„ვადამდელი არჩევნებით არაფერი შეიცვლება, რადგან ოპოზიცია აბსოლუტურად ჩამოშლილი და უუნაროა“

„ვადამდელი არჩევნებით არაფერი შეიცვლება, რადგან ოპოზიცია აბსოლუტურად ჩამოშლილი და უუნაროა“

პოეტი დავით მაღრაძე მიიჩნევს, რომ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება და არც უნდა დაინიშნოს, რადგან ხელისუფლება და მოსახლეობის შეგნებული ნაწილი ვალდებულია, მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და ქვეყანას რყევები აარიდოს. პოეტის აზრით, ამისკენ მოწოდებულია მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, იმ ერთი მუჭა ოპოზიციისგან განსხვავებით, ორი კარვითა და მიშას ერთი გახუნებული ფოტოთი რომ ელიან სააკაშვილის დაბრუნებას. ჯერ თავად ელოდებოდნენ, ახლა შვილებთან ერთად, მერე შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად მოუწევთ ლოდინი. თუმცა გენიალური ვაჟასი არ იყოს, „უსაზღვროა მთების მოლოდინი“...

ვადამდელი არჩევნების აბსურდულობასთან დაკავშირებით, ერთია დავით მაღრაძის მოსაზრება, მაგრამ მეორეა თავსმოხვეული სოციოლოგიური კვლევების ავტორთა დაკვეთა.

IRI-ის კვლევით, გამოკითხულთა 51% ვადამდელი არჩევნების მომხრეა, 37% კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საჭიროებას ვერ ხედავს.

IRI-ის კვლევამ ფრთები შეასხა ოპოზიციას და ისინი ვადამდელ არჩევნებზე მეტი მონდომებით ალაპარაკდნენ.

„თუ ჩვენ ამ არჩევნებზე აქტიურები ვიქნებით, რეჟიმს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება“, - ასკვნის „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია და საკუთარი პარტიის სტრატეგიულ ამოცანად საკვანძო ქალაქებსა და რაიონებში „ქართული ოცნების“ დამარცხებას სახავს.

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილიც IRI-ის კვლევის საფუძველზე ვადამდელ არჩევნებზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ ხელისუფლება 43%-ს ვერ მიიღებს, რაც გარდაუვლად გამოიწვევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კი ფიქრობს, რომ „ოცნების“ პოპულარობა კატასტროფულად დაეცა და ისინი პოლიტიკური ველიდან გადიან.

ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნებით არაფერი შეიცვლება, რადგან ოპოზიცია აბსოლუტურად ჩამოშლილი და უუნაროა.

„პირადად მე ვადამდელი არჩევნების მომხრე არ ვარ, რადგან საამისოდ ხალხის ნება არ არსებობს. ძლიერი მიწისძვრა რომ ხდება, ხალხი თავისით გამოდის ქუჩაში, სახლი რომ არ დაენგრეთ თავზე, მათ არავინ ეუბნება, ქუჩაში გამოდითო. ახლაც მოხდა პოლიტიკური მიწისძვრა, შარლ მიშელის დოკუმენტი ხელისუფლებამ ანულირებულად გამოაცხადა, სახელმწიფოს სახურავი თავზე დაგვეცა, მაგრამ ჩვენ ეს ვერ ვიგრძენით. ეს იგივეა, ქმარმა ცოლი ან ცოლმა ქმარი პირველ ღამეს რომ მოკლას. თუ ადამიანები ქორწინდებიან, ისინი ხელს აწერენ დოკუმენტს და პირველ ღამესვე არ არღვევენ. იმიტომ ვართ ცივილიზებული ერი ქართველები და ვამაყობთ 5000-წლიანი ისტორიით, რომ ცივილიზაციის ღირებულებები შესისხლხორცებული გვაქვს, ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი წინაპრები ასე იქცეოდნენ, ასე ვიბრძოდით, ახლა კი ვართ აბსოლუტურად მოშლილი სახელმწიფო“, - მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი, რომლის აზრითაც, „ნაცმოძრაობა“ არ არის პრობლემა ქვეყნისთვის.

ანალიტიკოსის შეფასებით, „ნაცები“ ვერც ვერაფერს გააკეთებენ, ვერც გააფუჭებენ. ხელისუფალი კი საქმის გამკეთებელიცაა და გამფუჭებელიც, დღეს ხელისუფლებაშია „ქართული ოცნება“ და არა „ნაცმოძრაობა“. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, როცა ხელისუფლებაში იყო „ნაცმოძრაობა“ პირადად იგი, სხვების მსგავსად, ებრძოდა რეჟიმს, მას „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლის უდიდესი გამოცდილება აქვს, მაგრამ დღეს „ნაცები“ არ არიან ხელისუფლებაში.

„თუკი გამუდმებით წარსულზეა საუბარი, მაშინ ვილაპარაკოთ ჰიტლერზე, სტალინზე, ბერიაზე. ნეტარ არიან მორწმუნენი, ზოგიერთს სჯერა, რომ მიშა ჩამოვა, მაგრამ ლაჩარია ეს მიშა, ჩამომსვლელი რომ იყოს, ამდენ ხანს ჩამოვიდოდა. ეშინია კომფორტულ ციხეში ყოფნის, სადაც ერთი თმა არ ჩამოუვარდება, იმდენი მეთვალყურე ეყოლება. ღმერთმა შეარგოს „ნაცებს“ ეს ბელადი, მაგრამ მიშა არ არის დღეს ქვეყნის პრობლემა“, - მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.

„ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ვადამდელ არჩევნებს არ ემხრობა. მისი აზრით, საქართველოს ბიუჯეტისთვის ვადებში ჩატარებული არჩევნებიც კი საკმაოდ პრობლემურია, არშემდგარი პარტიების ხუშტურზე რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, ეს არ არის საზოგადოების ინტერესებში. თუ ამას კარგად აუხსნან იმ საზოგადოებას, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა, ანუ იმ 51%-ს, ისინიც დაინახავენ, ღირს თუ არა ასეთი არჩევნები.

„ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებას ისეთი კითხვა არ უნდა დაუსვან, რომელზე პასუხის გაცემაც ხალხს არ შეუძლია, რადგან ეს მოითხოვს ღრმა საკანონმდებლო ცოდნას. IRI-ის მიერ დასმული შეკითხვა არ არის საზოგადოების საპასუხო. ვადამდელი არჩევნები კონსტიტუციითაა განსაზღვრული და კონსტიტუციაში არ წერია, რომ ეს საკითხი შეიძლება გადაწყდეს საზოგადოებრივი აზრით. კონსტიტუციაში მკაცრადაა გაწერილი, რა შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ვადამდელი. ეს არის, თუ ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა პარლამენტმა და, თუ გადაყენებულია მთავრობის თავმჯდომარე, ვერ ინიშნება მეთაური და ვერ კომპლექტდება მთავრობა. სხვა მესამე წესს ვადამდელი არჩევნები ვერ მოიაზრებს. ამიტომ საზოგადოების აზრის გამოკითხვა აბსოლუტური აბსურდია. როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცია კვლევას ატარებს, ალბათ, იმის კვალიფიკაციაც უნდა ჰქონდეს, რამდენად შეიძლება, ეს საზოგადოების აზრს შეეხებოდეს“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე ჩვენთან საუბრისას.

მისივე თქმით, დღევანდელ რეალობაში ვადამდელ არჩევნებზე საუბარი უკვე პიარის ნაწილად იქცა, რადგან პიარის შედეგია ამაზე პასუხი. პიარით ისეა აგორებული ეს საკითხი ყველაზე აქტიურ ტელევიზიებში, იმდენად ხშირად ისმის „ვადამდელი-ვადამდელი“, რომ შეიძლება, გამოკითხულთა შორის ვიღაცამ ეს სიტყვა აიტაცოს. მთავარია, რომ ეს არაფრის მომცემი არ არის, გარდა იმისა, რომ შენ ამით ადგენ, პიარმა როგორ იმუშავა, ანუ როგორ მუშაობენ პარტიული არხები.

Katana . IRI - ოპოზიციური ანეკდოტების ინსპირატორი:
---------------------------------------------------------------------------------
-- გიგა ბოკერია საკუთარი პარტიის სტრატეგიულ ამოცანად საკვანძო ქალაქებსა და რაიონებში „ქართული ოცნების“ დამარცხებას სახავს.
-- ანა ნაცვლიშვილი IRI-ის კვლევის საფუძველზე ამბობს, რომ ხელისუფლება 43%-ს ვერ მიიღებს, რაც გარდაუვლად გამოიწვევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
-- „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ფიქრობს, რომ „ოცნების“ პოპულარობა კატასტროფულად დაეცა და ისინი პოლიტიკური ველიდან გადიან.

სასაცილო არ არის, სამაგიეროდ ამ ხალხის ინტელექტუალური დონის მაჩვენებელია.
3 წლის უკან