7 აგვისტოს პოლიციამ შესაძლო კანონდარღვევის შესახებ შეტყობინება მიიღო. ადგილზე მათ დახვდათ ავტომობილში მსხდომი ორი კაცი. პოლიციამ ერთი ადგილზე დააკავა, მეორემ კი გაქცევა სცადა. ის ერთ-ერთი სახლის ეზოში დაიმალა, საიდანაც პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.
სამართალდამცველები არ დაშავებულან, მსროლელმა კი მუცლისა და ფეხის არეში სერიოზული დაზიანებები მიიღო. დაკავების შემდეგ პოლიციამ ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახა.