ჯასტინ ტრუდოს დემონსტრანტებმა ქვები დაუშინეს

ჯასტინ ტრუდოს დემონსტრანტებმა ქვები დაუშინეს

კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, მაშინ, როცა ავტობუსში ბრუნდებოდა, ქვები დაუშინეს, - ამის შესახებ BBC წერს.

შემთხვევისას, ის არ დაშავებულა. დემონსტრანტები, ზოგიერთ სფეროში დასაქმებულთა მოსალოდნელ სავალდებულო ვაქცინაციასა და კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ.

მთავრობის მეთაური კამპანიას ატარებს 20 სექტემბრის არჩევნებთან დაკავშირებით.

კანადა, ვაქცინაციის თვალსაზრისით, მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.