ავღანეთის დედაქალაქში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აფეთქება ქაბულის აეროპორტთან მოხდა. სავარაუდოდ აფეთქება სარაკეტო დარტყმის შედეგია. რაკეტა ერთ-ერთ სახლს მოხვდა. ამ ეტაპზე ინფორმაცია გარდაცვლილებსა ან დაშავებულებზე არ ვრცელდება.
26 აგვისტოს ქაბულში ტერაქტის შედეგად 170 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივმა ფრთამ ISIS-K-მ აიღო. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, თავდასხმას 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო 18 - დაჭრილია. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბრძანებით, ტერაქტის ორგანიზატორებზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც „ისლამური სახელმწიფოს“ ორი ლიდერი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.