ახალ ზელანდიაში, ოკლენდში მდებარე სუპერმარკეტში, დანით შეიარაღებულმა პირმა, სულ მცირე, 6 ადამიანი დაჭრა. ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად აფასებს. მთავრობის მეთაურის თქმით, „პოლიციამ ესროლა და მოკლა მოძალადე ექსტრემისტი“, - წერს BBC.
ჯასინდა არდერნის თქმით, მომხდარი შრი-ლანკელი პირის „ტერორისტული თავდასხმაა“. მისივე განცხადებით, თავდამსხმელი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო შთაგონებული.
კაცი ახალ ზელანდიაში 2011 წლის ოქტომბერში ჩავიდა და 2016 წლიდან მას ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ადევნებდა თვალ-ყურს.
6 დაჭრილიდან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია.