უმანკო კახპების პოლიტიკური აქტი

უმანკო კახპების პოლიტიკური აქტი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის შეთანხმებას 5 თვის შემდეგ, ხელი მოაწერა და პოლიტიკური „უმანკოება“ კიდევ ერთხელ შეელახა. უკვე მერამდენედ პარტია და მისი თავმჯდომარე ნიკა მელია საკუთარი თავის წინააღმდეგ მიდის. შეცვლილი გადაწყვეტილების მიუხედავად, ნაციონალები ამბობენ, რომ დღესაც რჩება პუნქტები, რომელსაც არ ეთანხმებიან, თუმცა ახლა სასწორზე სულ სხვა ღირებულებები დევს. ნაციონალების ღირებულებებს საზოგადოება 2003 წლის შემდეგ ადევნებს თვალს, რომელიც არც ერთხელ არ გადაუფასებიათ. აე რომ, ღიმილის მომგვრელია მათი მხრიდან ღირებულებებზე საუბარი, მით უფრო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, როცა შარლ მიშელის დოკუმენტის მთავარი პუნქტი, რომელიც 43%-ან ბარიერს გულისხმობდა, მმართველი ძალის მიერ ანულირებულია. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობაში 1 საათზე მეტხანს იმყოფებოდნენ. ვიდრე პარტიის თავმჯდომარე თანაგუნდელებთან ერთად დოკუმენტს ხელს მოაწერდა, შეხვედრა ელჩთანაც შედგა. კარლ ჰარცელი, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიატორის როლს ასრულებდა, დოკუმენტის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

პოლიტიკური ძალები, ვინც შეთანხმებაზე ხელმოწერის გადაწყვეტილება „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ადრე მიიღეს და რის გამოც თავდასხმის ობიექტები გახდნენ, დღეს ამბობენ, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მხრიდან გადაწყვეტილების შეცვლა მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის ნაციონალების ნაბიჯი უპრინციპობად შეფასდა.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შეცვლილი პოზიცია არსებულ მდგომარეობაზე გავლენას უკვე ვეღარ მოახდენს, ვინაიდან შარლ მიშელის დოკუმენტს აღარ დაუბრუნდებიან.

„გამორიცხულია, „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება შეთანხმებას. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეს არის ფარსი და ტყუილი. უბრალოდ, შეურაცხყოფა არის ჩვენი პარტნიორების და ჩვენი საზოგადოების“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ მმართველმა პარტიამ დოკუმენტის 7-დან 6 პუნქტი შეასრულა.

„დოკუმენტზე ხელმოწერა ჩათლახობის აქტია და დღეს პოლიტიკური უმანკოების უკანასკნელი ბასტიონი დაეცა ნაცების სახით“, – წერს სოციალურ ქსელში „გირჩის“ ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია.

„სულ ორი ვარიანტი გამოდის: 1. დოკუმენტზე თავიდანვე ხელის მომწერები კაი ხალხი ვიყავით, სწორად ვიქცეოდით, მაგრამ ტყუილად გვაბრალებდნენ ჩათლახობას. ამ დაშვების შემთხვევაში, ამას სპეციალურად აკეთებ, თუ უცოდინრობისგან გეშლება, მობოდიშების აუცილებლობას ეს არ ცვლის.

  1. ზოგადად, დოკუმენტზე ხელმოწერა ჩათლახობის აქტია და დღეს პოლიტიკური უმანკოების უკანასკნელი ბასტიონი დაეცა ნაცების სახით. თქვენ როგორ ფიქრობთ?“.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა მორიგი უტიფრობა, პოლიტიკური შულერობაა, რომლითაც ისინი ცრუ განწყობის შექმნას ცდილობენ.

„როგორც კი დაინახეს, რომ ხელისუფლების მისამარით, რამოდენიმე ევროპარლამენტარმა არასწორი განცხადებები გააკეთეს, ჩათვალეს, რომ ახლა მათი დრო მოვიდა. მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერით თითქოს ხელისუფლებას დარტყმას მიაყენებდნენ.

ხალხს საკმაოდ კარგი მეხსიერება აქვს, ამიტომ „ნაციონალების“ მორიგ ტყუილს ასე არავინ არ ჩაყლაპავს. ახლა მოსახლეობას იმდენი პრობლემა და გასაჭირი აქვს, მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს თუ არა ენმ, ნამდვილად არ ადარდებთ. ეს არის გარე მოხმარებისთვის განკუთვნილი აქტი, რომლითაც ცდილობენ დასავლელი პარტნიორების თვალში პროდასავლურ ძალად გამოჩდნენ. ეს დოკუმენტი ხელმოწერილი აპრილში იყო, ახლა სექტემბერია, აქამდე სად იყვნენ? ნიკა მელიას განცხადებები უკვე ანეკდოტად იქცა.

ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს - მიხეილ სააკაშვილის ხელში ნამდვილ სათამაშოდ იქცა. ამბობდა ვერ დამიჭერთ - დაიჭირეს. გირაოს არ გადავიხდი არ გამოვალო - გადაიხადა და გამოვიდა. ხელს არ მოვაწერთ დოკუმენტს ამნისტიის კანონის გამოო და მაინც მოაწერეს. ეს ხომ უკვე მელიას მასხრად აგდებაა. ახლა საინტერესოა, ამნისტირებაზე რას აპირებს? ეს ტყულები საზოგადოებაში აღარ ამართლებს. მელიას სააკაშვილმა ამ მასხრად აგდებით რეიტინგი ისე დაუგდო, ახლა მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერენ თუ არა, საერთოდ არავის აღარ ადარდებს“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, დასავლელი ელჩები და დიპლომატები ყოველთვის იმას იტყვიან, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის კარგი და მისაღებია, მაგრამ ხელისუფლება ამ დოკუმენტით მარტო ცალკარში თამაშობდა. საპარლამენტო კომისიამ დაამტკიცა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ამიტომ მიშელის დოკუმენტის ქვეშ ყოფნას აზრი არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება დოკუმენტით დათქმულ ყველა რეფორმას ახორციელებს. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმნეტს ხელს მოაწერს თუ არა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი საკუთარი ინტერესების გასატარებელად მხოლოდ დესტრუქციის გზას აირჩევენ.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ვირეშმაკობას უწოდებს, რომლიდანაც პარტია ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებს. „ეს არის დიდი პოლიტიკური ვირეშმაკობა, რომელიც მხოლოდ ჩვენი პარტნიორების მოსატყუებლად არის გაკეთებული. სამწუხაროდ, „ნაციონალებს“ ევროპარლამენტში რამდენიმე ევროპარლამენტარი ჰყავს, რომლებიც ამ ფაქტს აღტკინებით შეხვდნენ. თუმცა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის ფარსი და ამით პარტია კიდევ ერთხელ თავს სასაცილო მდგომარეობაში იყენებს. სამწუხაროდ, ევროკავშირის ტრანშზე უარის გამო, გაურკვეველი შანტაჟი და მუქარა დაიწყო. ამის ფონზე კი, მოულოდნელად, ენმ-მა მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა გადაწყვიტა. მათ ჩათვალეს, რომ ახლა „ოცნებას“ დასავლეთიდან შავი ღრუბელი დასტრიალებს და ე.წ. კაი ბიჭობის გზ ა აირჩიეს. მაშინ როცა დოკუმენტმა საერთოდ ყველანაირი მნიშვნელობა დაკარგა და ხელმოწერის ვადებიც კი ამოწურა, ხელი მოაწერეს. უნდათ, რომ ქვეყანაში ყველაზე პასუხისმგებლიან ძალად წარმოაჩინონ თავი. თითქოს პროდასავლური ძალაა და მათ გარდა დასავლეთს ქვეყანაში სხვა დასაყრდენი პოლიტიკური ძალა აღარ ჰყავს“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, სამწუხარო ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით დასავლეთიდან არ ყოფილა მკაცრი კრიტიკა, როდესაც ენმ-მა 19 აპრილის შეთანხმებაზე უარი თქვა და თავის დროზე დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. „ევროპარლამენტარისთვის ბაჩო ახალია, მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი სასურველი პოლიტიკოსები არიან. ამიტომაც ასეთი ადამიანებისგან ხელისუფლების კრიტიკა საწყენიც არ უნდა იყოს“.

 

trampi ვაქცინა როგორც ჯარისკაცი........................

.ეს ნაწყვეტია სტატიიდან(კვირის პალიტრა)


იქ ისე, სასხვათაშორისოდ კითხვას სვამენ....

......მაგრამ რა მოხდება, ერთ მშვენიერ დღეს რომ გაირკვეს, "კოვიდ-19" მართლაც ხელოვნურად შეიქმნა და მისი საწინააღმდეგო ეფექტიანი ვაქცინაც თავიდანვე არსებობდა??
........................................................................................................................................................................................../



მე ლიჩნად..... ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ეს ვირუსი ხელოვნურია და საწინაააღმდეგო ვაქცინაც თავიდანვე არსებობდა
3 წლის უკან
ილია და სწორედ ამიტომ - აიცერით! :)
3 წლის უკან