ემანუელ მაკრონი: ჟან-პოლ ბელმონდო ეროვნული საგანძური იყო

ემანუელ მაკრონი: ჟან-პოლ ბელმონდო ეროვნული საგანძური იყო

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ფრანგული კინემატოგრაფიის ლეგენდის, ჟან-პოლ ბელმონდოს გარდაცვალებას ეხმაურება.

„ჟან-პოლ ბელმონდო ეროვნული საგანძური იყო. სავსე ელეგანტურობითა და სიცილით, ხმამაღალი სიტყვებითა და მარჯვე სხეულით, დიადი გმირი და ნაცნობი სახე, დაუღალავი თავზეხელაღებული და სიტყვების ჯადოქარი. ჩვენ ყველანი მასში აღმოვჩნდით“, - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა Twitter-ზე.დღეს ფრანგული კინემატოგრაფიის ლეგენდა, ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლისა გარდაიცვალა.

ჟან-პოლ ბელმონდომ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმით „პროფესიონალი“. 1989 წელს ის საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, სეზარის გამარჯვებული გახდა, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებრივებული“.

2011 წელს, კანის კინოფესტივალზე, კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჟან-პოლ ბელმონდო ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა.