ჩრდილოეთ კორეის ლიდერი საკვების დეფიციტს კლიმატის ცვლილებას უკავშირებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი საკვების დეფიციტს კლიმატის ცვლილებას უკავშირებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი დაქვემდებარებულ პირებს მოუწოდებს, გაუმკლავდნენ საკვების მიწოდებასთან დაკავშირებულ საკითხებს, - ამის შესახებ BBC წერს.

ინი საკვების ნაკლებობას კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებს. ის აცხადებს, რომ საფრთხე სულ უფრო ღრმავდება და, „არანორმალური კლიმატის“ დასაძლევად, ზომების მიღებაა საჭირო.

„პრიორიტეტი უნდა იყოს მდინარეების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ტყეების გაშენება ეროზიის კონტროლისთვის, წყალსაცავების მოვლა და ნაპირსამაგრი პროექტები", - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

გასულ წელს, ტაიფუნებმა დიდი ზიანი მიაყენა ჩრდილოეთ კორეის სოფლის მეურნეობას, წელს კი, მრავალკვირიანმა გვალვებმა და ძლიერმა მუსონურმა წვიმებმა ზარალი უფრო გაზარდა.

გარდა ბუნებრივი კატასტროფებისაგან გამოწვეული ზიანისა, ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა საერთაშორისო სანქციებმა და, პანდიმიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ.