რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ბადახშანის პროვინციის დედაქალაქ ფაიზაბადზე კონტროლი დაამყარა. ამის შესახებ „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა განაცხადა.
„გასულ ღამეს, მოჯაჰედების მტკიცე და სისტემატიური ოპერაციის მსვლელობისას ბადახშანის პროვინციის ცენტრი, ფაიზაბადი დაიპყრეს. მოჯაჰედები გუბერნატორის რეზიდენციას, პოლიციის შტაბ-ბინას, სადაზვერვო სამმართველოსა და ყველა სამთავრობო უწყებას აკონტროლებენ“, - ნათქვამია „თალიბანის“ განცხადებაში.
გარდა ამისა, „თალიბანმა“ ბაღლანის პროვინციის დედაქალაქ ფულ-ი-ხუმრიზე კონტროლი დაამყარა. ეს რიგით მე-9 პროვინციის ცენტრია, რომელსაც „თალიბანი“ აკონტროლებს.
რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ტერიტორიის 65%-ს აკონტროლებს. დაახლოებით 400 000 ავღანელს იძულებით გადაადგილება მოუწია ბოლო თვეების განმავლობაში და ბოლო 10 დღის განმავლობაში, ასევე გაიზარდა ირანში გაქცეული ადამიანების რიცხვი.
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.