თავდაცვის სამინისტრო შესყიდვებთან დაკავშირებით პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულებას იღებს

თავდაცვის სამინისტრო შესყიდვებთან დაკავშირებით პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულებას იღებს

თავდაცვის სამინისტრო შესყიდვებთან დაკავშირებით პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულებას იღებს და ამ მიმართულებით პარლამენტს ორ საკანონმდებლო პროექტს სთავაზობს. 

ეს უწყების მიერ განხორციელებულ როგორც არასაიდუმლო, ასევე საიდუმლო შესყიდვებს ეხება. ცვლილები კი მათი ინიციატივით "საქართველოს თავდაცვის შესახებ" კანონსა და "ნდობის ჯგუფის შესახებ" კანონში აისახება.

"საქართველოს თავდაცვის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, თავდაცვის სამინისტრო თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტს წარუდგენს ინფორმაციას განსახორციელებელი არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება - 4 მილიონ ლარს. ასევე წელიწადში არანაკლებ ერთხელ წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო შესყიდვების გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

რაც შეეხება "ნდობის ჯგუფის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს, ამ შემთხვევაში საუბარია თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო შესყიდვებზე. პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, ირაკლი ალასანიას უწყება ვალდებული იქნება ნდობის ჯგუფს წარუდგინოს ინფორმაცია განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასაყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება - 4 მილიონ ლარს.