ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ეს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დაკარგვის გარეშე უნდა მოხდეს.
„როდესაც ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, მკაფიოდ უნდა გვესმოდეს“ ნებისმიერი ინტეგრაცია სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დაკარგვის გარეშე უნდა მოხდეს. რუსეთთან მჭიდრო კავშირს არასდროს ვეწინააღმდეგებოდით“, - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, თანასწორუფლებიანობა ნებისმიერი სახელმწიფოთაშორისი კავშირის საფუძველია.