სამნი ნავში, ანუ მესამე ზედმეტია

სამნი ნავში, ანუ მესამე ზედმეტია

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა, ოპოზიციურ ფლანგზეც პროცესები საინტერესოდ ვითარდება. ჯერჯერობით ყველაფერი ცხადი არაა, მაგრამ გარკვეული კონტურები უკვე ჩანს. არჩევნებში ცალ-ცალკე გავლენ ნაციონალები და დანარჩენის ოპოზიციური პარტიებიც. ლოგიკურად, პატარა პარტიებს, რომლებსაც მოპოვებული აქვთ საპარლამენტო მანდატები, მაინცდამაინც არც აწყობთ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება. არადა, ისეთი პირი უჩანს, ოპოზიციური ამომრჩევლების უმეტესობა სწორედ ვადამდელი არჩევნებზეა ორიენტირებული. ასეთ ვითარებაში პატარა, მაგრამ საპარლამენტო პარტიებს აშკარად გაუჭირდებათ ადგილობრივ არჩევნებში მათთვის სასურველი შედეგის მიღება.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნები გადაიფიქრა და დიდად აღარც ხელისუფლების მიერ 19 აპრილის შეთანხმებაზე დარდობენ. მათი თქმით, ახლა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ხელისუფლებას უფრო აწყობს, რადგანაც მისი მთავრი საფრთხე გიორგი გახარიაა, რომელიც პირდაპირ „ოცნების“ ელექტორატზე მუშაობს. ამიტომ მათ არ აქვთ გარანტია, რომ 2024 წელს ისინი ხელისუფლების ისევ შენარჩუნებას შეძლებენ. შესაბამისად, რაც უფრო მალე ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები, მათთვის უკეთესი იქნება.

წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია, თუმცა კვლავ უცნობია ზუსტი თარიღი, როდის დაასახელებს ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერობის საკუთარ კანდიდატებს. მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანება გამორიცხულია.

ამ ეტაპზე, „ლელოს“ წარმომადგენლები საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, შიდა კონსულტაციებს აწარმოებენ. ამავე მიმართულებით მიმდინარეობს მსჯელობა „სტრატეგია აღმაშენებელშიც“.

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ სწორი პრინციპებისთვის იბრძვის „ლელოსთან“ ერთად, რომლის მიზანიც ივანიშვილის დამარცხებაა.

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, რომ მისი გუნდი მალე წარადგენს ევროპულ რამდენიმეფაზიან საარჩევნო კამპანიას.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე გაკვირვებულია და ვერ იგებს რა მოტივით ითხოვს ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს.

„გაუგებარია ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს რისი იმედით ითხოვს. კვლევებითაც, ბოლოს რას გამოქვეყნდა, ვხედავთ, რომ სამი პარტია ლიდერობს. გახარიამ იმდენად სწრაფად გადაუსწრო პარალმენტში შესულ პატარა პარტიებს, რომ ეჭვი მეპარება 2024 წლამდე ის კიდევ მოძლიერდება, მით უმეტეს არსებობს ეჭვები, რომ ის „ოცნებიდან“ ხალხის გადაბირებას ცდილობს. ამიტომ ამ კომბინაციის ფონზე ყველაზე მეტად რიგგარეშე არჩევნები ოპოზიციას კი არა ხელისუფლებას უფრო აწყობს. მას ახალი საფრთხე გიორგი გახარია ჰყავს, რომელიც პირდაპირ მის ელექტორატზე ნადირობს. ამიტომაც 2022 წლისთვის მმართველი გუნდი არჩევნებს დანიშნავს და პარალმენტში მხოლოდ სამ პარტიას ვიხილავთ. ამიტომ მიკვირს, რატომ უნდა პარალმენტში შესულ ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნები. თუმცა ბოლო დროს რა საარჩევნო კონტურებით იკვეთება, სავარაუდოდ, მიხვდნენ, რომ რიგგარეშეს დანიშვნის შემთხვევაში ისინი ზარალდებიან და დიდად აღარ აქტიურობენ. მეჩვენება, რომ ხელისუფლების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება შვება უფროა, ვიდრე გაბრაზებულები არიან. უბრალოდ, ხელისუფლება გაითამაშებს, რომ ის არჩევნებს საკუთარი სურვილით ნიშნავს და ამით ხალხის და დასავლეთის გულს კიდევ ერთხელ მოიგებს. ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას საერთოდ არ ატარებს და მეჩვენება, რომ ადგილობრივი არჩევნები დიდად აღარც ანაღვლებთ“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნები აწყობს დასავლეთსაც, რათა თქვან, რომ მათ ქართული პოლიტიკური კულტურა აიყვანეს კომპრომისის ხელოვნებამდე. შესაბამისად, ბევრი მომხრე ჰყავს ვადამდელ არჩევნებს და, სავარაუდოა, რომ მაინც დაინიშნება.

თუმცა ის ელის, რომ ვადამდელი არჩევნების დამუხრუჭებას, ის პარტიები ეცდებიან, რომლებიც დღეს საპარლამენტო სავარძლებში მყარად სხედან. მისი აზრით, რიგგარეშე არც ნაციოანლებს აწყობთ, რადგანაც ბოლო დროის მცდარმა პოლიტიკურმა მანევრირებამ ისინიც დააზიანა. ასევე სააკაშვილის გაუთავებელმა ჩამოსვლა-არჩამოსვლამ მისი ამომრჩეველიც დაღალა. შესაბამისად იციან, რომ ხელისუფლებაში მაინც ვერ დაბრუნდებიან, ამიტომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში კონკურენტი მათთვისაც გახარიაა, რომელიც ენმ-ს შესაძლოა, პირველ ოპოზიციური პარტიის სტატუსში შეეცილოს. ამიტომაც ოპოზიციას ადგილობრივი არჩევნების მოგების ინტერესი აღარ აქვს.

საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე თვალაჭრელიძე კი ფიქრობს, რომ როგორც ოპოზიციაში, ასევე ხელისუფლებაში სიტუაცია საკამოდ არეულია და ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რასაც ერთმანეთს 7 თვის განმავლობაში უყენებდნენ, ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ შეუცვალა. ამიტომ ორივე მათგანი დაბნეულია და ვეღარ იგებენ საერთოდ რიგგარეშე არჩევნები რაში სჭირდებათ.

თუმცა თვალჭრელიძე for.ge-სთან დასძენს, რომ გახარია „ნაციოანლური მოძრაობისთვისაც“ საფთხეს წარმოადგენს, რადგანაც მათი რიტორიკა და დესტრუქციული ქმედებები საზოგადოებისთვის უკვე დამღლელი და მომაბეზრებელია. ამიტომ პარტიის რეიტინგი დღითიდღე იკლებს და მათაც რიგგარეშე არჩევნების ეშინიათ. ანალიტიკოსისი აზრით, გახარია „ქართულ ჯიგრულ პონტში“ უცბად პოლიტიკაში დაბრუნდა და ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ცოტა ჩაჩოჩებისკენ მოუწოდა. ის მთლიანად ხელისუფლების რესურს დააჯდა და ასევე ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის გადაბირებას ცდილობს. მას ვერც ენმ და ვერც „ოცნება“ პოლიტიკური თამაშის დღის წესრიგს ვერ უწესებს, ამიტომაც მის მიმართ ორივე მხრიდან შიში გაჩნდა. შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნამ უკვე მეორე პლანზე გადაინაცვლა.

„გახარიამ პრემიერობის დროს დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა. არადა საქართველოში პირიქით არის ხოლმე. როცა ხელისუფლების სათავეში ხარ, ავტორიტეტი გივარდება. მან კი პირიქით მოახერხა. ამიტომ ეს მხოლოდ მისი პირადი რეიტინგია, რომელიც საკუთარი შრომით მოიპოვა, როგორი პილიტიკური განცხადებებიც არ უნდა კეთდებოდეს ორივე მხრიდან. ძალიან მომწონს, რომ ის ნაკლებად პასუხობს კრიტიკას, რომელიც ხშირად პარადოქსულად კომიკურია. ეს კი ამომრჩეველსაც მოსწონს და ამ ტოქსიკურ პოლიტიკურ გარემოში ის ყველაზე მიმზიდველად გამოიყურება. გახარია ჯერჯერობით სწორად თვლის ყველაფერს და ეს ორივე მხარეს აშინებს. ამიტომ არის, რომ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ფიქრობს - საერთოდ რიგგარეშე არჩევნები აწყობთ? „ოცნება“ გაბრაზებულია, რადგანაც ენმ როგორც იქნა ბეჭებზე დადო და გახარია უცბად მოულოდნელად საიდანღაც გამოტყვრა. ესეც მათი შეცდომით მოხდა, მაგრამ გახარიამაც იჩქარა.

რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ახალი იდეების სრული არარსებობის პირობებში, პარტიის ტაქტიკა და სტრატეგია ერთმანეთში აერია. პარტიის ფორმალურ თუ არაფორმალური მმართველებისგან (ვგულისხმობ სააკაშვილს და მელიას), წლების განმავლობაში ნახმარ და ხავსმოკიდებულ განცხადებებს ვისმენთ. მელია იმუქრება, რომ ყურებით გამოათრევს მმართველ პარტიას პარლამენტიდან, სხვანი, ვინც ბიჭობას იფიცებოდნენ, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, ახლა გაუწითლებლად კომფორტულად სხედან საპარლამენტო სავარძლებში და ასე შემდეგ. ჰოდა, ხალხი მათ ერთ სიტყვასაც აღარ იჯერებს. ენმ-ს ნაბიჯ-ნაბიჯ უკან დახევა უწევს და საკუთარი ექსტრემისტული რიტორიკის მძევალი გახდა“, - ამბობს თვალჭრელიძე for.ge-სთან.

მისივე აზრით, ენმ ყოველდღიურად რეიტინგს კარგავს და ინტელექტუალური პოტენციალი ხელიდან ეცლება. ანალიტიკოსის აზრით, ოპოზიციაში კი მრავლადაა საკმაოდ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო „ნაცმოძრაობასთან“ და ისინი ნიკა მელიას ხელში ატაცებულ ალამს არ გაყვებიან. ის ფსონს გიორგი გახარიაზე დებს და ამბობს, რომ თუკი რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება 2022 წელს ან 2024 წელს, ვერც ერთი პარტია უმრავლესობას ვერ მოიპოვებს. ამიტომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდება საჭირო. ამ თვალსაზრისით კი, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მარათონის ლიდერი ისევ გიორგი გახარია იქნება. მისი საჭიროება ყველასთვის დადგება.

 

კ ა ხ ე ლ ი ბ-ნი რამაზ საყვარელიძის კატეგორიულობა რიგგარეშე არცევნებთან დაკავშირებით გაუგებარია. "ოცნება" უარყოფს და გამორიცხავს რიგგარეშე არცევნების პერპექტივას, ბ-ნი რამაზი - გვარწმუნებს, მაინც დაინიშნებაო. რა საფუძვლით დაინიშნება, თუ კრიზისი არ შეიქმნა? სამტავრობო კრიზისი - გამორიცხულია, რადგან "ოცნებას" მყარი უმრაველსობა აქვს პარლამენტში. კრიზისი, თუკი იგი მაინც შეიქმნა - "არანორმატიული" იქნება, ანუ კონსტიტუციით და კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი. ხოლო ასეთი კრიზისის გადაწყვეტა - არჩევნებით არ ხდება, რადგან როგორც არ უნდა დამტავრდეს არჩევნები, მაინც სადავო იქნება შედეგები.
3 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი ამ სტატიას უფრო ეს სატაური შეესაბამება: სამნი ნავში, სადაც ნავია ზედმეტი. :)
3 წლის უკან