ოპოზიციის მიერ რეფერენდუმად გამოცხადებული ადგილობრივი არჩევნები ბოლოს თავად ოპოზიციასაც ისე მიავიწყდა, რომ მასში მონაწილეობას მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით აპირებენ. ამის ნათელი მაგალითია, რომ ოპოზიციის მხრიდან კანდიდატების დაგვიანებით წარდგენა და პასიური წინასაარჩევნო კამპანია. ამჟამად დაშლილები ნაწილ-ნაწილ შეერთებას და, როგორც ჩანს, საკუთარი პოლიტიკური მომავლის გადარჩენას ცდილობენ. რამდენიმე დღის წინ მორიგი „დიდი გაერთიანება“ შეიქმნა - მესამე ძალაზე პრეტენზიის მქონე „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პოლიტიკურად კიდევ უფრო გაძლიერება გადაწყვიტა და „ნაციონალებიდან“ გაქცეულ, დაკარგულ და მოულოდნელად ისევ გამოჩენილ გრიგოლ ვაშაძესთან გაერთიანება გადაწყვიტა. მას ასევე სრულიად ურეიტინგო და ფაქტობრივად დაშლილი „რესპუბლიკელები“ გააძლიერებენ. არსებობს ჯერჯერობით დაუდასტურებული ინფორმაცია, რომ ე.წ. მესამე ძალას „თავისუფალი დემოკრატებიც“ შეუერთდებიან.
„ჩვენ პირველი ნომრით წარვსდგებით ამ არჩევნებზე, რომლის ნაწილიც იქნება „სტრატეგია აღმაშენებელი“, ცალკეული ინდივიდები, მათ შორის იქნება ბატონი გრიგოლ ვაშაძეც“, - გვამცნო „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ და დაგვპირდა, რომ „მესამე ძალა“ პირველ სექტემბერს დაასახელებს კანდიდატებს.
ჩანასახშივე მკვდრადშობილ ახალ გაერთიანებას არც ანალიტიკოსები წყალობენ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ვაშაძეების და „რესპუბლიკელების“ გაერთიანებას დიდი არაფერი პერსპექტივა არ აქვს, რადგანაც ახლა პატარა პარტიები ძირითადად გადარჩენისთვის იბრძვიან და რაიმე მესამე ძალის შემქნა მათი მხრიდან მხოლოდ ილუზიაა.
„ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ეს გაერთიანება მესამე ძალად ვერ ჩამოყალიბდება. პირველი ის, რომ ზოგი მათგანი ან „ნაციონალების“ ფესვებიდან აღმოცენდა, ან კიდევ მასთან თანამშრომლობდა. მესამე ძალის ამომრჩეველი კი ის ელექტორატია, რომელსაც არც ენმ უნდა და „ოცნებაზე“ გაბრაზებულია. ასევე აქ გაერთიანებულ ყველა პოლიტიკოსს გარკვეული რესურსი უკვე ამოწურული აქვს.
ჩვენმა საზოგადოებამ ამ პოლიტიკოსთა უმრავლესობა წლების განმავლობაში თანამდებობებზეც იხილა და პოლიტიკაშიც, ამიტომ მათგან რაიმე ახლის მოლოდინი ნაკლებად აქვთ და რესურს დაცლილი პოლიტიკოსები მესამე ძალას ვერ შექმნიან. რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“ ეს პარტია იმდენად ურეიტინგო და არაპოპულარულია, რომ რა ხმების და ელექტორატის წამოღებაზე შეიძლება საუბარი იყოს, არ ვიცი. წლების განმავლობაში თავი მუდმივად სხვა პარტიებზე აკიდებით გააქვთ. „სტრატეგია აღმაშენბელს“ ყველა ამ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით უფორ მეტი რეიტინგიც და შანსებიც ჰქონდა, მაგრამ ენმ-ის ორბიტაზე მათმა ყოფნამ და ჩამოუყალიბებელმა პოლიტიკამ ელექტორატი დაუკარგა“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.
რაც შეეხება იმ ფაქტს თუ ვის აქვს ახლა მესამე ძალის ნიშის დაკავების შესაძლებლობა, საყვარეელიძე ასეთ პოლიტიკურ ფიგურად გიორგი გახარიას მიიჩნევს, თუმცა ფიქრობს, რომ ბევრი რამ მაინც ადგილობრივ არჩევნებზე იქნება დამოკიდებული. თუ გახარია 10%-მდე მაინც აიღებს, საყვარელიძის აზრით, მაშინ ის უკვე „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის აღმოჩნდება. რაც შეეხება პატარა პარტიებს, ისინი ახლა მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძვიან და 2024 წლისთვის საპარლამენტო არჩევნებზე გასასვლელად მოემზადებიან. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მათთვის პოლიტიკური ველიდან საბოოლოდ გაქრობის ტოლფასი იქნება.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი მიიჩნევს, რომ უკვე რამდენი წელია, პოლიტიკოსებმა ვერა და ვერ გაიგეს მესამე ძალის მოლოდინი ჩვენს საზოგადოებაში რეალურად რას გულისხმობს. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ რა მესიჯებით და წინადადებებით უნდა წარსდგნენ ასეთი ძალის მომლოდინე ელექტორატის წინაშე, ჯერჯერობით, ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ ამოიცნო, მით უმეტეს ვერ ხვდებიან, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულ და მერე დისტანცირებულ პოლიტიკოსებს ეს საზოგადოება არ მიიღებს. ამიტომ ვაშაძეების და „რესპუბლიკელების“ ერთობას, რომელსაც შესაძლოა, „თავსუფალი დემოკრატებიც“ შეემატოს, ქართველიშვილი სკეპტიკურად უყურებს.
„არ მსმენია არც ერთი ამ ძალისაგან გამოკვეთილი იდეოლოგია, შეხედულება და ქართულ საზოგადოებაზე მორგებული თუნდაც პოლიტიკური მესიჯები. ესენი არიან ულტრალიბერალური ძალის რაღაცა პატარა წარმონაქმნები, რომლებიც რეალურად რა იდეოლოგიის მატარებლები არიან, ვერ აყალიბებენ. მეორეც, ულტრალიბერალები საქართველოში მესამე ძალის შემდუღებლები ვერ იქნებიან. ბევრი რომ არაფერი ვთქვა ამ ადამიანების პოლიტიკურ წარსულზე, ყველა მათგანი კიევში მყოფი ბელადის ხელისბიჭები იყვნენ. ახლა ვითომ მისგან დისტანცირებას ცდილობენ, რეალურად, როგორც კი, დაუძახებენ, ისევე მასთან გაჩნდებიან.
„ეს ხალხი არის სააკაშვილის ჩრდილის მადევარი და რა მესამე ძალის შექმნას აპირებენ, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ეს არის ოპოზიციის ნაწილის უსუსური მცდელობა, რომ გადარჩნენ. რა არჩევნების მოგებაზე და მესამე ძალაზეა საუბარი, არ ვიცი, საარჩევნო კამპანიასაც კი ვერ აწარმოებენ იმდენად დასუსტებულები და დაქსაქსულები არიან. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ესენი ისევ „ნაციონალების“ ორბიტაზე მოხვდებიან. ელექტორალურად იმდენად გაკოტრებულები არიან, რომ მათი ფაფხური სასაცილოდაც კი გამოიყურება“,-ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.
აღმაშენებელივით მოულოდნელ (ფსიქოლოგიურ) დარტყმას მიაყენებს მტერს, როცა არჩევნების წინა დღეს დაასახელებს თავის კანდიდატებს და მათი ვინაობით შოკში ჩავარდნილი "ოცნება" თუ მაინც მოიკრებს ძალებს და კონტრშეტევას განახორციელებს, "სტრატეგია აღმაშენებელი" რესპებით ჩახერგავს უკან დასახევ გზას, რათა ძლევაი საკვირველი იზეიმოს მესამე ძალამ!..