მსოფლიოში ღვინოსთან დაკავშირებით ნოვაციების მიგნებაში სხვადასხვა კომპანიები ერთმანეთს ეჯიბრებიან. ევროპის ბევრ ქვეყანაში მაღაზიებში თითქმის ყველა დასახელების საყოფაცხოვრებო საქონელს ღვინოსთან ნახავთ შეწყვილებულს. (ქუდი და ღვინო, მაისური და ღვინო, კაბა და ღვინო, სამკაული და ღვინო და სხვა...) თუმცა, სიახლეების ძიება კვვლავ გრძელდება.
Cool Cache არის პირველი ავსტრიული მშრალი ცქრიალა ღვინო დიდ ბრიტანეთში, რომელიც 200 მილილიტრიან ალუმინის ქილებში კომპანია Rexam-მა ჩამოასხა.
ავსტრიულ ღვინო Cool Cache-ს აწარმოებს კომპანია კატუსი (Kattus).
როგორც ჩანს, მსუბუქი და კომპაქტური ალუმინის ქილები უფრო ადვილია გასაცივებლად, კარგად ინარჩუნებს ცქრიალა ღვინის თვისებებს და, განსაკუთრებით მოსახერხებელია ღია ცის ქვეშ ჩასატარებელ ღონისძიებებზე - პიკნიკებზე, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ ფესტივალებზე. მომხმარებლისთვის სავსებით მისაღებია მოცულობაც - 200 მლ. კომპანიის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ამგვარი შეფუთვა მოსახლეობაში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.