ნინო ბურჯანაძის პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებში გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. როგორც პარტიის ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ for.ge-თან საუბრისას დაადასტურა, ადგილობრივ არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად იბრძოლებენ.
ბიწაძე მიიჩნევს, რომ თუი ოპოზიცია კვლავ გაერთიანდება, სწორედ ასეთ შემთხვევაში შეძლებენ „ქართულ ოცნების“ დამარცხებას.
თქვენ წინა ინტერვიუში გვითხარით, რომ არჩევნებში აუცილებლად მიიღებდით მონაწილეობას, მაგრამ კანდიდატები არ დაგისახელებიათ, რატომ?
- თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ. კანდიდატები საქართველოს სხადასხვა რაიონში გვეყოლება. სწორედ, ამ საკითხზე კონსულტაციებს ვმართავთ ოპოზიციურ პარტიებთან. მთელი რიგი მაჟორიტარული ოლქებია, სადაც ოპოზიციის საერთო კანდიდატები იქნება წარმოდგენილი და ჩვენ ამაში ვიღებთ მონაწილეობას. რაც შეეხება თბილისის კანდიდატურას, ჩვენ მხარს ვუჭერთ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას, ნიკა მელიას.
რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა გვითხრა, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, თუმცა არ დაგვიონკრეტა ვისთან. ახლა შეიძლება ითქვას, რომ თქვენსა და ნაცებს შორის კოალიცია შედგა, იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთის მიმართ კრიტიკას არ იშურებდით?
- მოლაპარაკება ყველა ოპოზიციურ პარტიასთან მიმდინარეობს და ყველას ვესაუბრებით, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა. მოლაპარაკება არ გვაქვს გახარიას პარტიასთან. არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვკონტაქტობთ, არამედ კონსულტაციებს ვაწარმოებს ბატონი ჭიჭინაძის პარტიასთან, „ევროპულ საქართველოსთან“, „ლელოსთან“, „გირჩთან“ და „ლეიბორისტურ პარტიასთან“. რაიონებში კანდიდატებს უახლოეს დღეებში დავასახელებთ, თუმცა, არის რაიონები, სადაც ჯერ კიდევ მუშაობა მიმდინარეობს.
„ლეიბორისტებთან“ კი გაქვთ მოლაპარაკება, მაგრამ მათ თბილისში მერობის საკუთარი კანდიდატურა დააყენეს. რატომ განგიდგათ თბილისის ოლქში შალვა ნათელაშვილი?
- მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პარტიისა და „ლეიბორისტური პარტიის“ გზები არ გაყოფილა. მათთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. უბრალოდ, ჩვენ მხარს ნიკა მელიას ვუჭერთ. თბილისთან დაკავშირებით ბატონმა შალვამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, არის მთელი რიგი ოლქებისა, სადაც მათთან შევთანხმდებით.
რატომ გადაწყვიტეთ ოპოზიციამ, რომ თბილისში საერთო კანდიდატი გყოლოდათ. ფიქრობთ, რომ ასე დაამარცხებთ კალაძეს?
- პირელ რიგში, ჩვენ აქ დავეფუძნეთ ორ საკითხს. პირველი - ნიკა მელია იყო იმ პოლიტიკური კრიზისის დროს, ოპოზიციის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი და შემდეგ ის „ქართულმა ოცნებამ“ დაიჭირა. მეორე - ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაშინ, როდესაც ხელისუფლებას ვებრძვით, რომლის უკანაც დგას 5 მილიარდის მქონე ადამიანი, რომელიც უფრო მდიდარია, ვიდრე საქართველოს ეკონომიკა, მიგვაჩნია, რაც მეტად იქნება ერთობა, მეტი შანსია გამარჯვებისა და ამასაც პრაქტიკა გვიჩვენებს. ასევე, გლდანის მაგალითმაც აჩვენა, რომ როდესაც მელია ერთიანი კანდიდატი იყო, ყველაზე მაღალი შედეგი ჰქონდა მაჟორიტარებს შორის. ზოგადად, ვწუხვარ, რომ ოპოზიციაში ისეთი ერთობა აღარ არის, როგორიც იყო შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერადე. სწორედ, ოპოზიციის ერთობამ მიშელი ჩამოიყვანა და ზოგადად, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას სერიზულად მაშინ აღიქვამს, როდესაც ის ერთიანია. ოპოზიციაში რაც უფრო მეტი დაქსაულობა იქნება, ოპოზიციას ნაკლები შანსი ექნება, რომ დაიცვას საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესი.
თქვენ ნიკა მელიას უპირატესობები ჩამოთვალეთ, მაგრამ ყველას კარგად ახსოვს მისი წარსული და ასევე ის, რომ ის ერთხელ მერობისთვის ბრძოლაში დამარცხდა...
- როდესაც მელიამ მერობაზე იყარა კენჭი და დამარცხდა, მაშინ სხვა მოცემულობა იყო. მაშინ ის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იყო. მაშინ ქვეყანაში ვითარებაც სხვა იყო. ახლა კი, საერთო ოპოზიციური კანდიდატის შანსი გაიზრდება. ერთობა არის ისეთი მოვლენა, რომელიც მოითხოვს კომპრომისებს. ვთვლი და ვფიქრობ, თუ ხელისუფლების ცვლილება გინდა, მაშინ მზად უნდა იყო რაღაც ეტაპებზე კომპრომისებზეც. სამწუხაროდ, ოპოზიციაში ზოგი ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებისთვის სხვა ბერკეტი არ არსებობს.
თქვენ კი გჯერათ, რომ ოპოზიციის ერთობით ხელისუფლებას დაამარცხებთ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ „გორბმა“ კვლევები გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნება“ ლიდერობს...
- იქიდან გამომდინარე, რომ ეს კვლევები ტვ „იმედის“ დაკვეთით მოხდა და ეს ტელევიზია მთლიანად „ქართული ოცნების“ დღის წესრიგზე ზის, ამიტომ, ამ კვლევებზე საერთოდ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ.
ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს უპირატესობას იმიტომ ანიჭებს, რათა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნათ პანდემიის ფონზე კიდევ ერთი არჩევნები?
- თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, მისი ჩატარება მოხდება ისეთ ვადებში, უკვე პანდემიის საკითხი მოხსნილი იქნება, ყოველ შემთხვევაში ამის იმედი გვაქვს. რადენად გაუძლებს პატარა ქვეყანა ვადამდელ არჩევნებს, ასე გიპასუხებთ, პატარა ქვეყანას ვადამდელი არჩევნები იმისთის სჭირდება, რომ, სწორედ, პანდემიას ვერ უმკლავდება და დღეში 50 ადამიანს უმკლავდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინი აღიარეს, რომ მან პანდემია მსოფლიოში ყველაზე კარგად მართა, მაგრამ მან ეკონომიკა ვერ მართა და სწორედ ამიტომ ისრაელში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა და ის გადადგა. ჩვენ კი გვყავს ხელისუფლება, რომელმაც პანდემია საერთოდ ვერ მართა და ეკონომიკა დაანგრია. ამ პირობებში საუბარი თუ რამდენად მიზანშეწონილია ვადამდელი არჩევნები, მართებული არ იქნება.
მკვდარი მკვდარს აეკიდაო...
.თქვენი გზა ...ვსოო უკვე ........ დეპოში ხართ და ვერც გაგიგიათ .