაკეთებული გმირობები დაფიქსირებულიც არის, შენახულიც არის, გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებად არის მიღებული და განაჩენიც დამდგარია.

ერთადერთი ვის მიმართაც განაჩენი დღემდე არ დამდგარა, ესენი არიან ამ დანაშაულის დამკვეთები, რეჟისორები, სცენარის ავტორები: მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა. ეს შავი დღეც დაუდგა „ნაცმოძრაობას“. ყველანაირად ცდილობდნენ და დღესაც ცდილობენ ქარდავას გარდაუვალი ექსტრადაცია, არჩევნებამდე არ მოხდეს, მაგრამ არჩევნებამდე აუცილებლად მოხდება მისი ექსტარდიცია. ამიტომ, რაც არ უნდა ფილმები და სენსაციები შემოგვთავაზონ, ვერაფრით ვერ გადაფარავენ იმას, რაც ჯერ კიდევ წინა გვაქვს გასავლელი ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შემდეგ.

ქარდავას ბარდება ექსტრადირების გადაწყვეტილება, სააკაშვილი ტოვებს უკრაინას, მიდის აშშ-ი, „ნაცმოძრაობა“ იგნორს აკეთებს და არ იმჩნევს ქარდავასთან კავშირს. როგორ ფიქრობთ, უკრაინაში ქარდავას დაკავებას, კოხტა კოდუას, გიგი კალანდაძის და ამ ჯგუფის მობილიზებას გაარიდა სააკაშვილმა თავი, რომელიც ამბობს, რომ ქარდავას არ იცნობს?

- გუშინ და გუშინ წინ იყო ამერიკაში, დღეს არის სტრასბურგში, სადაც „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებიც არიან ჩასული და ცდილობენ ევროპარლამენტარებთან შეხვედრას. მიდის მაქსიმალური მობილიზება, რათა ევროპიდან მოხდეს ზეწოლის გენხორციელება უკრაინის ხელისუფლებაზე, რომ რაღაცა შეცვალონ იმაში, რაც არ შეიცვლება. იმიტომ, რომ უკარაინის ბოლო ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა საბოლოო განჩინება იმის შესახებ, რომ მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადაცია განხორციელდეს 19 სექტემბრამდე.

სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ პოზიცია, როდესაც ემიჯნებიან მეგის ქარდავას, გახდება პარტიაში დაპირისპირების მიზეზი? ფაქტია, რომ ქარადავასთან ურთიერთობის წლების გახსნება „ნაცმოძრაობას“ არ აწყობს...

- მე არ ვიცი, რა ტაქტიკას მიმართავს მეგის ქარდავა საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ. ის თავის თავზე აიღებს იმ ყველა დანაშაულს, რაც არ საჭიროებს დამატებით მტკიცებულებას? გარწმუნებთ - ვიდეო, აუდიო ფაილები, ცოცხალი მოწმეების ბაზა იქნება წარმოდგენილი მეგის ქარდავას საქმეზე. ვუმტკიცებთ ქარდავას მის მიერ ჩადენილ სისასტიკეს და არადამიანურ მოპყრობას, თუ ვერ ვუმტკიცებთ? - ვუმტკიცებთ, მაგრამ მეორეა, საკუთარ თავზე აიღებს ამ ყველაფერს? იტყვის, რომ ამ ყველაფერს მე ვაკეთებდიო?

ბოდიშს ვიხდი ამ ტერმინოლოგიისთვის, მაგრამ ეს არის ქარდავას ტერმინოლოგია - პატიმრების „გაქათმებაში“ თავად მონაწილეობდა? იტყვის, რომ ჩემით ვაკეთებდი ყველაფერსო? თუკი ის ალაპარაკდება საიდან მოდიოდა ის კონკრეტული დირექტივები, მერე ვნახოთ „ნაცმოძრაობაში“ როგორც პარტიული მონაწილე, ვინ აიღებს ამ დანაშაულს თავის თავზე და ვინ გაემიჯნება.

საერთოდ, მეგის ქარდავას ფენომენი საბოლოოდ დაშლის ამ პარტიას. ნიკა მელია და ე.წ. ახალგაზრდული ფრთა ცალკე პარტიას ჩამოაყალიბებენ, თუ ბოლომდე ჩაყვებიან საფლავში ამ გადარცვლილ ფარაონს, ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან საინტერესო მოვლენები რომ გველოდება წინ, ეს არის ფაქტი. დაველოდოთ და ვნახოთ.

სერიოზული განხეთქილებაა ნაცსექტის უკრაინულ ფილიალში. განსაკუთრებით მეგის ქარდავას უახლოეს გარემოცვაში. კულუარული ინფორმაციით, საქართველოში მსჯავრდებული დავით ჭაკუას ძმა, უკრაინაში მცხოვრები დიმიტრი ჭაკუა და მისი საახლობლო აღშფოთებულები არიან მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო - „მეგის ქარდავას არ ვიცნობო“. აღშფოთების საგანია: „ეხლა აღარ სჭირდება?! და ამიტომ არ იცნობს?“.

უკრაინული ნაცკლასტერი გაძლიერებული ყურადღებით ელოდება ბელადის თითოეულ სიტყვას და ქმედებას მეგის ქარდავასთან დაკავშირებით. განსაკუთრებულად ელოდება ამას კოხტა კოდუა. თუმცა, იმის ალბათობა, რომ ბელადი შეეცდება გაემიჯნოს საკუთარ საყვარელ ჯალათს, საკმაოდ დიდია. ხოლო თავის დროზე, მის დაჯილდოვების ფაქტებს, სავარაუდოდ ახსნის ამ პროცესებისადმი საკუთარი სრული უცოდინარობით და ყველაფერს საკუთარ ადმინისტრაციას გადააბრალებს. საინტერესოა, რა პოზიციას დაიკავებენ ადგილობრივი სექტანტები?

Katana . უკაცრავად და, ის გარკვეულია, ნაცების დროს ამ საქმეების უსტაბაშები ვისი რეკომენდსაციითა თუ პირადი დაინტერესებით დატოვეს ისეთ სახიფათო პოზიციებზე, საიდანაც უპრობლემოდ შეეძლოთ ადრინდელი საქმიანობის გაგრძელება? - ჯერ ეს გაარკვიონ!

ახლა ერთი ასეთი ვარიანტი: იქნებ, ნაცების დროს დაყენებული კამერები ავტომატურ რეჟიმში ისევ აგრძელებენ მუშაობას?..
შეუძლებელია?..
აბა, ხომ ვერ ჩამოივლიდნენ ოჯახებს: - ბოდიში, თქვენთან ფარული კამერები გვიყენია და თუ შეიძლება წავიღებთო?!..

შეიძლება ჩემი ვერსია დილეტანტურია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ჩაწერები გრძელდება!!! (ივერი მელაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი ნამდვილად ვერ იქნება ნაცების დროინდელი!)

ასე რომ ხელისუფლებას ძალიან ცოტა დრო აქვს ამ საქმიდან ხელების დასაბანად!
3 წლის უკან
არაგველი641 როგორც წავიკითხე მეგის ქარდავას ექსტრადიქცია არ მოხდება, გაერო ჩაერია და აკრძალაო
3 წლის უკან
არაგველი641 როგორც მახსოვს სააკაშვილი გვპირდებოდა შემოდგომას სიურპრიზები იქნებაო
3 წლის უკან
Katana . ჰო, 3 თვით შეაჩერესო ექსტრადიცია...
ეტყობა, მიშა მხოლოდ იმიტომ არ გავარდა ნიუ-იორკში სასწრაფოდ, თავისი ბიძაშვილის ახალდაბადებული ბავშვი ენახა...
როგორც ჩანს, ძალიან შეშფოთდნენ ექსტრადიციის გადაწყვეტილებით და არჩევნების წინ ამისთანა მოწმის ალაპარაკების პერსპექტივით!.. ახლა, როგორმე , ეს საქმე უნდა დაპაუზებულიყო! 3 თვე კი საკმარისი დროა , სააკაშვილისათვის "სრულიად უცნობ" მეგის ქარდავას მისი მოსამართლის ბედი ეწიოს.
ვნახოთ!..
3 წლის უკან