ჟურნალისტები დღევანდელ შეხვედრაზე საკადრო პოლიტიკით დაინტერესდნენ. ირაკლი ალასანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია თავდაცვის უწყება განათლებული და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტდეს. „საქართველოში გვყავს მომზადებული და განათლებული კადრები. უნდა არსებობდეს სისტემა, რომელიც ასეთ პირებს მოიზიდავს და დაასაქმებს.“
ირაკლი ალასანია ყველაზე რთულ საკითხად პროფესიული განვითარებისთვის სწორი საკარიერო სისტემის აწყობას მიიჩნევს. მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ნეპოტიზმი და პირადი სუბიექტივიზმი შერჩევის საბჭოების დანერგვის შედეგად მინიმუმამდე შემცირდა.