ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპული ამერიკელი სამხედროების რიცხვი 13-მდე გაიზარდა

ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპული ამერიკელი სამხედროების რიცხვი 13-მდე გაიზარდა

ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპული ამერიკელი სამხედროების რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობაში აღნიშნავენ, რომ ამჟამად დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია ხორციელდება.

ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა. ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო 18 - დაჭრილია.