"ალიას" დამფუძნებელს, რომელიც დაუფარავად გვეუბნებოდა ჟურნალისტებს რომ ვეზიზღებით, "საკუთრება" ჰგონია ყველა და ყველაფერი, - წერს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გაზეთ "ალიას" ყოფილი ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი და გაზეთებთან "ალიასა" და "კვირის ქრონიკასთან" საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ განმარტებას აკეთებს.
"17 წელია ჟურნალისტიკაში ვარ... ბევრგან მიმუშავია... ბევრი სამსახური შემიცვლია... რომელი კარიც გამომიხურავს, იმ კარს შიგნით რა ხდებოდა ეს მხოლოდ მე ვიცოდი და სხვამ არავინ... ამჯერად, როგორც ჩანს, განმარტება საჭირო ყოფილა... ის, რაც დღეს გაზეთმა "ალიამ" იკადრა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) პასუხს აუცილებლად საჭიროებს... "ქუდის" გვერდით 200 ლარიან სარეკლამო ადგილზე იმ "განმარტების" "გამოფენა" ძალიან კარგად ვიცი რასაც ემსახურება, თუმცა ამჯერადაც თავს შევიკავებ რამე ვთქვა... თურმე რედაქციისთვის მიუღებელი ყოფილა "რედაქციასთან შეუთანხმებლად საკუთარი ჟურნალისტის სხვადასხვა მედიაგამოცემებში მუშაობა"... ნეტავ რას ნიშნავს საკუთარი ჟურნალისტი? კაბალური პირობები რომ მქონდა (პირადად მე სხვებს არ ვეხები) და სწორედ "საკუთარი" რომ არ ვიყავი ეს იყო პრობლემა... მეორეც, რას ნიშნავს რედაქციასთან შეუთანხმებლობა? გამომცემელმა რაკი არ იცოდა? უკაცრავად და როდესაც ჰოლდინგის დამფუძნებლისაგან - "დედას მოგიტყნავთ, მკიდიხართ, მეზიზღებით, რაც გინდათ ქენით ფეხებზე მკიდია, დავიღალე", - ამას რომ მოისმენ "საკუთრებაში მყოფი ჟურნალისტი" მთელი 6 თვის (თუ მეტი არა) განმავლობაში, კიდევ მას უნდა დაეკითხო რამე? ახლა მეორე საკითხი თურმე რედაქციასთან არ შევთანხმებულვარ... გამომცემელს (რომელიც დაუფარავად გვეუბნებოდა ჟურნალისტებს რომ ვეზიზღებით) როგორც ჩანს რაკი გამომცემელი ჰქვია "ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად"... მართლა "საკუთრება" გონია ყველა და ყველაფერი... რა გამოდის? თურმე მოღალატე და უზრდელიც ვარ? არავის შევუთანხმდი? ძალიან ჰუმანურო ჰოლდინგის დამფუძნებელო, თურმე სიკეთის კეთებამ რომ დაგღალა და ახლა რევანშს იწყებ და თურმე სანთელი კი ანთია შენს კაბინეტში, მაგრამ აღარ ლოცულობ იმიტომ რომ არ გაკმაყოფილებს ჯიპების და სახლების რაოდენობა, ხმამაღლა (თუმცა არაკაცურია, მაგრამ დღევანდელმა "ალიამ" მიბიძგა) გეუბნები - საიტზე შეთავსებით რომ ვიწყებდი მუშაობას ეს ძალიან კარგად იცოდა "ქრონიკის" რედაქტორმა... "ქრონიკის" რედაქტორი შენი "საკუთრება" არაა? უკაცრავად და რედაქციაში ცალი თვალით რომ არ შემოიხედავ კაცი, სმს-ით რა უნდა აგიხსნა და რად? ვინც მუშაობდა, ვისაც ვხედავდი რედაქციაში და ვინც ჩემს (ზოგადად ჟურნალისტების) მდგომარეობას ადამიანურად განიცდიდა იმას შევუთანხმდი... ჰო, მართლა იკითხე იცოდა თუ არა ვინმემ? არა, ხომ? რატომ? დაიღალე... კაი კაცო? ჰოდა იცი რას გეტყვი როდესაც განმარტებების წერას დაიწყებ, ცხვირში ძმრად რომ არ ამოგედინოს ეს "განმარტება" ჯერ გაერკვიე რეალობაში და მერე ამოიგდე ბეჭი "განმარტებების" კეთებით.... ზუსტად ვიცი შემდეგ ნომერში რასაც "დაწერ"... შავი ჩარჩო არ დაგავიწყდეს ჩემი სურათის ჩასასმელად... გჩვევია ეს და არ გადაუხვიო ამოჩემებულ გზას... და კიდევ ერთი მორალზე მე, დარეჯან მეფარიშვილს ნუ დამელაპარაკები... ემანდ რამე არ გამახსენდეს შემთხვევით და.... დაბოლოს, კარგი იქნებოდა "განმარტება" გაგეკეთებინა რატომ დახურე ჯერ შაბათის "ალია" შემდეგ სამშაბათის და როგორ აგღადგენინეთ... რა ბატალიების, გინების და წიოკის შემდეგ.... სადაც შენსას იტყვი ბრეგვაძე, იქ
ჩემიც თქვი.... უფრო კაცურია ეგ... და ნუ მიბიძგებ არაკაცურად მოვიქცე.... გაფრთხილებ!",-წერს ჟურნალისტი.
დღეს გამოსულ გაზეთ "ალიას" ახალ ნომერში გაზეთის რედაქციამ მკითხველისთვის თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ განმარტება გააკეთა.
"ალია-ჰოლდინგისთვის" პრინციპულად მიუღებელია რედაქციასთან შეუთანხმებლად საკუთარი ჟურნალისტის სხვადასხვა მედიაგამოცემებში თანამშრომლობა. გაზეთების "ალიასა" და "კვირის ქრონიკის" ჟურნალისტებმა - დარეჯან მეფარიშვილმა, ნინო ლაბარტყავამ და დიტო ჩუბინიძემ სწორედ რედაქციასთან შეუთანხმებლად დაიწყეს ერთ-ერთ ინტერნეტგამოცემაში სტატიების გამოქვეყნება. ზემოთ ხსენებული პრინციპის მიხედვით, ისინი ავტომატურად ინტერნეტგამოცემის თანამშრომლები გახდნენ. შესაბამისად, გაზეთებმა "ალიამ" და "კვირის ქრონიკამ" შეწყვიტეს მათთან საქმიანი ურთიერთობა",- წერს "ალია".