„თალიბანს“ ორსული პოლიციელის მკვლელობაში ადანაშაულებენ

„თალიბანს“ ორსული პოლიციელის მკვლელობაში ადანაშაულებენ

დაჯგუფება „თალიბანის“ წევრებს 8 თვის ორსულის, პოლიციის ოფიცერ ბანუ ნეგარის მკვლელობაში ადანაშაულებენ, - ამის შესახებ BBC წერს.

ქალი ქალაქ ფირუზკუჰში, საკუთარ სახლში, ნათესავების თვალწინ მოკლეს. დაჯგუფება მომხდართან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ მომხდარს გამოიძიებენ.

მათი სპიკერი ამბობს, რომ „თალიბანმა“ უკვე გამოაცხადა ამნისტია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში მუშაობდნენ და მკვლელობა, შესაძლოა, პირად მტრობას უკავშირდებოდეს.

ნეგარი ადგილობრივ ციხეში მუშაობდა. მისი ნათესავების თქმით, სახლში სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ჩხრეკა დაიწყო. მათივე განცხადებით, თავდამსხმელები არაბულად საუბრობდნენ.