ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლებმა დიპლომატიური მისიის შენობა რამდენიმე კვირის წინ დატოვეს, საელჩოს ღობეზე „თალიბანის“ დროშა დახატეს.
შენობა ამჟამად ცარიელია - ის საელჩოს თანამშრომლებმა 15 აგვისტოს დატოვეს და სამშობლოში დასაბრუნებლად, აეროპორტისკენ გაემგზავრნენ.
7 აგვისტოს რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დროებითი მთავრობის შემადგენლობა გამოაცხადა. „თალიბანის“ ოფიციალური წარმომადგენლის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებით, დროებით მთავრობას მოლა ჰასან ახუნდი უხელმძღვანელებს. მოლა აბდულ ღანი ბარადარი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ახუნდის მოადგილედ დაინიშნა. გარდა ამისა, „თალიბანმა“ ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრად სირაჯუდინ ჰაკანი დანიშნა, რომელიც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ არის ძებნილი.