ივლისი მსოფლიოში რეკორდულად ცხელი თვე იყო, - ინფორმაციას BBC შეერთებული შტატების ფედერალურ სამეცნიერო და მარეგულირებელ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მონაცემების თანახმად, ივლისში, პლანეტაზე ხმელეთისა და ოკეანეების ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 0.93C-ით აჭარბებდა მე-20 საუკუნის საშუალო მაჩვენებელს, 15.8C-ს.
როგორც ირკვევა, მას შემდეგ, რაც გლობალურად დაიწყეს ტემპერატურის აღრიცხვა, ანუ ბოლო 142 წლის განმავლობაში, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ექსპერტების თქმით, მაჩვენებლის რეკორდული ნიშნული კლიმატის ცვლილების გრძელვადიანი გავლენის შედეგია.