მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე, რომლის ჯარის მთავარსარდალიც იყო. დღეს უკვე ყოფილი მთავარსარდალი ამ ჯარს მიმართავს და მოუწოდებს გააკეთონ სწორი არჩევანი. მიმართავს იმ ჯარს, რომელიც 2008 წელს ჯერ ბრძოლის ველზე მიატოვა და შემდეგ მის წინააღმდეგ უპრეცედენტო რეპრესიები გაატარა. ეს, ის სააკაშვილია, რომელმაც უარი თქვა გარდაცვლილი სამხედროების ცხედრების ბრძილის ველიდან გადმოსვენებაზე და თბილისში, რუსთაველის გამზირზე „გამარჯვება“ აზეიმა საკუთარ მომხრეებს. რომ არა საქართველოს საპატრიარქო, აგვისტოს ომს შეწირულ ჯარისკაცებს დღეს საფლავიც არ ექნებოდათ.
მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ მორიგი ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ საქართველო არის გადასარჩენი და მას სამხედრო მოსამსახურეების პატრიოტიზმის იმედი აქვს. მან ასევე მიმართა სამხედრო მოსამსახურეებს, მოემზადონ სამოქალაქო ვალის შესასრულებლად.
„საქართველო არის გადასარჩენი. მოგმართავთ ჩვენს საამაყო სამხედრო მოსამსახურეებს, მაგრამ პირველ რიგში, როგორც მოქალაქეებს, ყველა უნდა მოვემზადოთ სამოქალაქო ვალის შესასრულებლად არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობისთვის. თქვენი პატრიოტიზმის იმედი მაქვს“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტის ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, სააკაშვილის განცხადება არ არის ბუნდოვანი, კონკრეტულ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება. ჩაჩიბაია ამბობს, რომ განცხადება შემაშფოთებელია, რადგან ყოვლად დაუშვებელია, სამხედროების პოლიტიკურ თამაშებში ჩათრევა.
„ჯარი ცალკეა პოლიტიკისგან და სააკაშვილის განცხადება ჯარის პოლიტიკაში შეთრევის საფრთხის მატარებელია. 2012 წლიდან დღემდე ჯარი აპოლიტიკურია და ამის შედეგია ის, რომ კონკრეტულ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ არ მოუგია რამდენიმე უბანი, მაგრამ ამის გამო არავინ დასჯილა და ჯარიდან არ გაუგდიათ, რისი მაგალითებიც 2012 წლამდე იყო. 2012 წლამდე საქართველოს თავდაცვის ძალებში განთავსებული იყო საარჩევნო უბნები და ყველა მეთაურის მიმართ იყო ზეწოლა. სამხედრო ნაწილებში არც ერთი საარჩევნო უბანი არ არის, ყველა ჯარისკაცი თავისუფალია საკუთარ არჩევანში.
რაც შეეხება კონვერტებს, 2009 წელს თავდაცვის ძალები დავტოვე და რაც მესმოდა და გამიგია, კონვერტებით ფულის გადაცემა, სეიფებიდან ფულის გამოღება და ოფიცრებზე გადანაწილება, ეს იყო ყოველდღიური ცხოვრება. იყო პრივილეგირებული ადამიანების, ოფიცრების ფენა, ვისაც განსხვავებული ხელფასი მიეცემოდათ. სააკაშვილს ჰგონია, რომ ის მეთოდები, რაც ადრე გამოიყენებოდა, დღესაც გამოიყენება. დღეს დახლის მიღმა არაფერი ხდება, არ ხდება ოფიცრებზე კონვერტების გადაცემა, ეს არის მხოლოდ აბსურდი“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს არ უნდა უწოდო ისეთი დამამცირებელი სიტყვები, რაც მისი პირიდან ამოვიდა. ეს არის ადამიანი, ვინც დახოცილი ადამიანების ცხედრები ბრძოლის ველზე მიატოვა და ეს არის ასევე ადამიანი, მთავარსარდალი, რომელიც თვითმფრინავის ხმის გაგონებისას მიწაზე დაწვა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიატოვა.
„ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარს იმის ნაცვლად, რომ იცავდეს და პატივისცემას გამოხატავდეს, ოღონდ, თავისი პოლიტიკური პოზიცია გააძლიეროს, ნებისმიერ შემთხვევაში, შეუძლია, ის იკადროს, რაც იკადრა. ჩვენი ჯარი არის ნატო-ს სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებული, მოწინავეთა შორის, არაერთხელ გამოიჩინა თავი, ღირსეული ჯარია ღირსეული ოფიცრებითა და რიგითებით.
სააკაშვილისთვის სულერთია ჯარს მიმართავს, პოლიციას, ეკონომისტებს თუ მეთუნეებს, მას ერთადერთი ამოცანა აქვს, როგორმე ეს ქვეყანა შეარყიოს. ჯარს ისე მიმართავს, თითქოს, რეალობა არ ვიცოდეთ. ჯარი ღირსეული პატრიოტებითა და პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და ასეთ მოღალატეობრივ განცხადებებს ყურს არ დაუგდებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნუგზარ წიკლაური კი თვლის, რომ ქართული ჯარისადმი სააკაშვილის მოწოდება ძალიან სწორი და დროულია. მისი თქმით, ივანიშვილი ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხერხებს ქართული ჯარის, პოლიციის და ქართული ძალოვანი სისტემების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. როგორც წიკლაური ამბობს, ყველა დიქტატურა, რომელიც საბოლოო ჯამში მიმართავდა უხეშ ფიზიკურ ძალას, სამხედრო ძალას, მარცხით დამთავრდა.
„ქართული ჯარისადმი ეს მოწოდება არის ძალიან სწორი, დროული. ჩვენც მოვუწოდებთ ქართულ ჯარს, რომ იმ დიდი გამოწვევის წინაშე, რაც ახლა უდგას ქართულ სახელმწიფოს, და რაც გამოიხატება იმაში, რომ საქარათველოს ყველა მოქალაქემ ხმა უნდა მისცეს იმას, თუ როგორ წარმოუდგენია მომავალი, არც ერთი სამხედრო სტრუქტურა არ ჩაერთოს იმაში, რომ როგორმე შეცვალოს ქართველი ხალხის ნება. კარგად ხედავენ, რომ დილემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, არის ასეთი – რუსეთი ან თავისუფალი საქართველო და ამ დილემის წინაშე ყველა იქნება საქართველოს მხარეს“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ მუხროვანის ე.წ. ამბობს ახსენებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, თითქოს ამბოხი ჩაახშო, რეალურად ამითი მან ჩაახშო ჯარში არსებული უკმაყოფილება და კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს ომში სააკაშვილის მხედარმთავრობით განვითარებული მოვლენები.
„თქვენ მორალური უფლება ახსენთ, ეს ის ჯარია, რომელიც ბრძოლის ველზე მიატოვა. მარტო ამ ფაქტების გამო არ აქვს მორალური უფლება მიმართოს ჯარს. თუკი სააკაშვილი ჯარს მიმართავს, რომ მიდით და ხმა მიეცით, ეს უკვე ნიშნავს, რომ ის საარჩევნო პროპაგანდას ეწევა. წესით, ამის პოლიტიკური უფლებაც არ უნდა ჰქონდეს. ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქის მხირდან ასეთი ტიპის მიმართვა, სახელმწიფომ უნდა ჩაახშოს და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ასეთი არ გამეორდეს. სააკაშვილმა კი უკვე მერამდენად მიმართვა პოლიციელებს და სამხედროებს.
იცით, რევოლუციას სჭირდება შეიარაღებული ხალხი და დიდია იმის საფრთხე, რომ პოლიციელების, ან სამხედროების ნებისმიერი ადამიანური სიმპათია გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ შეირყეს კონსტიტუციური წყობა. ამის მაგალითები მსოფლიოში უამრავია და ისედაც ვიცით, რომ რევოლუციონრებს ყოველთვის უნდათ ძალოვნების საკუთარ მხარეს გადმოყვანა. რევოლუციას უყავრს იარაღი, ამიტომ არ შეიძლება ასეთი მოწოდებების დაშვება. სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც რევოლუციაზე ოცნებობს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
სააკაშვილთან მიმართებაში ორი ვერსია აქვს ანალიტიკოს დავით ქართველიშვილს. პირველი - ეს ადამიანი ფსიქიკურად მართლაც სეიროზულად ავადაა, ანუ აშლილობის ნიშნები შეზოფრენიასთან ერთად; მეორე - მან მშვენივრად იცის, რას აკეთებს, რას ლაპარაკობს, ოღონდ მხოლოდ თავისთვის გასაგები მიზნისთვის.
„ეს არის ადამიანი, რომელმაც გორში მიატოვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ხოხავდა მიწაზე იმ მტვერში; ეს არის ადამიანი, რომელმაც ბრძოლის ველზე დატოვა სამხედროები და რეზერვისტები, რომ რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი დაფიქსირებულიყო ამ ომში, რასაც შემდგომ თავის ვიწროპარტიულ, ან უფრო შორს რომ წავიდეთ, ფინანსური ინტერესებისთვის გამოიყენებდა.
სააკაშვილმა, ფაქტობრივად რუსეთის მართლმსაჯულებას ჩააბარა ასობით ჩვენი ოფიცერი, რომლებიც ჯაშუშობის მუხლით იყვნენ გასამართლებული და 9-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. წლების განმავლობაში არც გახსენებია სააკაშვილს მათი არსებობა სად და როგორ არიან. ხოლოდ 2003 წელს ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში წამოსწია ეს თემა. ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა ეს საპატიო მისია, რომ ამ ოფიცრებიდან რამდენიმე ადამიანი პირადად ჩამომეყვანა რუსეთიდან საქართველოში და დამებრუნებინა მათი ოჯახებისთვის.
ეს არის ადამიანი, რომელიც ეტყობა, მართლა ვერ ფლობს ისეთ მარტივ მანიპულაციებს ინტერნეტთან მუშაობისას, როგორიც არის თუნდაც Google, როდესაც შეუძლია დაგუგლოს და ნახოს რამდენი ნატოსთან ერთობლივი წვრთვნა ჩატარდა საქართველოში 2013 წლიდან დღემდე და რა მაღალი შეფასება მიიღო ჩვენმა ჯარმა ნატოში შემავალი ყველა სერიოზული და წამყვანი ძალების მხრიდან. ეს ხომ ელემენტარულია, ეს ხომ არ არის „ოცნების“ პიარი? როდესაც ეს ადამიანი ჯარს მიმართავს, კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ჩემს პირველ ვერსიას - ან შიზოფრენია სჭირს, ან პირიქით, თითქოს ჯარს იწვევს. რისთვის სჭირდება ეს, თუ არა იმისთვის, რომ არეულობას მიაღწიოს ამ ქვეყანაში?! მიხვდა, რომ სოციალურ-ეკონომიკური უკმაყოფილების ფონზე საქართველში რევოლუციას ვერ მოახდენს, მაგრამ ეტყობა, სურს საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება. როდესაც გააგიჟებს ჯარს, პოლიციას, გაგვაგიჟებს ჩვენ, მრევლს და მოახდენს ხელ-ჩართულ ბრძოლას „ნაცმოძრაობის“ წევრებთან და აქტივისტებთან ქუჩაში, რომლებიც დაკავდებიან უსაზიზღრესი პერფორმანსებით და ქმედებებით, გინდა ეკლესიასთან მიმართებაში, გინდა ჯართან, პოლიციასთან და ოჯახურ ფასეულებებთან მიმართებაში. ამიტომ, ამ ყველაფრის უკან მე ვხედავ ერთადერთს - ის ცდილობს პროვოცირება გაუკეთოს ნებისმერი ტიპის არეულობას და სამოქალაქო დაპირისპირებას საქართველოში“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია თვლის, რომ სააკაშვილი გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას და ამისთვის ამზადებს საფუძველს, რომ მოაწყოს ფერადი რევოლუცია და ძალოვანი სტრუქტურები გადმოიყვანოს მის მხარეს, მათ შორის თავდაცვის ძალები.
„როგორც უკრაინაში შეიჭრა, დაახლოებით ამ სახის სცენარს ამზადებს სააკაშვილი. არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად ამ შინაარსის მიმართვის უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს. მეორეც, მან იგივე ტიპის დანაშაული ჩაიდინა, რის გამოც ჯერ ცხინვალის გმირები და შემდეგ მუხროვანის ბიჭები დააპატიმრა და რამდენიმე მოკლა კიდეც - პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, გია კრიალაშვილი და ა.შ. ამით საკუთარი თავი გამოააშკარავა. თუ მას აქვს უფლება მიმართოს სამხედროებს და მოუწოდოს მათ გამოხატონ თავიანთი სამოქალაქო პოზიცია, მაშინ რატომ დასაჯა სასტიკად ის ბიჭები, რომლებსაც აბსოლუტურად სწორი პროტესტი ჰქონდათ 2008 წლის ომთან მიმართებაში? მათ ჰქონდათ პროტესტის უფლება. არავითარი ამბოხი მუხროვანში მაშინ არ ყოფილა. ეს იყო ჯარიკაცების სამართლიანი პროტესტი, რომლებიც შემდეგ სასტიკად დასაჯა. აი, ეს არის სააკაშვილის ორმაგი სახე!“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
?
ამ ფრაზას მე ასე ვკითხულობ: " მოემზადონ სამოქალაქო ომისათვის! "
*
დავით ქართველიშვილი: "ეს არის ადამიანი, რომელმაც ბრძოლის ველზე დატოვა სამხედროები და რეზერვისტები, რომ რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი დაფიქსირებულიყო, რასაც შემდგომ თავის ვიწროპარტიულ, ან უფრო შორს რომ წავიდეთ, ფინანსური ინტერესებისთვის გამოიყენებდა."
--------
ზუსტად!
და ამას, რატომღაც, არავინ აქცევს ყურადღებას...
მას ეგ ძალიან უნდოდა. ფაქტი: ომის დაწყების წინ რომ ოსებმა ლამის მთელი თავისი მოსახლეობა კავკასიონს მიღმა გახიზნეს ავტობუსების ქარავნებით, ამათ არც კი გაუფრთხილებიათ ჩვენი მოსახლეობა: საჯიჯგნად დაუტოვეს მტერს!
ეს არ იყო არც მოუფიქრებლობა, არც უყურადღებობა. ეს იყო დასავლური დახმარების მაქსიმალურად გაზრდის ერთ-ერთი საშუალება (რასაც სისტემატურად მიმართავდა არაფატი და დიდ ფულსაც შოულობდა!).
ის რომ ჩვენი მოსახლეობა არ გამოიყვანეს საშიში ზონიდან ერთია... ვინც ომს გადაურჩა უმეტესობა რომ ციხეში ჩასვეს, ესეც ხომ ცნობილი ფაქტია! ეს ომი, იყო ქართველი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული! ვინ გააქრო მილიონები რომლებიც ამ ომის შემდეგ საქართველოში შემოვიდა, ისიც ხომ ცხადია!
პ.ს. ...და ვის გეგონათ 2012 წელს, რომ 2021-ში სააკაშვილი ივანიშვილით შეგვაშინებდა და ივანიშვილი სააკაშვილით?!
არჩევნებამდე 3-4 თვით ადრე გამოჩენილი "მხსნელის" ამბებიც გავლილი გვაქვს... უბრალოდ, სმარტ-მსაჯულება(* ჩემი მოფიქრებული გამოთქმაა! ) უვარგა ამ გახარიას, სხვებთან შედარებით თორემ... ამათ ყვეეეელააას რომ ერთი უფროსი ჰყავთ, ესეც ხომ გასაგებია ამასობაში!
?
აჰ, ეგრე რომ ყოფილიყო, ამაში დასდებდნენ ბრალს!
ქართველი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იყო მისი პიჯაკები და ჰალსტუხები! (მით უმეტეს, რომ ამ უკანასკნელს არადანიშნულებისამებრ იყენებდა - ღეჭავდა!).
გ ა ნ ა დ გ უ რ ე ბ ი ს ' ბრძანებაო, ეგეც არ არის პატარა დანაშაული! (თუმცა, პიჯაკებთან ვერ მოვა და იმიტომ ამასაც არავინ ედავება).
ო ჯ ა ხ ს , თავის საცხოვრებლიანად (როგორც ამას პრეზიდენტის ბრძანება ითვალისწინებდა), შეიძლება ასეთი რამ დანაშაულთა ნუსხაში არ შეუტანო და მაინცდამაინც მისი პიჯაკები და გაჩუქებული სუნამოები გაგახსენდეს?!
ე.ი. გათვლა გაკეთდა იმაზე, რომ ბრალდებები აღქმულიყო (განსაკუთრებით, დასავლეთში!) , როგორც პოლიტიკური დევნით ნაკარნახევი აბსურდი, რომელიც არ შეიძლება სერიოზულად განიხილო!..
ვინ მისცა პრეზიდეტის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს კომიკური ელფერი? - აი, მანდ არის ნაცების ძაღლი დამარხული!
ეძებს ვინმე?
არავინ.