ჯო ბაიდენი: ამერიკელი სამხედროები ავღანეთში მანამ დარჩებიან, სანამ ამერიკის ყველა მოქალაქეს არ გამოვიყვანთ

ჯო ბაიდენი: ამერიკელი სამხედროები ავღანეთში მანამ დარჩებიან, სანამ ამერიკის ყველა მოქალაქეს არ გამოვიყვანთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ავღანეთში მანამ დარჩებიან, სანამ ამერიკის ყველა მოქალაქეს არ გამოვიყვანთ.

„ამერიკელებს უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენ შევეცდებით ეს პროცესი 31 აგვისტომდე დავასრულოთ. თუ ამ ვადისთვის ამერიკელი მოქალაქეები კვლავ მანდ იქნებიან, ჩვენ დავრჩებით, რათა ისინი გამოვიყვანოთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ 10 000-დან 15 000-მდე ამერიკელის გარდა, რომელთა ევაკუაციაა საჭირო, 50 000-დან 65 000-მდე ავღანელია, რომელთა გაყვანა აშშ-ს სურს.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.