გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, გერდ მიულერმა განაცხადა, რომ ავღანეთში ჰუმანიტარული კატასტროფა ახლოვდება.
„ავღანეთში ხალხი არა მხოლოდ „თალიბანის“ მიერ ხელისუფლების ძალადობრივი გზით აღებისგან, არამედ გვალვისა და პანდემიისგანაც იტანჯება“, - აღნიშნა გერდ მიულერმა.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ავღანეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული, ხოლო ავღანეთის ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებები მხოლოდ 40%-ით არის დაფარული.
„საერთაშორისო თანამეგობრობამ სწრაფად უნდა იმოქმედოს და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ავღანეთის მოსახლეობისთვის ბაზისური უზრუნველყოფა შენარჩუნდეს“, - აღნიშნა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.
დღეს ჟენევაში ავღანეთის დახმარების მიზნით გაეროს საერთაშორისო კონფერენცია იწყება. კონფერენციაში 40-ზე მეტი მინისტრი მონაწილეობს.