აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ავღანეთში არსებული სიტუაციის გამო სინანული გამოხატა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გააკრიტიკა.
„ტრაგიკული არეულობა ავღანეთში, სრულიად ღია და გარღვეული საზღვრები, დანაშაული რეკორდულ დონეზე, ნავთობის გაზრდილი ფასები, გაზრდილი ინფლაცია და უპირატესობა, რომლითაც მთელი მსოფლიო სარგებლობს - ჯერ კიდევ არ მოგენატრეთ?“ - დაწერა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენი ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების პირობების წაყენების გარეშე გაყვანის გამო მკაცრად გააკრიტიკა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა ბევრად განსხვავებული და ბევრად უფრო წარმატებული იქნებოდა.